ტენდენციები რა ხრიკებს იყენებენ ვარსკვლავები უფრო გამხდრები რომ გამოჩნდნენ? 20 აპრილი, 18:14 წებოვანი ლენტი, დუნდულების "ფუშ-აფი", მკერდის ბალიშები... კიდევ რა ხრიკების გამოყენება უწევთ ცნობილ ქალბატონებს უკეთ რომ გამოიყურებოდნენ? რაღა თქმა უნდა, მაკორექტირებელი თეთრეულის. შეგახსენებთ, რომ ის ჰოლივუდელი ლამაზმანების გარდერობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც იდეალურ შემთხვევაში სხეულზე არასდროს უნდა ჩანდეს, თუმცა ხშირია ისეთი უხერხული შემთხვევები, როცა "საიდუმლო იარაღი" მთელი თავისი ბრწყინვალებით თავს ყველაზე შეუფერებელ ვითარებაში იჩენს ხოლმე. როგორც წესი, მას ძირითადად პრობლემური ზონების დასამალად და სხეულისთვის მიმზიდველი ფორმების მისანიჭებლად იყენებენ, თუმცა არაერთ დადებით თვისებასთან ერთად მას ერთი საკმაოდ დიდი მინუსიც გააჩნია - ერთი გაუთვალისწინებელი მოძრაობა და ის შეუმჩნეველი არავისთვის რჩება, რაც სელებრითი ქალბატონებისთვის ნამდვილი სტიქიური უბედურებაა. გთავაზობთ საგანგებოდ შერჩეულ იმ რამდენიმე უხერხულ სიტუაციას, როდესაც ჰილივუდელ ლამაზმანებს მაკორექტირებელმა საცვალმა ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა.კიმ კარდაშიანიმაკორექტირებელი თეთრეულის ერთგული ფანი პაპარაცების ობიექტივში ყველაზე ხშირად ხვდება, თუმცა რეალითი - შოუს სკანდალურ ვარსკვლავს აღნიშნული ფაქტი დიდად არ აღელვებს.ჯენიფერ გარნერისრულყოფილ ფიგურაზე ოცნებობთ? და რა პრობლემაა! წითელ ხალიჩაზე მაკორექტირებელი თეთრეულის კიდევ ერთი რეკლამა სრულიად შემთხვევით ჯენიფერ გარნერმაც გააკეთა, და ამ ყველაფერში დამნაშავე სწორედ მსახიობის ქლაჩი აღმოჩნდა.როგორც ჩანს მსახიობი მას ვერც ყოველდღიურ ცხოვრებაში ელევაჯენიფერ ლოპესიჯენიფერ ლოპესი ერთდროულად ქალური ფორმების მქონე და ვიწრო სამოსის განსაკუთრებული მოყვარულია. ასეთ შემთხვევაში კი ყოველთვის ფორმაში ყოფნა სპეციალური თეთრეულის გარეშე არც ისეთი იოლია.პერი ედვარდსიასეთ შორტებში თბილადაც ხარ და თან გამხდრადაც გამოიყურები. ბებია ალბათ კმაყოფილი იქნებოდა!ქეთი ჰოლმსისაკუთარი კოლეგების მსგავსად მის გარეშე მნიშვნელოვან ღონისძიებებზე დასწრებას ვერც ქეთი ჰოლმსი ბედავსაზია არჯენტოხოლო იტალიელ მსახიობს აი, ამ მშვენიერი ტრუსების მორგება "ბრაზილიური უკანალის" ეფექტის მისაღწევად დასჭირდა.ევა ლონგორიაასეთი მუქი კანის კვალობაზე ალბათ უფრო ლოგიკური იქნებოდა ევას უფრო მუქი ფერის საცვლები შეერჩიამოლი შენონირაც შეეხება მოლი შენონს მან პუბლიკას "ბებიის პანტალონები" პირდაპირ სცენაზე უჩვენა92 შეფასება არ არის |