x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
კაბები კონფუზებით 2024 წლის "ოსკარის" დაჯილდოვებიდან
მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.




image


როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნე, პაპარაცები და კამერები არის ყველგან, იქ, სადაც არიან ჩვენი ვარსკვლავები. ამიტომ ისინი ათასობით თანხებს ხარჯავენ იმის გამო, რომ მოუვლელობისა და არაესთეტიკურობის გამო არ მოხვდნენ ჟურნალების გარე ყდაზე, თუმცა ხდება გამონაკლისებიც, ვინაიდან ისინიც ისეთივე ადამიანები არიან, როგორც სხვა ყველა ჩვენ-დანარჩენი, მათაც უწევთ ზედმეტი თმის მოცილება სახიდან თუ სხეულის სხვა ნაწილებიდან, იკეთებენ მაკიაჟს, იღებენ შხაპსა და ფერუმარილის მეშვეობით მალავენ ნაკლოვანებებს. ამ ყველაფრის მიუხედავად კი, მაინც ხვდებიან პაპარაცის ობიექტივში, რომელსაც მათი არც ერთი წვრილმანი არ რჩება კამერებს მიღმა და გვანახებს ვარსკვლავებს სულ სხვა რაკურსით და არა ისეთს, როგორიც პრიალა ყდებიდან იდეალებად გვევლინებიან.






ყოველწლიურ გრადაციასა თუ დაჯილდოვების სხვადასხვა ცერემონიაზე ვარსკვლავები ახალ-ახალი კაბებით ჩნდებიან და შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ პარალელურად მათ სხვა მარათონიც აქვთ, შეეჯიბრონ, ვინ უფრო მოსაწონი იქნება საზოგადოებისთვის. თუმცა, მოსალოდნელი კონფუზებისგან არავინ არის დაზღვეული და ზოგიერთი ვარსკვლავი მილიონობით მაყურებლის წინაშე განიცდის სირცხვილს სხვადასხვა მიზეზის გამო. დღევანდელ კრებულში განვიხილავთ 2024 წლის ოსკარის დაჯილდოების დროს მომხდარ მსგავს სიტუაციას.



კაბები კონფუზებით 2024 წლის "ოსკარის" დაჯილდოვებიდან




1. ემა სტოუნი Louis Vuitton-ის კაბაში, რომელსაც ელვა ოსკარის მსვლელობისას გაუფუჭდა, თუმცა ამან ხელი სულაც არ შეუშალა ჯილდოს აღებაში. imageimageimage






2. სინდი სუინი ანჯელინა ჯოლის კაბაში, რომელიც ჯოლის 2004 წელს ეცვა. imageimageimage






3. ჯენიფერ ლოურენსი ძველმოდური კაბით, რომელსაც კრიტიკოსებმა "ბებიის ფარდა" შეარქვეს. imageimage





4. არიანა გრანდე Giambattista Valli-ის კაბაში, რომელიც ფუმფულა საბანს მოგაგონებთ. imageimageimage






5. ბილი ეილიში ბებიის გამოსახულებით.imageimage





6. ლეა ლუისი. მისი ჩაცმულობა "2024 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე" ყველაზე საუკეთესოდ დასახელდა. imageimageimage






7. ზენდაია. ის არ წყვეტს მაყურებლის გაოცებას. imageimage





8. კენდალ ჯენერი. ყოველთვის ისეთ კაბას ირჩევს, რომელიც მის სხეულს უსვამს ხაზს. imageimage





9. მარგო რობი. მსახიობმა ამჯერად Mugler-ის კაბა მოირგო და თან არა ვარდისფერი. imageimage





10. ანი ტეილორ ჯოის კაბა Dior -ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუში იყო, რომლის შექმნასაც 3500 საათი დასჭირდა. ასევე გამოიყენა Tiffany & Co და Blue Book-ის აქსესუარები.imageimage






11. ლაიზა კოში. მსახიობის კაბამ მხოლოდ სიცილი მოგვარა მაყურებელს და თან ის წითელ ხალიჩაზე ყველას თვალწინ დაეცა. imageimage






12. მონცე რიბე. მსახიობის კაბა ნამდვილი პეპლის ეფექტს იძლეოდა, თუმცა ვერ გამოწვია მაყურებლის მოწონება და აღფრთოვანება. imageimage






13. სინტია ერივო. ფილმში "ბოროტი - ნაწილი2" მან ალქაჯის როლი შეასრულა, სადაც მწვანე გამოსახულებით იხილა მაყურებელმა. სტილისტებმა მისი ინტერპრეტაცია ურჩიეს, თუმცა სინტია არა ალქაჯს, არამედ გოძილას გავდა ოსკარის დაჯილდოვებაზე ამ მწვანე კაბაში. imageimage



რაც შეეხება მის მანიკურს, "ოსკარი 2024"-ის ყველაზე ლამაზი მანიკურის სიაში შევიდა მისი ფრჩხილები.

image








0
119
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0