საზოგადოება „როცა გაფინანსებენ, რა უფლება გაქვს ანგარიში არ წარადგინო? მომეცი ფული და მე როგორც მინდა ასე დავხარჯავ, ეგრე სადაა?“ – ქეთი დოლიძე 15 აპრილი, 15:24
.
„თქვენ წარმოგიდგენიათ ამერიკაში იყოს რამე ორგანიზაცია, რომლის მუშაობაც არ არის გამჭვირვალე, ასეთი რამ წარმოუდგენელია და აბა, აქ რატომ წარმოგიდგენიათ?! აქ რატომ უნდა აკეთოს ყველამ ყველაფერი და არავინ იყოს ხელშესახები, იმიტომ, რომ არასამთავრობო ჰქვია?!“, - ასე ეხმაურება რეჟისორი ქეთი დოლიძე „გამჭვირვალობის კანონპროექტს“, რაც პარლამენტს ხელახლა წარედგინა.
.
„ერთი რამ მინდა ვთქვა, ეს არ არის „რუსული კანონი“. ეს არის ერთ-ერთში ამერიკული კანონი. წაიკითხეთ და შეისწავლეთ, ამდენმა გაუნათლებობამ და გაუცნობიერებლობამ გამაგიჟა, შეიძლება ერის 80% არაფერში არ ერკვეოდეს?! ეს არის ამერიკული, დასავლური და ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში გავრცელებული კანონი. თქვენ წარმოგიდგენიათ ამერიკაში იყოს რამე ორგანიზაცია, რომლის მუშაობაც არ არის გამჭვირვალე, ასეთი რამ წარმოუდგენელია და აბა, აქ რატომ წარმოგიდგენიათ?! აქ რატომ უნდა აკეთოს ყველამ ყველაფერი და არავინ იყოს ხელშესახები, იმიტომ, რომ არასამთავრობო ჰქვია?! მე უკვე ძალიან დიდი ხანია ვიცი, რაც არის არასამთავრობო. . მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს და იმ ქვეყნებში, სადაც არ იციან საქართველო სად არის, ამერიკის შტატი ჰგონიათ ჯერ კიდევ საქართველო – ის მე მაკონტროლებს? ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე. მე როცა ვიყავი სამხატვრო ხელმძღვანელი, ჩვენ ვინმე მოგვცემდა უფლებას, რომ ერთი კაპიკი თეატრში მაინც ისე დაგვეხარჯა, რომ ამის ანგარიში არ წარგვედგინა და გვეთქვა, რომ მოვიპოვეთ დაფინანსება და რა თქვენი საქმეა? . როდესაც სახელმწიფო, ან ვინმე გაფინანსებს, შენ რა უფლება გაქვს ამის ანგარიში არ წარადგინო? შენ მომეცი ფული და მე როგორც მინდა ასე დავხარჯავ, ეგრე სადაა. არასამთავრობოობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ არასოდეს, არავისზე არ ხარ დამოკიდებული, რას ჰქვია ეს შეიძლება შემოგესიონ X რაოდენობის არასამთავრობოები და იგულაონ აქ როგორც უნდა… . რეჟისორმა ასევე შეაფასა ბოლო დროს თეატრის სცენიდან პოლიტიკური მოწოდებების საკითხი და აღნიშნა, რომ თეატრი უნდა იყოს თეატრისთვის და არა განცხადებებისთვის. „თეატრი უნდა იყოს თეატრისთვის და არა განცხადებებისთვის, მე არ მიყვარს, როდესაც მსახიობები აკეთებენ განცხადებებს. გამოდი თეატრიდან, წადი ტელევიზიაში, ან რადიოში და უკვე როცა თეატრიდან გამოსული ხარ, მერე გააკეთე განცხადება. . შენ როცა თეატრში გამოდიხარ და თეატრის სახელით გამოდიხარ და აკეთებ განცხადებას, არ შეიძლება. შეიძლება სპექტაკლი დადგა ისეთი, რომ შენი სათქმელი თქვა და 4-ჯერ უფრო ძლიერი იყოს, მაგრამ როდესაც სპექტაკლის მერე ტაშს გიკრავს მაყურებელი სპექტაკლისთვის და მერე გამოდიხარ და აკეთებ პოლიტიკურ განცხადებას, ეს აბსოლუტურად მიუღებლად და არასწორად მიმაჩნია“, - აცხადებს ქეთი დოლიძე. 131 შეფასება არ არის |
ახლა გავიხსენებ კახა ბენდუქიძის სიტყვებს,როცა მას კითხეს,რატომ არ მოსწონხარ ადამიანებსო. მან თქვა,თუ უმრავლესობას არ მოვწონვარ ე.ი. კარგ საქმეს ვაკეთებო და ათმაგად ვცდილობ ეს გავაკეთოო. ასეა ამ კანონის ამბავიც,არავის არ მოსწონს(ქართველი ხალხის გარდა) და ამიტომაც არის სწორი ეს კანონი.
ჯერ კივევ ვერ გაიგო საზოგადოების ნაწილმა, რომ რევოლუცია ანადგურებს თავის "გმირებს". ასე მოხდა საფრანგეთში, როცა რევოლუციის შემოქმედები სიკვდილით დასაჯეს, ასე დაიშალა სამეული ჟვანიას მოშორებით საქართველოში.
როცა კანონი არა გაქვს ღალატის მუხლით და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, რაზე უნდა ისაუბრო ადამიანმა.
უფრო მეტს გეტყვით ენჯეოებზე,2012 წელს,როცა ნაცები წავიდნენ ხელისფულებიდან,მათი დიდი ნაწილი გადაბარგდა ნჯეო სექტორში და შექმნეს ორგანიზაციები,ზოგმა რა დაირქვა და ზოგმა რა. გია ნოდია,დიმიტრი შაშკინი,უტიაშვილი,ხოშტარია და გირჩა ჯაფარიძე. ჩემი თვალით მყავს ნანახი აგრარულ უნივერსიტეტში,თუ როგორ "გვემხმარებოდნენ" უნივერსისტეტის ავტორიზაციის აღდგენის საკითხში. ფეხი არ ჩაუვიდათ,თემის აგორება არ გამოუვიდათ და დაიშალენ. პირველი და უკანასკნელი იყო აქციის მოწყობა,მე იქ ისეთი უცნაური ხალხი ვნახე რო აღარ მიკვირს რო ეს ქვეყანა ვერ განვითარდა. მოსულები იყვნენ და ჩვენი გასაჭირის გამოყენება სურდათ,თუმცა გვეყო იმის აზროვნება რო გვერდზე არ გაგვეკარებინა ეს ხალხი. არადა,რა უნდოდა ქოცებს ჩვენგან,რატომ გახდა უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერება საჭირო? დღემდე ამაზე პასუხი ვერ მივიღე.ჩემი ვარაუდით,ბენდუქიძის ჩაძირვა უნდოდათ და იქამდე მისვლა ჩვენზე გადავლით სურდათ.
არეულობა, რომ უნდა ოპოზიციას და უკრაინიდან ნარკოტიკების მოხმარებისათვის გამოპანღურებული "მებრძოლების" დიდ ნაწილს ამაზე უკრაინიდან ჩამოსვლისთანავე ვწერდი.
არც მიშას ჩამოსვლა იყო შემთხვევითი, მიშას უთხრეს ხალხი ტაშ-ფანდურით დაგხვდებაო და თუ ასე მოხდებოდა, უკვე საქმეში ჩაერთვებოდა ჟიტომირში სპეციალურად მომზადებული მიშას ზონდერ-ჯგუფები, რომლებიც მართლა მაღალ დონეზე არიან მომზადებული და ახალი, ოღონდ ამჯერად სისხლიანი რევოლუციაც მზად იქნებოდა.
საბედნიეროდ ამ გზით არ განვითარდა მოვლენები.
ნებისმიერ უცხო ქვეყნას უნდა სხვა ქვეყანაზე მოქმედების ბერკეტები ჰქონდეს და ეს ბერკეტია ფული.
აშშ ღიად მაინც ამბობს: "მე არ მყავს მეგობრები, მე მყავს სტატეგიული პარტნიორები" ანუ გასაგებ ენაზე, რომ ვთქვათ ქვეყნები, სადაც მას აქვს სტრატეგიული ინტერესები.
ჩემი ნება, რომ იყოს ლუსტრაციის კანონს მივიღებდი და ისე სწრაფად გაიწმინდებოდა ოპოზიცია-პოზიცია "პოლიტიკოსებად" წოდებულებისაგან, თვალსაც კი ვერ შევასწრებდით.
აი ამ ქალის მსგავსებიც ბუნაგში დაიმალებოდნენ.
გუშინ,ბევრი იშველიებდა იმას რო ამ ქვეყნისთვის აქვთ ნაბრძოლი,ზოგი 9 აპრილს ახსენბდა და ა.შ. თუ იბრძოლე რაღას მაყვედრი,თან ყველა თავისი თავისთვის იბრძვის და თავისი ოჯახისთვის,რადგან ადამიანისთვის ჯერ ოჯახია და მერე ქვეყანა. რა 9 აპრილის გმირთა მემორიალზე ტინგიცი მოსაწონი იყო? ეს ხალხი გამოდის და ამ დღეს ახსენებს,ეს სირცხვილი არ არის. მერედა,იმ დღეს რო სცოდნოდათ,ლჭპტ პროპაგანდისთვის გამოიყენებდნენ მათ სახელებს,რამდენი გავიდოდა იქ? ან თუ ქვეყნისთვის იბრძოლე(მადლობა ამისთვის),სირცხვილი არ არის ქვეყნის გამყიდველების პოზიციაზე დგომა? კეზერაშვილმა ჯარს ფული მოპარა და ამ ფულით დაფინანსებულ ხალხთან ერთად რამიეს მოთხოვნა ტეხავს. მიზანი არ ამართლებს საშუალებას,ამიტომ ვერ "გაპრავდება" ვერნაირად ასეთებთან ერთად დგომა. სულ რო არაფერი იცოდე,ამითაც მტკიცდება რო რუსთაველზე შეკრებილი ხალხი არასწორ მხარეს დგანან. უბრალოდ,განათლების სისტემა არის 0 ამ ქვეყანაში,ის არ ზრდის პიროვნებებს,ის ზრდის ზომბებს და ამის ნათელი მაგალითია ეს აქციები. ევროპა მინდას ძახილი,არის ბავშვური და მეტი გაქანებაც არ აქვთ,ვერ მოსთხოვ მეტს. ილია რო ცოცხალი იყოს,თავისით დაიხლიდა ტყვიას და არ დაელოდებოდა მენშევიკ-ბოლშევიკებს. კაცი მთელი ცხოვრება იმას იძახდა,რომ საკუთარის დაფასება და მოფრთხილება უნდა იცოდეს ადამიანმა,თავისი ტრადიციით უნდა ამაყობდეს და ისე შეჰქონდეს წვლილიო,ხოდა რა აქვთ რუსთაველზე შეკრებილი ხალხს ქართული? იმ კაცს მართალი უწოდეს და დაიკიდეს,თუ მართალია,რატომ არ უსმენთ და თუ უსმენთ,რატომ აკეთებთ ამ უმსგავსობას. პოსტულატი "მამული,ენა,სარწმუნოება" რას გვეუბნება? ევროპა და ამერიკა კი არა,ამის დაცვა უნდა იყოს უპირველესი ამოცანა. მამული გაყიდულია,ენა შეცვლილი და სარწმუნეობა დაკნინებული,ხო
ბევრი რო აღარ გავაგრძელო,ამ კანონით ბევრი რამე გამოირკვევა(თუ მიიღეს) და მალე დადასტრუდება,რომ ე.წ. ევროპული ენჯეოები,როგორ იქნებიან რუსეთის ინტერესების გამტარებლები და საიდანაც ფულს იღებენ,როგორ იქნებიან რუსებთან კავშირში. რატომ მგონია ასე? იმიტო რო ამ ქვეყანაში არეულობა აწყობს რუსეთს და შემდეგში თურქეთს,რათა სალუკმო ქონდეთ. ამერიკას და ევროპას ორივეთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვს,ამიტომაც გაურიგდებიან და საქართველოს გამოისვავენ ერთ ადგილას. ამიტომაც მნიშვნელოვანია ჩინეთის შემოსვლა რეგიონში,რადგან ის დიდი ძალაა და ხსენებული ქვეყნების გაძლიერება არ აწყობს. ირანსაც ნუ ივიწყებთ,მათაც აქვს ინტერესი კავკასიაში და მათი გამოყენებაც მოსულა. ასე აკეთებდნენ ჩვენი მეფეები და ლავირებდნენ,რამაც აქამდე მოგვიყვანა. ნახეთ რამდენი ქვეყანა დავასახელე უკვე,რომელთაც თავისი ინტერესი გააჩნია საქართველოში და ვინ ამ კანონის არ მიღებას აწვებით ან უვიცები ხართ ან შეგნებული მავნებლები საკუთარი ქვეყნის. შეიძლება კითხვები იყოს,ქოცები კარგები არიან თუ ცუდები,თუმცა ეს კანონი საჭიროა.
ყველაზე მნიშვნელოვანი,ენჯეო სექტორი და ოპოზიცია რო არეულობისთვის ემზადება სულ,გუშინდელი პროცესებიც ამის დასტურია. როგორც ითქვა,ივნისამდე ეს კანონი არ იქნება და მერე არჩევნებამდე რჩება 4 თვე,ხოდა ამ დროში,რა უნდა გააკეთოს ქოცეთმა,რომ ვინმე დააზიანოს? მერე არჩევნებია და თუ ხალხი ამ კანონის წინააღმდეგია,მხარს ოპოზიციას დაუჭერს და ეს კანონიც გაუქმდება. თუ იმას აწვებიან,რომ ხალხი არ აირჩევს,სალაპარაკო რა არის? გამოვა რო ხალხი ქოცეთს ემხრობა და უწონებს ამ გადაწყვეტილებას,ხოდა უფრო მეტი ლეგიტიმაცია აქვს ქოცებს მისი მიღების. ეს არის დემოკრატიის თვისება,უმრავლესობა წყვეტს და ვის რა უნდა,საქართველოს უმრავლესობა რასაც გადაწყვეტს,ისე უნდა იყოს. გადაწყვეტს რუსეთში წასვლას ე.ი. ასეც უნდა იყოს,რა პრობლემა აქვს ევროპას ან ამერიკას? ან ვინმე სხვას?