სხვა მამაკაცმა უჩივლა 50 ქალს, რომლებმაც ცუდად მოიხსენიეს გაცნობის საიტზე 2024, 11 აპრილი, 13:41 ![]() ამერიკელმა მამაკაცმა სარჩელი შეიტანა 50-ზე მეტი ქალის წინააღმდეგ, რომლებიც ცუდად ახასიათებდნენ მას ონლაინ გაცნობის საიტზე. ამის შესახებ გამოცემა New York Post-ი იუწყება. ათობით ქალმა, რომლებმაც ადრე გაიცნეს სტიუარტ ლუკას მიურეი კალიფორნიიდან, განიხილეს იგი დახურულ ჯგუფში. დახურული ჯგუფის ფორუმზე ათასობით მომხმარებელი განიხილავს წარუმატებელ პაემნებს, რათა ქალებმა ერთმანეთი დაიცვან და აიცილონ შეხვედრები უხეშ და უზნეო კაცებთან. ![]() ამისდა მიუხედავად, ამერიკელმა უჩივლა ყველას, ვინც მასზე ცუდად ლაპარაკობდა და მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 2, 6 მილიონი დოლარი მოითხოვა. მრავალობით სარჩელში მან ქალები დაადანაშაულა შეთქმულებაში, რომლის მიზანიც იყო მისი რეპუტაციის შელახვა.მამაკაცმა განაცხადა, რომ ამ გზით მათ მომავალში პაემანზე წასვლის შესაძლებლობა მოუჭრეს. ![]() 81 4-ს მოსწონს
|