x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მიკრობები - მიკროორგანიზმები და მათი ტიპები
მიკრობები - მიკროორგანიზმები და მათი ტიპები


მიკრობების სახეობების რაოდენობა დედამიწაზე განისაზღვრება 100 მილიარდიდან 1 ტრილიონამდე. მიკრობები ანუ მიკროორგანიზნები არის მიკროსკოპული ორგანიზმები, რომლებიც შედგება ერთი უჯრედისგან. ნიადაგში, წყალში, ჰაერში, მიწის ქვეშ, მიწის ზევით თითქმის ყველაფრის ზედაპირზე და სხვა დიდი ცოცხალი ორგანიზმების წიაღშიც, მათ ორგანოებშიც და ორგანიზმთა ზედაპირზეც. მაგალითად თითოეული ადამიანის სხეულზე და სხეულის შიგნით არის საშუალოდ 38 ტრილიონი ბაქტერიული უჯრედი და 380 ტრილიონი ვირუსი. მეცნიერებმა ისიც გამოთვალეს, რომ ადამიანის მიკრობიომში 10, 000-ზე მეტი სახეობის მიკრობი ბინადრობს. მათი გვარების 81-დან 99%-მდე უკვე გამოვლენილია. რაც შეეხება ვირუსებს, დედამიწაზე არსებული მისი სავარაუდოდ ათობით მილიარდი სახეობიდან, ადამიანს აავადებს 219 სახეობა (2024 წლის მონაცემით). მიკროორგანიზმების შემსწავლელი მეცნიერება "მიკრობიოლოგიაა". მიკრობებზე პირველი დაკვირვებები კაცობრიობის ისტორიაში დაიწყო ნიდერლანდელმა მეცნიერმა, ანტონ ვან ლევენჰუკმა 1675 წელს. თავისივე დიზაინით და ხელით შექმნილი მიკროსკოპით.


მიკრობები სულ 9 ტიპისაა, ესენია:


1. ვირუსები (Viruses)


2. ბაქტერიები (Bacteria)

3. არქეები (Archaea)

4. წყალმცენარეები (Algae)

5. პროტოზოები (Protozoa)

6. სოკოები (Fungi)

7. ლიქენები (Lichens)

8. ლორწოვანი ობები (Slime molds)

9. პრიონები (Prions)


რას წარმოადგენს თითოეული მათგანი?


1. ვირუსები (Viruses) - 20-300 ნანომეტრის ზომის მიკროსკოპული ინფექციური აგენტები, რომელთაც ცოცხალი უჯრედების ინფიცირების უნარი აქვთ. ვირუსები არის სიცოცხლის არაუჯრედული ფორმები - ცოცხალ არსებათა დიდი ჯგუფი, რომელსაც არ გააჩნია უჯრედოვანი აგებულება, ამიტომ მათ სიცოცხლის არაუჯრედულ ფორმებად მოიხსენიებენ.


2. ბაქტერიები (Bacteria) - 0.1-10 მიკრონის სიგრძის, სფეროსებრი, ჩხირისებრი ან სპირალისებრი პროკარიოტული ერთუჯრედიანი ორგანიზმებია. 2023 წლის ბოლოსთვის აღწერილი და სახელდებული იყო ბაქტერიათა 45 ათასამდე სახეობა. ვარაუდობენ, რომ მათი სახეობათა რაოდენობა ათეულობით მილიონობით განისაზღვრება.


3. არქეები (Archaea) - ბირთვისა და ორგანელების არმქონე ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმების დომენი, კლასიფიკაციის სამდომენიანი სისტემის მიხედვით. არქეებს და ბაქტერიებს შორის რამდენიმე განსხვავება არსებობს. მაგალითად არქეებს აქვთ უჯრედის კედლები პეპტიდოგლიკანის გარეშე. ხოლო ბაქტერიული უჯრედის კედლები მას შეიცავს. არქეები ასევე აჩვენებს უფრო მჭიდრო ევოლუციურ ურთიერთობას და ნათესაობას ევკარიოტებთან, ვიდრე ბაქტერიებთან.


4. წყალმცენარეები (Algae) - სასიცოცხლო პირობების მიხედვით გაერთიანებული ეკოლოგიური ჯგუფია. სისტემატიკური თვალსაზრისით, ის მრავალ დამოუკიდებელ ტიპად იყოფა, რომლებიც ერთმანეთისგან ფერით და ზოგ შემთხვევაში უჯრედის ორგანიზაციით განსხვავდებიან.


5. პროტოზოები (Protozoa) - ერთუჯრედიანი ცხოველების ტიპი, ევკარიოტების ჯგუფისა. მრავალუჯრედიანი ორგანიზმების უჯრედებისგან განსხვავებით, ისინი წარმოადგენენ მაღალორგანიზებულ დამოუკიდებლად მაცხოვრებელ უჯრედს, რომელსაც ახასიათებს ყველა სასიცოცხლო ფუნქცია: ნივთიერებათა ცვლა, გაღიზიანებადობა, მოძრაობა და გამრავლება.


6. სოკოები (Fungi) - ცოცხალ ორგანიზმთა დიდი ჯგუფია. მათ არ გააჩნიათ ფესვი, ღერო და ფოთოლი, რის გამოც უმდაბლეს და თალუსიან მცენარეებს მიაკუთვნებდნენ. თუმცა სოკოები მთელი რიგი თვისებების გამო ითვლება ცოცხალ ორგანიზმთა დამოუკიდებელ სამეფოდ და გარდამავალ საფეხურად მცენარეულ და ცხოველურ სამეფოებს შორის.


7. ლიქენები (Lichens) - იგივე მღიერები, ქარაგოზები, არის ორგანიზმები, რომელიც შედგება სოკოსა და წყალმცენარეებისგან (მათი სიმბიოტური ასოციაციის შედეგია) ბოტანიკოსების ნაწილი ლიქენებს მცენარეთა დამოუკიდებელ ჯგუფად მიიჩნევს. ლიქენების შემსწავლელ მეცნიერებას, შესაბამისად - ლიქენოლოგია ეწოდება. ლიქენები აერთიანებს 400-ზე მეტი გვარის 26 ათასამდე სახეობას (რაც დღემდეა აღმოჩენილი. სავარაუდოდ, არსებობს მათი ბევრად მეტი სახეობა).


8. ლორწოვანი ობები (Slime molds) - ეს არსება არც მცენარეა და არც ცხოველი. ეს არც სოკოა, თუმცა ყველაზე მეტად მისი მსგავსია. ლორწოვანი ობები, ფაქტობრივად არის ნიადაგში მცხოვრები ამებასებრი, ტვინის არმქონე, ერთუჯრედიანი ორგანიზმი, რომელიც ხშირად შეიცავს მრავალ ბირთვს.


9. პრიონები (Prions) - პრიონები არანორმალური, ანომალური ფორმის ცილებია - გენეტიკური მასალის გარეშე. კლასიკური გაგებით ისინი არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ცოცხალ არსებებად, მაგრამ ვერც არაცოცხალს (მკვდარს) ვუწოდებთ. მათი ქცევა უფრო ინფექციურ აგენტს ჰგავს და ამ ფაქტმა მეცნიერები გააკვირვა მას შემდეგ, რაც პრიონებით გამოწვეული პირველი დაავადებები გამოვლინდა მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის. პრიონები ვირუსის მსგავსია, მაგრამ ისინი ვირუსები არაა.




წყარო: Types of Microbes;

წყარო 2: Earth - Home to 1 Trillion Microbial Species - The Scientist;


სამეცნიერო სტატიები:

1. შესაძლებელია არსებობდეს ღმერთი აკადემიური მეცნიერების მიხედვით?

2. რამდენიმე საინტერესო მითი და ფაქტი კოსმოსის შესახებ

3. საინტერესო ფაქტები ანტიმატერიის შესახებ მოკლედ

4. საინტერესო ფაქტები სამყაროს გაფართოების შესახებ მოკლედ

5. საინტერესო ფაქტები შავ ხვრელებზე

6. საინტერესო მეცნიერული ფაქტები

7. ადამიანის უჯრედების ტიპები

8. კიდევ ერთი სენსაციური აღმოჩენა ქვემო ქართლში

9. ძვ.წ. 4200 წლის დიდი დასახლება ქვემო ქართლში

10. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი სტალინის შესახებ

11. გამოაშკარავდა უდიდესი ტყუილი რუსების გენეტიკური წარმოშობის შესახებ

12. რუსების და რუსეთის ისტორია მოკლედ

13. ვინ და რატომ გაჰყო ერთიანი ევრაზიის კონტინენტი ორად?

14. და მაინც, რა არის სინათლე?

15. ქართველების როლი ბიზანტიის იმპერიაში

16. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები

17. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეორე

18. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მესამე

19. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეოთხე

20. საინტერესო სამეცნიერო სიახლეები - ნაწილი მეხუთე

21. ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია

22. საქართველოს რეგიონები სიდიდის მიხედვით

23. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი პირველი

24. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეორე

25. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მესამე

26. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეოთხე

27. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეხუთე

28. რუსეთის იმპერიის ქართველი გენერლები - ნაწილი მეექვსე

29. რუსეთის 1917 წლის დროებითი მთავრობის ქართველი გენერლები

30. საბჭოთა კავშირის ქართველი გენერლები

31. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გენერლები 1918-21 წლებში

32. რამდენად დიდია სამყარო და სად არის ღმერთი?

33. შესაძლებელია თუ არა დროში მოგზაურობა ჩვენს სამყაროში?


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


3
38
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
38
  
19 აპრილი, 2:05
The number of microbial species on Earth is estimated at 100 billion to 1 trillion. Microbes or microorganisms are microscopic organisms that consist of a single cell. In the soil, water, air, underground, on the surface of almost everything above the ground, and in the guts, organs, and surfaces of other large living organisms. For example, there are an average of 38 trillion bacterial cells and 380 trillion viruses on and inside each human body. Scientists have also calculated that more than 10,000 types of microbes reside in the human microbiome. 81 to 99% of their genera have already been identified. As for viruses, out of its probably tens of billions of species on earth, 219 species make people sick (as of 2024). Microbiology is the science that studies microorganisms. The first observations of microbes in human history were made by the Dutch scientist Anton van Leeuwenhoek in 1675. A self-designed and hand-crafted microscope.

There are 9 types of microbes in total, they are:

1. Viruses
2. Bacteria
3. Archaea
4. Algae
5. Protozoa
6. Fungi
7. Lichens
8. Slime molds
9. Prions
19 აპრილი, 2:05
What does each one represent?

1. Viruses - microscopic infectious agents 20-300 nanometers in size, capable of infecting living cells. Viruses are non-cellular life forms - a large group of living things that do not have a cellular structure, so they are referred to as non-cellular life forms.

2. Bacteria - 0.1-10 microns long, spherical, rod-shaped or spiral prokaryotic single-celled organisms. By the end of 2023, up to 45 thousand species of bacteria had been described and named. It is assumed that the number of their species is determined by tens of millions.

3. Archaea (Archaea) - a domain of single-celled microorganisms without a nucleus and organelles, according to the three-domain system of classification. There are several differences between archaea and bacteria. For example archaea have cell walls without peptidoglycan. And bacterial cell walls contain it. Archaea also show a closer evolutionary relationship and affinity with eukaryotes than with bacteria.

4. Algae - is an ecological group united according to living conditions. From a systematic point of view, it is divided into many independent types, which differ from each other in color and in some cases in cell organization.

5. Protozoa (Protozoa) - a type of single-celled animals, belonging to the group of eukaryotes. In contrast to the cells of multicellular organisms, they are highly organized independent living cells, which are characterized by all vital functions: metabolism, excitability, movement and reproduction.
19 აპრილი, 2:04
6. Fungi are a large group of living organisms. They do not have a root, a stem and a leaf, which is why they belong to the lowest and thallus plants. However, due to a number of properties, fungi are considered an independent kingdom of living organisms and a transitional stage between the plant and animal kingdoms.

7. Lichens (Lichens) are organisms consisting of fungi and algae (the result of their symbiotic association). Some botanists consider lichens to be an independent group of plants. The science studying lichens is called lichenology. Lichens include up to 26,000 species of more than 400 genera (which have been discovered to date. There are probably many more of them).

8. Slime molds - this creature is neither a plant nor an animal. It is not a mushroom either, although it is most similar to it. Slime molds are actually soil-dwelling amoeba-like, brainless, single-celled organisms that often contain multiple nuclei.

9. Prions - Prions are abnormal, abnormally shaped proteins - without genetic material. In the classical sense, we cannot consider them as living beings, but we cannot call them non-living (dead) either. Their behavior is more like an infectious agent, and this fact has puzzled scientists since the first diseases caused by prions were identified at the beginning of the 20th century. Prions are similar to viruses, but they are not viruses.
0 1 3