x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
ვარსკვლავების ორიენტაციასთან დაკავშირებული სკანდალური აღიარებები, რომლებიც შოკში ჩაგაგდებთ
image


ალბათ, ბევრისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს ის ფაქტი რომ სელებრითები საკუთარი პერსონის მიმართ საზოგადოების ყურადღების გაზრდის მიზნით მზად არიან ბევრ რამეზე წავიდნენ და საკუთარი სკანდალური განცხადებებით ყველა შოკშიც კი ჩააგდონ. ეპატაჟი ხომ შოუ - ბიზნესის განუყოფელი ნაწილია. ამ ერთგვარ "პიარ - ხრიკს" ოდესღაც ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირებმაც მიმართეს, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი მათგანისთვის ეს პიარ - სვლა სიმართლეზე მეტი იყო.



მარლონ ბრანდო


image


ქალების გულთამპყრობელმა საკუთარი სექსუალური გამოცდილების შესახებ არაერთხელ განაცხადა: "მე, ისევე როგორც ბევრ სხვა მამაკაცს, ჰომოსექსუალური გამოცდილება მქონდა და ამის არ მრცხვენია."



მეგან ფოქსი

image


ფილმ "ტრანსფორმერების" უზომოდ სექსუალურ და მიმზიდველ ვარსკვლავს არასდროს დაუმალავს რომ მას როგორც კაცები, ასევე ქალები იზიდავდა. მეგანმა თავის ორიენტაციასთან დაკავშირებულ ათასგვარ ჭორ-მართალს საბოლოოდ, ნათელი "Esquire"-ის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს მოჰფინა, როდესაც განაცხადა: "დიახ, ერთმნიშვნელოვნად მე ბისექსუალი ვარ."



დრიუ ბერიმორი



image


2003 წელს, წითელ ხალიჩაზე მიცემულ ინტერვიუში დრიუმ განაცხადა: "მიზიდავენ თუ არა გოგონები? დიახ მიზიდავენ. მე თავს ყოველთვის ბისექსუალად ვთვლიდი."


ანჯელინა ჯოლი


image


ანჯელინა ჯოლის ბისექსუალობის შესახებ ალბათ ბევრს სმენია. ცნობილი ფაქტია, რომ ბრედ პიტთან ქორწინებამდე დიდი ხნით ადრე მას ურთიერთობა წარმოშობით იაპონელ მსახიობთან და მოდელთან ჯენი შიმიცუსთან ჰქონდა.




ფერჯი

image


პოპულარული ამერიკელი მომღერალი ფერჯი თავის ბისექსუალობას საზოგადოებისგან ასევე არასდროს მალავდა: "არ დავმალავ, მქონდა ქალებთან ურთიერთობა, მაგრამ მათთან ხანგრძლივ ურთიერთობას არასდროს ვამყარებდი."



ლედი გაგა


image


ლედი გაგაც ასევე ჭეშმარიტი ბისექსუალი გახლავთ და პოპ - ვარსკვლავს ამის აღიარების არ რცხვენია: "მე მიყვარს სე#სი და ჩემთვის სულ არა აქვს მნიშვნელობა რომელი სქესისაა ჩემი პარტნიორი. აი, მხოლოდ ჩემს მეგობარ მამაკაცებს არ ესმით ეს. მათ აშინებთ ის ფაქტი, რომ ქალები მომწონს, ხოლო მას შემდეგ რაც ამის შესახებ იგებენ, თავს უხერხულად გრძნობენ და ცდილობენ დამარწმუნონ რომ ურთიერთობაში მესამე არ გვჭირდება."


ტომ ჰარდი

image


ტომ ჰარდიმ თავის დროზე გული არაერთ ადამიანს გაუტეხა, რომელთა შორის როგორც აღმოჩნდა, მამაკაცთა გულებიც მრავლად იყო: "ადრე განურჩევლად ყველასთან ვფლირტაობდი, მიყვარდა სხეულის შეგრძნება, არ ჰქონდა მნიშვნელობა ეს კაცის სხეული იქნებოდა თუ ქალის, მაგრამ ახლა, როდესაც უკვე 30 წელს გადავაბიჯე, ამ ექსპერიმენტების დასრულება მომიწია. შემიძლია მხოლოდ იმაში დაგარწმუნოთ, რომ მამაკაცთან ურთიერთობას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია... "



დევიდ ბოუი

image


როკ - ლეგენდამ საკუთარი სექსუალური ორიენტაციის შესახებ დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ 90-იან წლებში ღიად აღიარა, მაშინ მან განაცხადა, რომ მამაკაცთან ურთიერთობა იყო ყველაზე საუკეთესო, რაც კი მის ცხოვრებაში ყოფილა, თუმცა მოგვიანებით როკ - მომღერალი თავის ამ განცხადებას ირონიითა და ღიმილით იხსენებდა: "მე არ ვთვლი ჩემს აღიარებას შეცდომად, მაგრამ ამერიკისთვის ეს ცოტა უგუნური აღმოჩნდა. მე არანაირი სურვილი არ მქონდა ხელში ტრანსფარანტი ამეღო ან ადამიანთა რომელიმე ჯგუფის წარმომადგენელი ვყოფილიყავი. ვფიქრობ, ამან ხელი შემიშალა ბევრი რამის რეალიზებაში."



ლინდსი ლოჰანი



image


ალბათ, საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი რომ სკანდალური მსახიობი ლინდსი ლოჰანი ბისექსუალია. ის დიჯეი სამანტა რონსონს დიდი ხნის განმავლობაში ხვდებოდა, რომელთანაც ოჯახის შექმნასაც კი აპირებდა, თუმცა ყველას გასაკვირად მოულოდნელად წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 34 წლის ლინდსიმ საკუთარი ორიენტაციის შესახებ ერთ - ერთ ინტერვიუში საკმაოდ გულახდილად ისაუბრა: "მე როგორც მამაკაცთან, ასევე ქალთან თავს ერთნაირად კარგად ვგრძნობ. მე არ ვარ ლესბოსელი, უბრალოდ მიყვარს ადამიანები, და არ მაინტერესებს რომელ სქესს მიეკუთვნებიან ისინი. დღეს თუ მე ქალთან მძინავს, სულაც არ ნიშნავს, რომ ხვალ მამაკაცს არ ავირჩევ."





0
496
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
496