x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
"არჩევნები გადამწყვეტია, რომ მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი" - სალომე ზურაბიშვილი
image

.

სალომე ზურაბიშვილი უცხოურ მედიასთან სკანდალურ განცხადებებს აკეთებს.



"ეს არჩევნები განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს და სწორედ ამიტომ არის ეს მოსახლეობა ასეთი მოტივირებული, ამიტომ არის ყველა ახალგაზრდა ქუჩაში; იციან, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ მათი ევროპული მომავალია. ამ მომავალს საქართველო უფრთხილდება, მისი პერსპექტივაა, დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამ გზას მიუყვება და მასზე უარს არ იტყვის...



[...] ჩვენ არ დავნებდებით და მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო, თავის ევროპულ გზაზე, ევროპულ ბანაკში რჩება, მიუხედავად მოსკოვის ყველა ამ მცდელობისა, რომელიც დღეს იარაღად იყენებს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას.


[არჩევნები] გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია".


- განაცხადა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა France Info-სთან ინტერვიუში.

.

მეორე ღამე თბილისში მასობრივი საპროტესტო აქცია რუსული კანონის წინააღმდეგ. ხელისუფლების დაჟინებული მოთხოვნა, წინ წაწიოს ეს კანონი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ და პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, პირდაპირი პროვოკაციაა - დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგია. -- წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტზე.

1
171
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
171
  
25 აპრილი, 9:29
შენ მოგიშორებთ მალე შე ფრანგულო კოშმარო.
0 1 1