x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
საფრანგეთში აღმოაჩინეს გაურკვეველი უცნაური სტრუქტურა, რომელსაც ანალოგი არა აქვს
image

საფრანგეთში, კომუნა მარლიენის სიახლოვეს, ამ ზამთარს ერთ-ერთ ხეობაში უნდა დაწყებულიყო მუშაობა ხრეშის კარიერის გაფართოებაზე, თუმცა სამუშაოების დაწყებამდე ტერიტორია არქეოლოგიური კვლევის ეროვნული ინსტიტუტის არქეოლოგებმა შეამოწმეს.


ათიათასობით კვადრატული მეტრი მიწის შესწავლის შემდეგ, მკვლევარებმა აღმოაჩინეს მრავალი არტეფაქტი სხვადასხვა ეპოქიდან და უნიკალური პრეისტორიული სტრუქტურა, რომლის დანიშნულებაც საიდუმლოა და ვერ ახსნეს.

image



გამოყვეს სამი ნაკვეთი, რომელიც შეისწავლეს. საერთო ფართი 60000 კვადრატულ მეტრზე მეტი იყო. ექსპერტებმა აღმოაჩინეს რამდენიმე არტეფაქტი, დაწყებული ნეოლითის ხანიდან და ადრეულ რკინის ხანამდე დამთავრებული. ერთ-ერთი მათგანი არის უჩვეულო ფორმის სტრუქტურა.


იგი შედგებოდა სხვადასხვა ფორმის სამი ელიფსური გალავნისგან. ყველაზე დიდს, ცენტრალურს აქვს საკმაოდ თანაბარი წრიული ფორმა, რომლის დიამეტრი დაახლოებით 11 მეტრი არის. მარჯვენა რგოლი, როგორც მკვლევარები აცხადებენ, 8 მეტრის სიგრძისაა და ცხენის ნალს მოგვაგონებს. მეორე მხარეს, ცენტრალურ გალავანს ესაზღვრებოდა ღია ტერიტორია. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ გვერდითი ღობეები სავსე იყო ქვა-ხრეშით, რაც, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ტერიტორია გარშემორტყმული იყო ყორეთი.

image

არქეოლოგები მხრებს იჩეჩებიან, რადგან ასეთი სტრუქტურის ნაგებობები აქამდე არ შეხვედრიათ. ადგილის ასაკიც კი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ნაკვეთის ირგვლივ ნაპოვნია ნეოლითური კაჟის რამდენიმე არტეფაქტი, რომელიც შესაძლოა ამ ობიექტთან ჰქონდეს კავშირი. და თუ ეს მართლაც ასეა, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაგებობა ნეოლითის პერიოდშია აღმართული. ევროპაში ის დაახლოებით ძვ.წ. VII ათასწლეულში დაიწყო. მართალია თუ არა ეს, მეცნიერები მხოლოდ რადიოკარბონული ანალიზის შედეგების მიხედვით დაადგენენ.


ნეოლითური არტეფაქტების გარდა, არქეოლოგებმა ამ უცნაური ობიექტის მახლობლად აღმოაჩინეს მრავალი რამ, რომელიც დაკავშირებულია ეგრეთ წოდებულ თასების კულტურასთან, რომელიც გაჩნდა ევროპაში, ბრინჯაოს ხანის დასაწყისში, დაახლოებით 4500 ათასი წლის წინათ.

image

არტეფაქტები მოიცავს შვიდ ცალ კაჟის ისარს, სპილემძის შენადნობისგან დამზადებულ ხანჯალს, მშვილდოსნის მანჟეტებს და ბევრ სხვა აღმოჩენას.

image

აქვე აღმოჩენილიასამარხი, რომელიც თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 - 1300 წლებით. იგი შედგება 5 პატარა მრგვალი ღობისგან. მათგან ყველაზე დიდი ოდესღაც დასაკრძალი კოცონი იყო. სხვა შემოღობილ სამარხებში აღმოაჩნეს ნივთები; მაგალითად კერამიკის ჭურჭლის ნატეხები და ქარვის მძივებისგან დამზადებული ყელსაბამი. ზოგიერთ სამარხში აღმოჩნდა ბეჭდები, სამაჯურები და სხვა სამკაულები.

image

ნაპოვნი ყველა არტეფაქტი ჯერ კიდევ შესასწავლია, მაგრამ პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი სტრუქტურაა. მას არ აქვს ანალოგი და უბრალოდ არაფერთან შეიძლება მისი შედარება. არქეოლოგებს წინ ბევრი სამუშაო აქვთ, ამიტომ ფრანგ მკვლევარებს წარმატებებს ვუსურვებთ.

0
302
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
302
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0