x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"თუ ქვეყანაში ტოტალური საგიჟეთის ნიშნები უკუქცევად ხასიათს იღებს - ბარემ ბოლომდე გავიდეთ"-დავით ქართველიშვილი

image

ანალიტიკოსი, პარტია "ხალხის ძალის" წევრი დავით ქართველიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:


"გადასახედია სისხლის სამართლის კოდექსი. ამოსაღებია იქიდან ტერორიზმის, კონსტიტუციური წყობილების დაცვის, საბოტაჟის, პოლიციაზე თავდასხმის, "ევროპული" მოტივებით (როგორც აფექტის მდგომარეობაში) ჩადენილი მკვლელობის და სხვა მსგავსი მუხლები. აზრი არა აქვს: ბატურინი, რურუა, უგულავა, ოქრუაშვილი, გვარამია, ლაზარე - გისოსებიდან ყველა ქართულ პოლიტიკაში გამოუშვა!


გადასახედია სისხლის სამართლის კოდექსი და ამოსაღებია იქიდან ყველა ის მუხლი, რომელიც დუბლირდება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსში - არანაირი რუსული მუხლი ქართულ კანომდებლობაში! ამოსაღებია იქიდან ის უამრავი სხვა მუხლიც, რომლითაც ათეულობით წლებია ან არ ჩადენილა დანაშაული, ან ჩადენილა - მაგრამ ამ მუხლებით ვინმე ბრალდებული, არავის უნახავს.
დარჩება ალბათ მაქსიმუმ 20-30 "ეროვნული", არა რუსული მუხლი - რომლის დარღვევის გამო ციხეში მყოფი მსჯავრდებულების საყოველთაო ამნისტიაც უნდა გამოცხადდეს. თუ ქვეყანაში ტოტალური საგიჟეთის ნიშნები უკუქცევად ხასიათს იღებს - ბარემ ბოლომდე გავიდეთ. ხოლო ტორტზე მარწყვის სახით - არჩევნებამდე და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე, ცნობილი ფრანგული გამონათქვამის თანახმად: "ჩემს შემდეგ გინდ წარღვნა იყოს" - სააკაშვილისაც მოუხდის ბოდიშს.."
შეგახსნებთ, ამ დღეებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
მეორე დღესვე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გრიგორიადისი შეიწყალა, იგი საპატიმროს მომავალ კვირას დატოვებს.
0
407
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
407
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0