x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138959
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
როგორ დაარბიეს მუხრან მაჭავარიანის სახლი ზვიადის მხარდაჭერის გამო
image

12 აპრილს დაბადებიდან 95 წელი შეუსრულდა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო პოეტს მუხრან მაჭავარიანს.


დღეს გთავაზობთ ერთ არასასიამოვნო ფაქტს პოეტის ცხოვრებიდან, თუ სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულ პოეტს, მუხრან მაჭავარიანს, როგორ ატკინეს გული.


მოგეხსენებათ, 1990-იანი წლების დასაწყისში ქართული საზოგადოება ორად იყო გაყოფილი, ზვიადის მომხრეები და მოწინააღმდეგეები, რაც დრო გადიოდა უფრსკული მხარეებს შორის უფრო და უფრო ღრმავდებოდა, რა თქმა უნდა არც ინტელიგენცია იყო გამონაკლისი, პოეტი მუხრან მაჭავარიანი ე.წ. ზვიადისტების მხარეს დადგა, თუ რა შედეგით დამთავრდა ეს ყველაფერი ყველას კარგად მოეხსენება.



აი რას ყვება პოეტის მეუღლე ლამარა ბოკერია:



“1994 წელს, იმ შავბნელ დროს, ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდგომ, როცა ჩვენი ოჯახი აწიოკებული, დათრგუნვილი, უიმედო და უსახსრო იყო, ჩვენ სოფელში წავედით…

სოფელში რომ ჩავედით, ჩვენი სახლის კარი მოღიავებული დაგვხვდა, ფანჯრები ჩამტვრეული, ოთახებში მუხრანის ხელნაწერები ეყარა, ზედ ტალახიანი ნაფეხურები ეტყობოდა… მუხრანი გაფითრებული ძლივს ჩამოჯდა კიბეზე, გული ცუდად გაუხდა… მე ვამშვიდებდი, მაგრამ მასზე უარესად ვიყავი, ძლივს ვიდექი ფეხზე…

იმ წელს შვიდი თვე ვიყავით არგვეთში, სრულიად უსახსროდ, ნახევრად მშივრები… რამდენიმე წლის წინ გამოცემულ წიგნებს ვყიდდით, მაგრამ არავინ ყიდულობდა…

ბოლოს ძველ ნაჩუქარ შამპანურებსა და კონიაკებს მივადექით, ვყიდდით ჩალის ფასად და იმით ვირჩენდით თავს…"



დღეს უკვე მუხრან მაჭავარიანის მშობლიურ სოფელ არგვეთში მისი სახლ-მუზეუმი დაარსდა, რომელიც პოეტის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგ ოფიციალურად გაიხსნა.


იხილეთ აგრეთვე:"ამ ვიწრო ქუჩაში კომუნიზმი ვერ შემოეტევა"-მუხრან მაჭავარიანი

1
453
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
453
  
სასაცილო ის არის,რომ ამ კაცს მოიშველიებენ ხოლმე ის ხალხი,ვინც მხედრიონელი იყო იმ პერიოდში და ხელისუფლება დაამხო. ქოცებშიც ბევრია ეგეთი და ნაცებშიც. უბრალოდ,ქართველი ზოგადად არის უტვინო,ქათმის მეხსიერებით და იგივე ჭაობში აბიჯებს,სადაც დედა მ... ქვეყანას. ამ ბოლო დროს სულ უფრო მეფიქრება და ვრწმუნდები ერთ რამეში,მართლა ღვითისმშობელმა გადაარჩინა ეს ქვეყანა.რაში სჭირდებოდა ეგ სხვა საქმეა,მარა ამ გაქანებით ამდენი დამპყრობელი როგორ მოვიშორეთ.
0 1 1