x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
9 ფაქტი წარსული ცხოვრების შესახებ, რომლებიც სიცრუედ მოგეჩვენებათ, თუმცა სრული სიმართლეა

image


დიდი ხანია რაც მივეჩვიეთ თანამედროვე რეალობას, ცხოვრების გარკვეულ რეჟიმსა თუ ცხოვრების წესებს, თუმცა ზოგჯერ ისე ძლიერადაც კი, რომ რაღაც უცხო ან უჩვეულო კი აღარ გვაკვირვებს, არამედ უბრალოდ შოკში გვაგდებს. თქვენ წინაშეა წარსულის რამდენიმე საინტერესო ფაქტი, რომელიც თქვენს გაოცებას ნამდვილად გამოიწვევს.




ქალებს საზოგადოებრივი საპირფარეშოთი სარგებლობა ეკრძალებოდათ


image


ვიქტორიანულ ეპოქაში ასეთი ადგილების "მონახულება" ქალისთვის უხამსად ითვლებოდა, ხოლო ყველა არსებული ტუალეტი მხოლოდ მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი, ამიტომ ქალბატონები თავიანთ შორ მანძილზე მოგზაურობებს გულდასმით გეგმავდნენ და დეტალურად განიხილავდნენ თუ სად შეეძლოთ საჭიროების შემთხვევაში გაჩერება. ასეთი მდგომარეობა კი ქალებს მუშაობაზე უარის თქმასა და სახლში დარჩენას აიძულებდა.


დალაქები კლიენტებს პირში თითებს უყოფდნენ


image


პედანტებს ეს ფაქტი აშკარად არ მოეწონებათ, მაგრამ რას ვიზამთ, ფაქტი ფაქტად რჩება: მე-19 საუკუნეში ამერიკელი დალაქები კლიენტისთვის პირის გაპარსვისას მათ თითებს პირში უყოფდნენ. ამგვარად, ისინი კანს შიგნიდან ასწორებდნენ და ყველაზე რთულად მისადგომ ადგილებს დაზიანების გარეშე პარსავდენ.


ტელეფონზე საუბრისას საჭირო იყო გაღიმება


image


ეს წესი მე-20 საუკუნის დასაწყისში სატელეფონო ოპერატორებისთვის მოქმედებდა, რადგან ყველა ზარი მათ გადაეცემოდათ. გოგონებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ინტსრუქციაში პირდაპირ მითითებული იყო მოსიყვარულე და მეგობრული ხმის ტემბრის ქონა. ამავდროულად, სატელეფონო საუბრის დროს გაღიმებას აბონენტებსაც ურჩევდნენ სატელეფონო ოპერატორის მიმართ პატივისცემის გამოხატვის მიზნით.


ბალერინას ე.წ."პაჩკა" იშვიათად ირეცხებოდა


image


მისი გარეცხვა არასასურველი იყო, რადგან რთულად დასამზადებელი ცხრა ფენისგან შეკერილი ქვედაბოლო გარეცხვის შემდეგ ფორმას კარგავდა, ამიტომ კოსტიუმები ძირითადად ნიავდებოდა და სპეციალური ხსნარით მუშავდებოდა.



მარტორქა - შოტლანდიის ეროვნული სიმბოლო


image


მაგრამ, რატომ მაინცდამაინც მარტორქა? კელტურ მითოლოგიაში ეს ცხოველი სიწმინდეს, უმანკოებას, გამბედაობასა და სიძლიერეს განასახიერებს. მარტორქა ყოველთვის ითვლებოდა დიდსულოვნად, შესაძლოა სწორედ ამაში მდგომარეობს მის ეროვნულ ცხოველად არჩევის მიზეზიც.



არსებობს დასახლებული პუნქტი, სადაც სიკვდილი უბრალოდ არ შეიძლება


image


ლონგიირბიუენში სიცოცხლის დასრულებას ვერ შეძლებთ, რადგან ეს იქ კანონით აკრძალულია. სასაფლაო იქ უკვე დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ ყველა, ვინც სიცოცხლეს მალე გამოემშვიდობება მატერიკზე მიჰყავთ. საქმე იმაშია, რომ სხეული მუდმივი ყინვის პირობებში არ იშლება, შესაბამისად, ის პოლარულ დათვებს იზიდავს.



გინების საშუალებით ტკივილის დათრგუნვაა შესაძლებელი

image


როგორც კიელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაარკვიეს, თუ ბილწსიტყვაობისას იყვირებთ, ეს ტრავმის დროს ტკივილის შემცირებაში დაგეხმარებათ. ასეთ შემთხვევაში არც ერთ სხვა სიტყვას მსგავსი ეფექტი არ აქვს. ექსპერიმენტში 92 მოხალისე მონაწილეობდა, მათ გინების პარალელურად ხელი ყინულიან წყალში უნდა ჩაეყოთ, საიდანაც მისი ამოღება მხოლოდ აუტანელი ტკივილის შემთხვევაში იყო დაშვებული. შედეგმა დაადასტურა, რომ ხმამაღალი გინება ტკივილის დონეს ზრდიდა. ამრიგად, მეცნიერთა მტკიცებით, ხმამაღალი გინება ადამიანს ტკივილის ამტანობაში ეხმარება.



თვალების დახატვა კლეოპატრამ შემოიღო


image


სწორედ ის მიმართავდა ამ ტექნიკას თვალების სილამაზის ხაზგასასმელად. კლეოპატრას დროს თვალის ინფექციები ძალიან გავრცელებული იყო, ხოლო მათ წინააღმდეგ ბრძოლაში ევიპტის უკანასკნელ დედოფალს სტიბიუმისგან დამზადებული თვალის მოსახატი საშუალება ეხმარებოდა. დედოფალმა თვალზე ისრების დახატვა ჯანმრთელობისთვის მოიფიქრა, ხოლო კოსმეტიკური ეფექტი ბევრ ქალს ისე მოეწონა, რომ კლეოპატრას მიერ დანერგილ ამ ტრენდს დღემდე წარმატებით იყენებს.



ქალები კულულებს ფოლადის ნაქლიბით იკეთებდნენ


image


მე-17 საუკუნის ინგლისში თმას სპეციალური ხსნარით ამუშავებდნენ, რომლის შემადგენლობაში ასევე ფოლადის ნაქლიბიც შედიოდა. მას მუხის თხილთან, კომშის თესლთან და კვიპაროსის ფოთლებთან ერთად აყენებდნენ. ნაყენს შესქელებამდე ადუღებდნენ, შემდეგ კი მისი საშუალებით თმას ამუშავებდნენ, რომელსაც დასახვევ საშუალებაზე ახვევდნენ და მთელი ღამით იტოვებდნენ.






0
254
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
254