x
image
intermedia.ge
Mediator image
„ნიუ ჰოსპიტალსს“ საერთაშორისო KTQ აკრედიტაცია მიენიჭა
image

„ნიუ ჰოსპიტალსს“ სამედიცინო პროცესების და პაციენტთა უსაფრთხოების გერმანულ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის საერთაშორისო აკრედიტაცია მიენიჭა და ხარისხის მართვის სერტიფიკატი გადაეცა.


გერმანული აუდიტორული ორგანიზაციის „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ აუდიტორები „ნიუ ჰოსპიტალსს“ მონიტორინგის მიზნეთ ეწვივნენ და შეფასების პროცესი კლინიკის ადმინისტრაციულ და სამედიცინო პერსონალთან ერთად წარმართეს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა კლინიკის ხარისხის მენეჯმენტი შეაფასეს KTQ-ს სხვადასხვა კრიტერიუმით, როგორიც არის პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკების მართვა, ინფორმაცია და კომუნიკაცია; ასევე მენეჯმენტი და ხარისხის მართვა, რაც სამედიცინო დაწესებულებისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს.

image


ორგანიზაციის დირექტორმა, რონალდ ნეუბაუერმა „ნიუ ჰოსპიტალსი“ დადებითად შეაფასა აუდიტის ყველა მიმართულებით და განაცხადა, რომ სამედიცინო სფეროში მაღალი ხარისხის სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს. ხოლო აღნიშნული აკრედიტაციის მინიჭება დასტურია იმისა, რომ „ნიუ ჰოსპიტალსის“ სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალი ზრუნავს პაციენტებისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისების მიწოდებაზე.


„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. კლინიკა ყოველდღიურად ემსახურება ქართველ და უცხოელ პაციენტებს, რომლებიც მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან მიმართავენ სამედიცინო მომსახურების მისაღებად. დაარსების დღიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ სამედიცინო დახმარება გაეწია ასიათასობით ადამიანს - ჩატარდა 240, 000-მდე სტაციონარული და 1, 500, 000-მდე ამბულატორიული მომსახურება.


R

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0