კინო
დალაქი მორგში, დაზვერვის ოფიცერი და დამლაგებელი: ნახეთ, რით ირჩენდნენ თავს ვარსკვლავები სანამ ცნობილები გახდებოდნენ
12 აპრილი, 10:19
მსოფლიო შოუ - ბიზნესის წარმომადგენლების უმრავლესობა ვარსკვლავებად არ დაბადებულან. ახალგაზრდობაში ისინიც, ისევე როგორც სხვა დანარჩენი რიგითი ადამიანები ფულს ისე გამოიმუშავებდნენ როგორც შეეძლოთ, და აქ გასაკვირი არც არაფერია რომ არა ერთი ნიუანსი, თქვენ წარმოიდგინეთ და ზოგიერთი მათგანი მესაფლავედ მუშაობდა, ზოგიც ტუალეტებს რეცხავდა, აი, ზოგს კი თავი თვიდან თვემდე მორგში მუშაობით გაჰქონდა. გაინტერესებთ რას საქმიანობდნენ თქვენი საყვარელი მსახიობები სანამ ისინი პოპულარულები გახდებოდნენ? მაშ ასე, წარმოგიდგენთ ცნობილ სახეებს, ვისთვისაც "მოკვდავთა" პროფესიები უცხო არ არის.
ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი სტივ ბუშემი - მეხანძრე გახლდათ
კრისტოფერ უოკენი გაგიკვირდებათ და, ერთი პერიოდი ლომების მომთვინიერებლადაც კი მუშაობდა, 16 წლის ასაკიდან კი უკვე ცირკშიც გამოდიოდა
რა შეეხება დენი დევიტოს, ის არც მეტი, არც ნაკლები მორგში დალაქად მუშაობდა, სადაც მიცვალებულთა თმის ვარცხნილობაზე ზრუნავდა
ჰოლივუდის ვარსკვლავი ჰარისონ ფორდი კი დურგალი გახლდათ
ჯონი დეპი ტელე-მარკეტოლოგად მუშაობდა, თუმცა სერიოზული ვერც ვერაფერი გაყიდა
კრისტოფერ ლი კი დაზვერვაში მუშაობდა
ქარიზმატული ირლანდიელი მსახიობი და "ჯეიმს ბონდის" უბადლო შემსრულებელი პირს ბროსნანი პროფესიონალი მეხანძრე გახლდათ
აი, რაც შეეხება ქალების გულთმპყრობელ ბრედ პიტს, ის მექსიკურ რესტორანში მუშაობდა, სადაც სტუმრებს მამლის კოსტიუმში გამოწყობილი ეგებებოდა
ჰოლივუდის ერთ - ერთმა მაღალანაზღაურებადმა მსახიობმა ჯიმ ქერიმ კი ოჯახის დასახმარებლად სკოლა მიატოვა და მუშაობა მასწავლებლად დაიწყო
ბარსბადოსელი ლამაზმანი მოზარდობის ასაკში იუნკერთა კორპუსში ირიცხებოდა, მსოფლიოს ერთ - ერთ ყველაზე წარმატებულ მომღერლად აღიარებული ვარსკვლავი სამხედრო ფორმას დღემდე საუკეთესო სამოსად მიიჩნევს
ცნობილი ამერიკელი მხატვარი ბობ როსი სერჟანტი გახლდათ
ჰიუ ჯეკმანი კი სპორტულ დარბაზში მწვრთნელად მუშაობდა
ჯორჯ კლუნი გარდა იმისა, რომ ქალის ფეხსაცმელს ჰყიდდა, ასევე მზღვეველად და მშენებლობაზე მუშადაც კი მუშაობდა
ებრაელი მოდელი და მსახიობი გალ გადოტი ისრაელის არმიაში მსახურობდა
ბილ მიურეი კი ფულს არც მეტი, არც ნაკლები ქუჩაში წაბლის გაყიდვით შოულობდა
როკ - მუსიკის "ქამელეონად" წოდებული ბრიტანელი არტისტი და ლეგენდარული მუსიკოსი დევიდ ბოუი ხორცპროდუქტების მაღაზიაში კურიერად მუშაობდა
ამერიკელი მსახიობი კრის პრატი კი დროს უქმად არ კარგავდა და ჰავაიზე თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდა
ბრიტანელი "ოსკაროსანი" კინოვარსკვლავი ჰელენ მირენი გასართობ პარკში პრომოუტერად მუშაობდა
ამერიკული კინოსა და თეატრის ვარსკვლავი ჯეისონ ლი პროფესიონალი სკეიტბორდერი გახლდათ
"სუპერ მაიკის" ვარსკვლავი ჩენინგ ტატუმი კი თავს სტრიპტიზიორობით ირჩენდა
ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი როდ სტიუარტი თქვენ წარმოიდგინეთ და ახალგაზრდობაში მესაფლავედ მუშაობდა