x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138961
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
„ენას, რომელმაც გამოძერწა სიტყვა „გარდაცვალება“, გარდაცვალება არ უწერია“ - გიორგი კეკელიძე
image

როგორც მოგეხსენებათ, 14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის 14 აპრილის მოვლენების შემდეგ, 1990 წლიდან დაწესდა.


ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი კეკელიძე დედაენის დღეს ულოცავს საზოგადოებას და სტატუსს აქვეყნებს.


„ენას, რომელმაც გამოძერწა სიტყვა „გარდაცვალება“, გარდაცვალება არ უწერია, თუ ჩვენვე არ მოვკალით.ქართული ენის დღეს გილოცავთ!“, - წერს გიორგი კეკელიძე.




1977 წელს, ახალი საბჭოთა კონსტიტუციის მიღების შემდეგ, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული სახელმწიფო ენად უკვე აღარ იყო გამოცხადებული.(არა მარტო ქართული, იგივე შეეხებოდა სხვა მოკავშირე რესპუბლიკებსაც), ანუ სახლმწიფო ენად რჩებოდა მხოლოდ რუსული.


ყველაფერი კი 1978 წლის 24 მარტს დაიწყო, როდესაც გაზეთ „კომუნისტში“ საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა. ახალი ნორმის მიხედვით, საბჭოთა საქართველოს სახელმწიფო ენა, ქართულის ნაცვლად რუსული უნდა ყოფილიყო.


ამას საპროტესტო აქციების მთელი სერია მოჰყვა, რომლის შედეგადაც, გარდაუვალი გახდა შეტაკება ათასობით მომიტინგესა და საბჭოთა მთავრობას შორის. კრიზისის განმუხტვა შესაძლებელი გახდა ედუარდ შევარდნაძის მიერ მოსკოვის ცენტრალური ხელისუფლების ავტორიტეტებთან მოლაპარაკებით, რომლის შედეგად, ახალ კონსტიტუციაში ქართული ენის ყოფილი სტატუსის შენარჩუნების ნებართვა მიიღეს.


საბჭოთა კავშირის ცენტრალური მთავრობის ამ უჩვეულო დათმობამ თბილისში ემოციები დააცხრო, თუმცა დაძაბულობა გამოიწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, სადაც აფხაზმა კომუნისტურმა ელიტამ ეს ნაბიჯი ქართული ნაციონალიზმის წინაშე კაპიტულაციად შერაცხა და მოითხოვა ავტონომიის საქართველოდან რუსეთის ფედერაციის დაქვემდებარებაში გადატანა. ეს მოთხოვნა უარყვეს, თუმცა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რამდენიმე პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური საკითხის დათმობა მოუწია.მალევე სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი გახდა აფხაზეთის (სოხუმის) უნივერსიტეტი.





0
73
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0