x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
რომელი პროდუქტები არ უნდა მიირთვათ მენსტრუაციის დროს
მენსტრუაცია შეიძლება მრავალი ქალისთვის განსაცდელი იყოს. მასთან ერთად მოდის ტკივილი, კრუნჩხვები, შებერილობა და განწყობის უეცარი ცვალებადობა. სინამდვილეში, მენსტრუალური ტკივილის მიზეზი ფიზიოლოგიურ ფაქტორებთან ერთად, შეიძლება იყოს საკვები, რომელსაც ქალები ამ პერიოდში მიირთმევენ.



image



იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ დამატებითი დისკომფორტი, მენსტრუაციის დღეებში უარი თქვით ამ გარკვეული პროდუქტების მიღებაზე.




რომელი პროდუქტები არ უნდა მიირთვათ მენსტრუაციის დროს



1. რძის პროდუქტები და კვერცხი. image


ყველი, რძე, კვერცხი, ნაღები, ყველი და კალციუმის შემცველი სხვა საკვები ხელს უშლის მაგნიუმის შეწოვას და აძლიერებს მენსტრუალურ ტკივილს.






2. კოფეინის შემცველი სასმელები.image

კოფეინის შემცველი პროდუქტები გავლენას ახდენს განწყობაზე, რაც ქალებს უფრო გაღიზიანებულს ხდის. გარდა ამისა, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ მკერდის მგრძნობელობა.


კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინი ბლოკავს ტვინის იმ ნაწილს, რომელსაც ეწოდება ქვედა ნეიროტრანსმიტერი, რაც იწვევს შფოთვის გაზრდას და გულისცემის მატებას. ეს ყველაფერი ერთად ზრდის PMS-ის სიმპტომებს. (PMS - პრემენსტრუალური სინდრომი)







3. მჟავე საკვები. image

მჟავე საკვები, როგორიცაა მჟავე ქლიავი, ადვილად იწვევს ენდოკრინული სისტემის მოშლას, რაც იწვევს მენსტრუალური სისხლის მოცულობის ზრდას და მისი ფერის გამუქებას.






4. გაზიანი სასმელები.image

ქალები მენსტრუაციის დროს უამრავ სისხლს კარგავენ და საჭიროებენ დამატებით რკინას. გაზიანი სასმელების უმეტესობა შეიცავს ფოსფატებს, რაც ართულებს რკინის ათვისებას.






5. ალკოჰოლი.image

ალკოჰოლის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური კრუნჩხვების გახანგრძლივება, მდგომარეობა, რომელიც უფრო ხშირად ცნობილია როგორც დისმენორეა.






6. მარილიანი პროდუქტები.image

ორგანიზმში მარილის გადაჭარბებულმა რაოდენობამ შეიძლება შეცვალოს ორგანიზმის წყლის ბალანსი, გამოიწვიოს შეშუპება, არტერიული წნევის მომატება და მტკივნეული შებერილობა.


ტკივილგამაყუჩებლების მარაგის ნაცვლად, შეცვალეთ დიეტა! ეს უფრო ჯანსაღი და ეფექტური ალტერნატივაა!


0
75
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0