x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5 ფაქტი იულიუს კეისრის პირადი ცხოვრებიდან, რომელსაც მეცნიერები ჩიხში მიჰყავს

იულიუს კეისარი – ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო და იდუმალი ფიგურაა მსოფლიო ისტორიაში. იყო, თუ არა ის უმოწყალო, სასტიკი ადამიანი, თუ პირიქით – გულმოწყალე იყო? ჰქონდა, თუ არა რომის ხელისუფლების უზურპაციის გეგმა, თუ ამისკენ გარემოებებმა და შექმნილმა სიტუაციამ უბიძგა?

იყო თუ არა მისი მკვლელობა, რესპუბლიკის გადარჩენის, უკანასკნელი საშუალება, თუ ეს იყო სასტიკი და ეჭვიანი ქმედება, რომელმაც ქვეყანას საუკეთესო იმედები წაართვა?

ეს კითხვებია, რომელზეც ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. თუმცა, ერთი რამ უდავოა: იულიუს კეისრის ხასიათი და პიროვნება, ბევრად უფრო რთული იყო, ვიდრე დესპოტის, ან მხსნელის შავ-თეთრი გამოსახულება.


image


1. იულიუს კეისარი ერთხელ რომის წინააღმდეგ გამოვიდა


ძვ. წ. აღრ. 100 წ. დაბადებული იულიუს კეისარი, ოჯახური კავშირების გამო, რომის პოლიტიკურ სცენაზე მალე მოხვდა. მან, როგორც პოლიტიკოსმა და მხედართმთავარმა, ვარსკვლავური კარიერა შეიქმნა. თუმცა, ხალხში და ჯარისკაცებს შორის, პოპულარობის გამო, ბევრი რომაელი სენატორის სიძულვილიც დაიმსახურა.

სენატი ყველანაირად ცდილობდა, რომ ის გამოუვალ მდგომარეობაში ჩაეყენებინა. თუმცა, კეისარმა და მისმა არმიამ რუბიკონი გადალახა და ძველი რომის კანონები დაარღვია. იმასთან დაკავშირებით, რომ უკან დასახევი გზა აღარ არსებობდა, «წილი ნაყარიაო», წამოიძახა და... ხანგრძლივი და სასტიკი სამოქალაქო ომის შემდეგ, კეისარი რომში, თითქმის შეუზღუდავი ძალაუფლებით დაბრუნდა.


2. ერთხელ ის მეკობრეებმა დაიჭირეს


გაბედული რეპუტაციის და რომში, სიდიდით მეორე სამხედრო ჯილდოს მფლობელი კეისარი, რომელიც მან მიტილენის ალყის დროს, გამოჩენილი სიმამაცისთვის მიიღო, პოლიტიკურ კარიერაში წინსვლას ცდილობდა. ის კ. როდოსზეც კი გაემგზავრა, ორატორობის ხელოვნების შესასწავლად. თუმცა, ჯერ კიდევ ზღვაში ყოფნისას, კეისრის გემი სიცილიელმა მეკობრეებმა დაიპყრეს და გამოსასყიდის სახით, 20 ტალანტი მოითხოვეს. კეისარს ამის საპასუხოდ გაეცინა და მეკობრეებს უთხრა, რომ მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, ის ვინ იყო და რომ მასში, მინიმუმ, 50 ტალანტი მაინც უნდა მოეთხოვათ.

კეისრის მეგობრები ფულის შესაგროვებლად წავიდნენ, ხოლო თავად კეისარი მეკობრეებთან დარჩა. თუმცა, ის ტყვესავით არ იქცეოდა. თავის სივრცეში თავისუფლად გადაადგილდებოდა, რაღაცეებს წერდა და შემდეგ, საკუთარ მოსაზრებებს მეკობრეებს აცნობდა. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელნი მის ნაშრომს სათანადოდა არ აფასებდნენ, მათ ველურებს ეძახდა.

გამოსასყიდის მიღების შემდეგ, მეკობრეებმა კეისარი გაათავისუფლეს. ის კი, უახლოეს პორტში ჩავიდა, რაზმი ააგროვა და მეკობრეების ბუნაგში დაბრუნდა. მათზე თავდასხმის შედეგად, ყველა მეკობრე დაიჭირეს, ზოგი ჯვარ აცვეს, ზოგიერთის მიმართ კი, კეისარმა გულმოწყალება გამოიჩინა და ყელის გამოჭრა უბრძანა...


3. ის ალექსანდრე მაკედონელით იყო მოხიბლული


კეისარი ალექსანდრე მაკედონელის გმირობის შესახებ ისტორიებზე იზრდებოდა და ის აღფრთოვანებული იყო ადამიანით, რომელმაც თავისი დროის უდიდესი იმპერია 30 წლის ასაკში შექმნა.

კეისარი 38 წლის იყო, როდესაც რომის პროვინციაში – ესპანეთში მმართველად გაგზავნეს. ერთხელ ის კადისში ჩავიდა და ჰერაკლეს ტაძარში მაკედონელის ქანდაკება დაინახა და მის წინ ატირდა... ის ჩიოდა, რომ ალექსანდრემ, მასზე უმცროს ასაკში, თითქმის ნახევარი მსოფლიო დაიპყრო, თავად კი, ამ ასაკისთვის, რაიმე მნიშვნელოვანს ვერ მიაღწია. ამიტომ, "დიდი საქმეების საკეთებლად", მან სასწრაფოდ რომში გადაწყვიტა დაბრუნება...


4. მას 3 ცოლი და უამრავი საყვარელი ჰყავდა


კეისარი კორნელიაზე 17 წლის ასაკში დაქორწინდა. ის რომაელი მხედართმთავრის და დიქტატორის ლუციუს კორნელიუს სულას მტრის ქალიშვილი იყო. ამიტომ, კეისარს მასთან გაყრას აიძულებდნენ. თუმცა, კეისარმა ცოლის მიტოვებაზე უარი თქვა და ამის გამო, მას ქონება ჩამოართვეს, ხოლო თავად კეისარი, იძულებული გახდა რომიდან გაქცეულიყო. მოგვიანებით, ის თავად სულიმ შეიწყალა. კორნელია 13 წლის შემდეგ გარდაიცვალა და კეისარი ფორუმზე გრანდიოზული სიტყვით გამოვიდა. ეს იმ დროს, ახალგაზრდა ქალის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ასეთი გამოსვლები, უკიდურესად იშვიათი მოვლენა იყო.

პირველი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, კეისარი პომპეაზე დაქორწინდა, რომელიც დიქტატორი სულას შვილიშვილი იყო. თუმცა, ეს ქორწინება, ქალის ღალატის გამო, განქორწინებით დასრულდა.

კეისრის მესამე და უკანასკნელი ცოლი კალპურნია იყო, რომელიც კეისარს ევედრებოდა, არ დასწრებოდა სენატის საბედისწერო სხდომას, რომელზეც დიქტატორი მოკლეს.

როგორც აღვნიშნეთ, ცოლების გარდა, მას უამრავი საყვარელიც ჰყავდა. მათ შორის, მისთვის ყველაზე გამორჩეული, კლეოპატრა და სერვილია იყო.


5. ბრუტუსი, შესაძლოა, მისი უკანონო შვილი იყო


კეისრის წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების ერთ–ერთი ორგანიზატორი და აქტიური წევრი მარკუს იუნიუს ბრუტუსი, კეისრის საყვარლის სერვილიას შვილი იყო. ხმა დადიოდა, რომ ბრუტუსი კეისრის უკანონო შვილი იყო. მაგრამ, ალბათ, ამ ჭორებს საფუძველი არ ჰქონდა, რადგან მისი დაბადების მომენტისთვის, კეისარი მხოლოდ 15 წლის იყო. მეორეს მხრივ, როდესაც კეისარმა საკუთარ მკვლელებს შორის ბრუტუსიც დაინახა, წინააღმდეგობა შეწყვიტა და ბრუტუსს შემდეგი სიტყვებით მიმართა – «შენც, შვილო ჩემო?».

გადმოცემით, კეისარი ბრუტუსს საკუთარი შვილივით ექცეოდა და ყოველთვის გვერდში ედგა. თუმცა, ბრუტუსს ეშინოდა, რომ ძალაუფლება, რომელიც კეისარმა დააგროვა, მას ხელისუფლების უზურპაციამდე მიიყვანდა და ამიტომ, ყველაფრის მიუხედავად, მის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებას შეუერთდა.


image

არხის სხვა სიახლეები:


* დაუჯერებელი ფაქტები ცნობილი მსახიობების შესახებ

* 3 პატარა ინციდენტი, რომლებსაც მსოფლიო ისტორიაში უდიდესი შედეგი მოჰყვა

* ოჯახური კონფლიქტის გამო ქალმა ქმარ–შვილი მიატოვა... და 11 წლის შემდეგ დაბრუნდა

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
696
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
696
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0