x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
რეპლიკები:" სოფო ნიჟარაძემ, არ გვინდა ბნელ წარსულში დაბრუნებაო.."-ამირან სალუქვაძე

image

"რეპლიკები
სოფო ნიჟარაძემ არ გვინდა ბნელ წარსულში დაბრუნებაო. ალბათ ის წარსული იგულისხმა, ბიზენსს როცა ატერორებდნენ, ციხეებში მასობრივად აწამებდნენ...
სააკაშვილმა გვარამიას სოციოლოგიურ კვლევას საუკუნის ანეკდოტი უწოდა. არადა, 11 წელია არჩევნებს აგებენ და ასეთ "ანეკდოტებს" იღებენ ყოველ არჩევნებზე.
გვარამიამ ანეკდოტი მასეთი არ უნდაო და სააკაშვილს ბატი-ბუტის მომარაგება ურჩია. გვარამიას დამოუკიდებლობა მის კვლევაზე სასაცილო ანეკდოტია.
ელენე ხოშტარიამ იმედის მხილება მოისურვა და ერთი საუკუნის წინანდელი აფიშები გამოაქვეყნა. საკუთარი თავი უფრო ამხილა. უნდა დაედო წინა ჩარიცხვიდან ამ ჩარიცხვადმე დადგმული სპექტაკლების გათვლა, რის საფუძველზეც მოხდა გათვლა და დარიცხვა.
ზურაბიშვილი პრემიერს დიპლომატიას უწუნებს. როგორ შეიძლება გერმანიის კანცლერს შეეკამათო?! კანცლერი საჯაროდ როცა რაიმეს არ გიწონებს, დიპლომატიის მწვერვალია და შენი პოზიცია თუ დაიცავი, დიპლომატიის არცოდნაა.
ზურაბიშვილი საზღვარგარეთიდან საკუთარი ქვეყნის მთავრობას რომ აკრიტიკებს, დიპლომატიის მასტერკლასია. მანამდე თქვეს დაიბნაო. თურმე არ დაბნეულა. ამათი ლოგიკით, როცა სხვა ქვეყნის ლიდერი ბრიფინგზე შენთვის რაიმე საპირისპიროს ამბობს, უნდა უპასუხო: არის, მისაღებია, გასაგებია, შესრულებული იქნება...
ოლაფ შოლცი ჩინეთში ჩავიდა. ახლახანს აშშ ფინანსთა მინისტრი იყო. იმავე დღეებში ლავროვი. მალე ჩავა ბლინკენი და ა.შ. საჭიროა კომენტარი?
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები გამჭვირვალობის კანონს აპროტესტებენ და ამბობენ, ჩვენ ევროპული ჯანდაცვა გვინდაო. აი, ყველაფერს აქვს ზღვარი. სოფო ჯაფარიძე რომ გიდგას წინ, კბილების მთხრელი, რესპუბლიკურთან რომ დგახარ, რომელიც ივანიშვილმა აღადგინა თავის დროზე და მილიონები შეუჭამეს, სააკაშვილის აქციაზე რომ დგახარ და ევროპულ ჯანდაცვას ითხოვ, ჯერ ერთი, ვინ დაგიშალათ ევროპული ხარისხი, მეორე, რომელ ევროპულ ჯანდაცვას გულისხმობთ, აპენდიციტის გამო ხალხი იპოთეკურ სესხს რომ იღებდა?"-წერს სოციალურ ქსელში თადარიგის გენერალი ამირან სალუქვაძე.
0
375
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
375
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0