x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
სიტყვები,რომლებიც ქართული გვგონია და სინამდვილეში უცხოური წარმოშობისაა
image


თანამედროვე ქართულ ენის ძირითადი ლექსიკური მარაგი დაახლოებით 113 000 სიტყვისგან შედგება(პროფ.არნოლდ ჩიქობავას ლექსიკონი), თუმცა აქედან 20 000 სიტყვაზე მეტი უცხო ენებიდან არის შემოსული.(ბერძნული, რომაული, თურქული, არაბული, ფრანგული, ინგლისური და ა.შ)არის სიტყვები, რომლებიც უკვე საუკუნეებია დამკვიდრდა ქართულ ენაში, თუმცა ვიცით რომ უცხო წარმოშობისაა.მაგ:ისტორია, მათემატიკა, მუსიკა, ფილოსოფია, რითმა, ტრაგედია, კალენდარი და ა.შ. არის სიტყვები რომელიც სულ ახლახან დაიმკვიდრა ადგილი ქართულ ენაში:სელფი, დრონი, მაუსი, გაჯეტი, ტაბლოიდი და სხვა, თუმცა დროთა განმავლობაში შესაძლოა ბევრი მათგანი ამოვარდეს ხმარებიდან(მაგალითად როგორც მოძველდა ზოგიერთი უცხო სიტყვა, რომელიც თავის დროზე იხმარებოდა:სინემა, შლაგერი და მრავალი სხვა)


დამპყრობელთა ხანგრძლივმა ბატონობამ(არაბები, სპარსელები, თურქები) თავის დაღი დაასვა ქართულ ენას და მრავალი ნასესხები სიტყვა იმდენად შეუსისხლხორცდა ქართულ ენას, რომ მათი უცხო წარმოშობის არც გვჯერა.



მაშ ასე გთავაზობთ მხოლოდ მცირე ნაწილს, რომელიც უცხოურიდან არის შემოსული, მაგრამ ქართული გვგონია.



არაბულიდან:არაყი – არაბულად ოფლს ჰქვიან, ვინაიდგან იგიცა ქვაბისა ოფლი არს, ხოლო ქართულად არაყსა სახელად იყი ეწოდების ;ბარაქა – კურთხევა, წყალობა;ფიქრი-ქართულად საგონებელი, განზრახვა გულის-თქმა.ამაყი არაბ. احمق – ბრიყვი, ბოროტი, სულელი;ბარათი – სხვათა ენაა, მცირე ნაწერსა ჰქვიან, ქართულად ავთრათი;ვაზნა – თოფის წამლის ჭურჭელი. ქართულად მუხტი ჰქვიან.ნალი-ქართულად საჭედარი და ლუმბა ჰქვიან;ავზი – წყლის სადგური;ბასრი – ფოლადი რკინა;ღალატი – არაბ. ღალატ „შეცდომა, დანაშაული. 1. გამცემლობა, ვერაგობა, ორგულობა;შუღლი – სიტყვით ბრძოლა;ნამუსი – ქართულად პირისწყალი;ხაბაზი – მეპურე;(სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით)


სპარსულიდან(ძველი ირანულიდან):განძი-საუნჯე;მასპინძელი-სახლისა და ლხინის უფალი;ეშმაკი-ბოროტი, გენია, ავი სული.


ახალი სპარსულიდან არის ნასესხები შემდეგი სიტყვები:ლექსი, აივანი, ბაღი, ბაღჩა,
ვარჯიში, ზეიმი, თამბაქო, თასი, თუნგი, იასამანი, კაბა, ნაბადი, ნამი, ნიშანი,
ნოხი, ნუსხა, ქალაქი, ქამარი, ქარხანა, ქაჯი, ქიშმიში, შარა, ჩანგალი,
ჩირაღდანი, ჩირქი, ხაზინა, ხალი, ხალიჩა, ხურმა, ჯადო, ჯამი, ჯილდო, ჰავა და სხ.


თურქულიდანაა შემდეგი სიტყვები:ოჯახი, თახსირი, სუფრა, ფარდა, ყაიდა, წესი, ყოჩი, ყაბული, თამადა, ოთახი, ქუჩა, ფული, კერა, ბათქაში, ბაიყუში, ბოღმა, ყოჩი, ფარა, იარაღი, იორღა, ლეში, ოთახი, ყაბალახი, ყაენი, ყავარი, ყაჩაღი, ჩოხა, ფარდა, ქუჩა, ფული, კერა, ბინა და სხვა.



16
9621
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
9621
  
2020, 22 ნოემბერი, 0:24
ნამდვილად შემოსული სიტყვებია თუ თურქულს ვერ დაამთხვიეთ ზოგიერთი სიტყვა ცადეთ თურქმანულთან იმიტომ რომ თურქმანულს ძველი თურქული ნიშნები უფრო შენარჩუნებული აქვს,, და ეს სიტყვები ძველი შემოსულია ვინც თანამედროვე ენებს ადარებთ და ეჭვი გეპარებათ,, და საერთოდ რომ აღშფოთდით ამ სტატიით და სიცრუეს უწოდებთ ამ ყველაფერს ეს იმაზე მეტყველებს რომ კომპლექსი გაქვთ,, გენეტიკურ კველვებსაც გადახედეთ ძაან ბევრი იგრეკ ქრომოსმა შემოსულია ისევე როგორც სიტყვები ,,,
2019, 15 იანვარი, 9:47
ეგრეა დათიკო :) ამ მეცნიერს სჭირდება სწავლის გაგრძელება ვინც ასეთ სიებს ქმნის :) ამით უნდატ რომ ხაზი გაუსვან რამდენად დაბინძურებულია თურმე ქართული ენა :)
2018, 9 იანვარი, 20:26
მადლობა ავტორს! უფრო მეტს, თუ დაწერ ამ საკითხზე ვფიქრობ კარგი იქნება, რათქმაუნდა საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ რადგან დაიწყე იდეა შენია. ''ვაზიარებ,,
2017, 13 მარტი, 8:57
ყაბალახი (თურქ. კაბალაკ - წოწოლა) - დასავლეთ საქართველოში მამაკაცის და ქალის თავსაბურავი. არსებობს ყაბალახის ორი სახეობა - გრძელ- და მოკლეტოტებიანი. მზადდება შალის, აბრეშუმის და სხვა სახის ქსოვილებისგან. ყაბალახის შეკვრის უამრავი ხერხი არსებობს, ხოლო არც ერთი მათგანი კანონიკურად არ ითვლება.
2017, 13 მარტი, 8:55
ფული-იგივე ფოლი ფოლი
Turk. ყაზიბეგ ZAaBCab, ყაზიბეგი CqDE.
Arm. ფუოღ ZAaBCab, ფოღ CqDE.
ფული ZABCD.
2017, 13 მარტი, 8:50
ფოლორცი
მოედანი, განიერი ქუჩა (სომხ. „ფოღოც.“ – ქუჩა), სადაც ხალხი თავს იყრის; გაშლილი ადგილი.ქუჩაბანდი-გრიშაშვილი იოსებ, ქალაქური ლექსიკონი: (საარქივო მასალა)ფოლორცი
Turk. ქუჩა ZAa.
Arm. ფოღოც ZAaBCqDE.
(+ 14, 23 ლუკა ZAB) შუკა ZABCE.
განუმარტავია D.
See also: შუკა
2017, 13 მარტი, 3:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 31 ოქტომბერი, 19:08
მერე შეგიძლია არგუმენტები დაწერო დაწერო კომენტარში ენათმეცნიერო
2016, 31 ოქტომბერი, 18:56
ვგონებ ამ სტატტის ავტორს ნობელის პრემია თუ არა, ენათმეცნიერების დაფნის გვირგვინი მაინც გაუგზავნონ დასაშოშმინებლად.. სრული პრიმიტივიზმი და იმბიცილიზმი... გასაგებია რედაქციასაც რომ არ ესმის ენათმეცნიერება მაგრამ ვინმე პროფესიონალს მაინც დაეკითხონ და ისე დაბეჭდონ ამგვარი თემები, რომ ადამიანები შეცდომაში არ შეიყვანონ...
2016, 19 მაისი, 21:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10