კინო "Welcome Gregory Pekorian!!!" - რა სახალისო ამბავი მოუყვა გრეგორი პეკმა ია ფარულავას? 5 აპრილი, 12:42
5 აპრილს(1916 წ.) დაიბადა ამერიკელი მსახიობი, XX საუკუნის მეორე ნახევრის ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი გრეგორი პეკი."ოსკაროსან" მსახიობს ქართველი მაყურებელი რამდენიმე საკულტო ფილმით იცნობს, მათ შორის არის "რომაული არდადაგები"."მობი დიკი", "ნუ მოკლავ ჯაფარას", "მაკენას ოქრო", "ომენი " და სხვა.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა ია ფარულავამ თავის უსაყვარლესი პედაგოგი გიორგი ჟდანოვის დაკრძალვის დღე გაიხსენა, რა დროსაც ის ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობს გრეგორი პეკს შეხვდა: „დღეს ჩემი უსაყვარლესი პედაგოგის გიორგი ჟდანოვის გარდაცვალების დღეა 1998 წელს ლოს ანჟელესში მისი ანდერძის თანახმად ოთხი ადამიანი გავედით პატარა გემით ოკეანეში რათა მისი ფერფლი სამუდამოდ მიგვებარებინა წყლისთვის ....ერთ-ერთი ადამიანი იყო გრეგორი პეკი ( ფოტოს გადაღება კი შემრცხვა ეხ სად იყო მაშინ აიფონები) ვერ მოვითმინე და ვკითხე მას, მართლა ბათუმიდან იყვნენ მისი წინაპრები? რაზეც მას გაეღიმა და იუარა - იცით ერთხელ ლონდონში სომეხთა დიასპორამ შეხვედრა მომიწყო და დიდი ასოებით გამოკრული ჰქონდათ: Welcome Gregory Pekorian !!! “(კეთილი იყოს თქვენი მობრძანება გრეგორი პეკორიან)"-წერდა ია ფარულავა 2014 წელს სოციალურ ქსელში. გრეგორი პეკი ამ შეხვედრიდან 5 წლის შემდეგ, 2003 წლის 12 ივნისს 87 წლის ასაკში, ლოს-ანჟელესში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. 570 2-ს მოსწონს
|