x
მეტი
  • 21.12.2024
  • სტატია:138949
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512511
ვალენსია: "ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა სუფთა კარის რეკორდით ნეტო მურარას აჯობა"

imageფოტო: www.valenciacf.com





"Valencia CF-ის მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, LALIGA EA Sports-ში სუფთა კარის რეკორდით (11) ნეტო მურარას აჯობა.


გიორგი მამარდაშვილის შესანიშნავმა თამაშებმა, რუბენ ბარაჯას ხელმძღვანელობით, ის გუნდის ფუნდამენტურ საყრდენად აქცია. ამის დასტურია სხვადასხვა რეკორდები, რომლებიც თბილისელმა "ვალენსიასთან" მთელი სეზონის განმავლობაში მოხსნა", - წერს ესპანური საფეხბურთო კლუბი თავის ვებ-გვერდზე მამარდაშვილის შესახებ.



imageფოტო: www.valenciacf.com



მამარდაშვილი გახდა ლალიგაში ზედიზედ ყველაზე მეტი სტარტის მქონე მეკარე (68) და მოხსნა საკუთარი რეკორდი შიდა შეჯიბრში ყველაზე მეტი სუფთა კარი (11). ასევე, ის იყო ნომინირებული მარტის თვის საუკეთესო 23-წლამდელთა შორის LALIGA EA Sports 23-24-ში.




LALIGA-ს სეზონში 10 სუფთა კარის რეკორდს მიაღწიეს: იგნასიო ეიზაგირემ (1943-44 წლებში), ხოსე ლუის მანზანედომ (1978-79 წლებში), პეპ ბალაგუერმა (1974-75 სლებში) და ნეტო მურარამ (2017-18 წლებში).


imageფოტო: www.valenciacf.com




მამარდაშვილის შემდეგი გამოწვევაა დიეგო ალვეშის რეკორდი (2014-15 წლებში 13 სუფთა კარი), აბელარდო გონსალესის რეკორდი (1970-71 წლებში, 16 სუფთა კარი), ხოსე მანუელ ოჩოტორეს რეკორდი 1988-89 წლებში, 19 სუფთა კარით) და სანტიაგო კანიზარესის რეკორდი, რომელმაც ისტორიულ ტრიპლეტის კამპანიაში 2003-04 წლებში 20 სუფთა კარს მიაღწია.



გიორგი მამარდაშვილი ესპანურ კლუბ "ვალენსიაში" 2022 წლიდან თამაშობს.






1
326
1-ს არ მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
326
  
რუბენ ბარახა და არა რუბენ ბარაჯა

მშრალი კარი და არა სუფთა კარი

ხომ შეიძლება,ადგე და იმაზე წერო,რაც იცი და გეხერხება.არაა თქვენი საქმე ფეხბურთი,ელენტარული ტერმინები არ იცით და მაინც წერთ. ფემინიზმზე დაწერეთ ისევ და კვოტებზე,იქნებ ისევ მიიღონ. კვოტირების გარეშე ბუტკაშიც არ შეგიშვებენ და მაგიტომ გეუბნევით.
0 1 1