x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
აკა მორჩილაძის შემოქმედების პრობლემატკა

აკა მორჩილაძის შემოქმედების ძირითადი პრობლემები

რეალობა ხშირად იმდენად მძიმეა, რომ შეუძლებელია მასზე გვერდის ავლა. განსაკუთრებით, მაშინ როცა მწერალი ხარ. შესაბამისად, არც პოსტსაბჭოთა ეპოქა ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. იგი არა ერთი მწერლის “მუზა“ გამხდარა. მასზე გვიყვება აკა მორჩილაძეც “ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებში“ და იგი პერსონჟთა მეტყველებითა თუ თავად მათი მონათხრობით გვიხატავს, ორ ომ (აფხაზეთისა და სამოქალაქო ომს) გამოვლილი, ქალაქისა თუ ახალგაზრდების მდგომარეობას, . “ბნელეთს“, რომელშიც “არც ღამით იყო შუქი და არც დილით“(მორჩილაძე, 2017:3). “სიბნელითა“ თუ უიმედობით სავსე პერიოდში კი ადამიანს თოლიების არსებობაც აკვირვებს “ყველა და ყველაფერი გადაირია. რა უნდა აქ თოლიებს“(მორჩილაძე, 2017:18) და “ნიცაში გაფრენაზე“ ნატვრით აღვიძებს მას(მორჩილაძე, 2017: 3). ასეთ დროს კი ახალგაზრდებსაც ნიჰილიზმი იპყრობს. განკურნების მთავარ გზად კი “მაგნა“ რჩება.

ეპოქა “მაგნა“, ამ უკანასკნელით მოიხსენიებს აკა მორჩილაძე მე-20 საუკუნეს. “ეს “მაგნა“ ხომ ეპოქის სიმბოლოა-ლამის კომუნიზმის დასასრულის მაუწყებლად შემოვიდა თბილისში“(მორჩილაძე, 2017:4). შემოვიდა თან ისე, რომ ადამიანმა პრიორიტეტი ყველაფერ სხვაზე მეტად სწორედ მას მიანიჭა, თითქოს მასში პოვეს ბედნიერება ახალგაზრდებმაც, , მაგნა უფრო ჟღერს, ვიდრე “კოლხეთი“ (მორჩილაძე, 2017: 10). საკითხავია რატომ? რა იყო ამის მიზეზი? რატომ არის პოსტსაბჭოთა ეპოქა “უიმედობის ქარაფი“-ამ უკანასკნელ კითხვებზე პასუხს მარტივად ვპოულობთ აკა მორჩილაძის შე მოქმედებაში.

პოსტსაბჭოთა ეპოქამ ადამიანთა თავისუფლებას დაღი დაასვა. განა შეიძლება იქ იყო ბედნიერი, სადაც “შუქიც“ კი ვერ აღწევს “ჭეშმარიტების“ დასანახად? სადაც არ იცი, რომელი კუთხიდან “გესვრიან ტყვიას“? სადაც ყველაზე ახლო ნათესავს გიკლავენ?- შეუძლებელია. შეუძლებელია, იმ პირობითაც რომ შენ “ძალა“ თუ სურვილი აღარ გაქვს “არსებობის“. იქ, სადაც ადამიანებზე “ძაღლები“ იწყებს გაბატონებას, ფაქტია, რომ ყველაფერს ფასი ეკარგება. აღარც სამართალია, როგორც მამუკა ამბობდა თავისი მეგობრის, დათუშკის მკველილის პოვნაზე “ეგ იგივეა ვაკის პარკში ნემსი ეძებო ღამის სამ საათზე“(მორჩილაძე, 2017: 42), აღარც სიმშვიდე, მხოლოდ უიმედობა, პესიმიზმი, “შავი ნაღველი“ და ოცნება მომავალზე “სხვა ქვეყანაში“, ვინაიდან ზაზას მსგავსებმა კარგად იციან რომ “არასოდეს არ ჩაგვრთავენ“ პირიქით გამოგვრთავენ და სულ ეგრე ვიქნებით“(მორჩილაძე, 2017: 122).

“მაგნის“ ეპოქაში, მაგნის ყიდვა “რთულია“. ქუჩაში სიარული კი კიდევ უფრო მეტად საშიში, ვინაიდან უდანაშაულო ადამიანიც შეიძლება აღმოჩნდეს ბრბოს მსხვერპლი, პეტრუჩიოს მსგავსად “ამგვარად გაბოროტებულ და თამამ ურდოს არასოდეს შევყრივარ“(მორჩილაძე, 2017: 69). ეს უკანასკნელნი კი ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები არიან, “ძაღლები“, რომელთა “თარეშიც“ არსებულ სიმშვიდეს არღვევს. თითქოს მწერალი სწორედ ფალიაშვილის ქუჩის ძაღლების სახით გვიჩვენებს იმ ეპოქის “პოლიტიკური მოღვაწეების სახეს“, რომლებიც “მაგარ ძაღლობას“ თამაშობენ“ (მორჩილაძე, 2017:75). სწორედ, ამგვარი განუკითხაობის ჟამს ზოგი რეალობას თავს არიდებს მხოლოდ სახლში ყოფნით, როგორც პეტრუჩიო, ზოგი კი ზაზას მსგავსად ნიცაში გაფრენაზე ფიქრობს, ვინაიდან მან კარგად იცის, რომ იქ ნანატრი თავისუფლებაა.

გაფრენაზე ფიქრი აკა მორჩილაძის სხვა რომანებშიც გრძელდება. ამ მხრივ “გადაფრენა მადათოვზე და უკან“ არის საინტერესო. აქ მწერალი გვიხატავს პედერსენს, რომელსაც სურს მადათოვის კუნძულის აღმოჩენა და აღმოაჩენს კიდეც, თუმცა ფერშეცვლილს. თუ იქ ადრე ვენახი იყო “ახლა ეს უფრო გაველურებული ზვარია“ (მორჩილაძე, 2018: 15), ასე რომ “მადათოვი“ განადგურებულია. თავისი იერი დაკარგული აქვს. იქ მცხოვრებნი გაუცხოებულნი არიან “ზემოთ ქალაქს ქვემოთას ამბავი არ გაეგებოდა, ქვემოთ ზემოთასი არ იცოდნენ(მორჩილაძე, 2018: 6) თუმცა რა გასაკვირია “რევოლუციის კუდის“(მორჩილაძე, 2018:18) დაცემის შემდეგ მადათოვმა( ანუ თბილისმა) სიწმინდე, ძველი ყოფა, “თავისუფლება“ და ბედნიერება დაკარგვა. დაკარგა “თამარის ეპოქის ბრწყინვალება“, რომლის საფლავსაც სამწუხაროდ მხოლოდ “უცხოელი დაეძებს“. თითქოს ქართველ ხალხს მათი ისტორია, თამარის დრო და საფლავიც დაავიწყდათ. თითქოს ადამიანებს უჭირთ რეალობის შემეცნება, მათ აღარც სწორად გამოძიება ეხერხებათ და ვერც ნამდვილ დამნაშავეს პოულობენ, თუმცა უდანაშაულოს მარტივად ადებენ ხელს. ხაფო მხატვარის მსგავსად, რომელსაც ზაქარია მღვდელიც გასწირავს.

ასე, რომ უნდობლობით სავსე ყოფაში “მრავალფეროვან“ სულსაც მარტივად კლავენ. ანადგურებენ, რადგან რეალობის დანახვა მხოლოდ მას შეუძლია “ ჭრელი გველები, მოწყენილი ჩიტები და სევდიანი აქლემები“(მორჩილაძე, 2018:36) სხვებისთვის უცნობია. შესაბამისად, “სიბნელეში მცხოვრებთათვის“ “სინათლე“ მიუღებელია, ამიტომაც ზედმეტი ადამიანის მოშორებას ამჯობინებენ “ჭეშმარიტებაზე“ თვალის გასწორებას.

სიბნელეში ცხოვრება, რაოდენ მშვიდიც არ უნდა იყოს რთულია. რთულია, რადგან ფაქტიურად “თვალებს გიხვევენ“, “გამუნჯებენ“ და გთხოვენ რეალობაზე შეგუებას. რეალობა კი გაუსაძლისი, სასტიკი და შეუბრალებელია. შესაბამისად, თავისუფლების მოყვარე ადამიანსაც არ ძალუძს მასზე შეგუება. ამგვარი ადამიანები კი “ჯინსების თაობის“ მსგავსად სხვაგან გაფრენას ამჯობინებენ, ან პირიქით “ჩხვლეტით“ ცდილობენ რეალობიდან გაქცევას. სწორედ “მერე რა რომ სველია სველია იასამანის“ პერსონაჟებისნაირად მოსაწევით ცდილობს აკა მორჩილაძის გმირებიც (ზაზა, მამუკა) “გაბედნიერებას“. თუმცა “არაფრის გამო“ მკვდარი ზაზა ვერც “მაგნას“ მოწევს და ვერც ნანატრ ნიცაში გაფრინდა, რადგან “ეპოქამ“ ყველას სულთან ერთად მისი სულიც უიმედოდ “ჩაკლა“.


0
3
შეფასება არ არის
ავტორი:აბაშიძე სალომე
აბაშიძე სალომე
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0