x
მეტი
  • 12.06.2024
  • სტატია:135296
  • ვიდეო:351973
  • სურათი:509569
5 საინტერესო ფაქტი გია დანელიას ფილმებზე (მეორე ნაწილი)
image

დღეს 4 აპრილს 5 წელი შესრულდა დიდი ქართველი და საბჭოთა რეჟისორის გიორგი დანელიას გარდაცვალებიდან, რომელმაც კინოს მოყვარულებს დაუტოვა არაერთი მარადმწვანე ფილმები, ეს იქნება: "არ იდარდო", "დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", "იღბლიანი ჯენტლმენები (სცენარის ავტორი)"აფონია", მიმინო", "პასპორტი" და სხვა.


ქვემოთ გთავაზობთ მეორე ნაწილს-" 5 საინტერესო ფაქტი გია დანელიას ფილმებიდან"



ფილმში "არ დაიდარდო!" გიორგი დანელიამ თავის დეიდაშვილი სოფიკო ჭიაურელი გადაიღო. უნდა ითქვას, რომ ეს ერთადერთი ფილმია, რომელშიც რეჟისორმა თავის ნათესავი მსახიობი ათამაშა, რისთვისაც დაზე ცოტა განაწყენებული იყო. გადაღებებს შორის, თავად დანელიას თქმით, სოფიკო გამუდმებით მზესუმზირის კნატუნით აღიზიანებდა. სთხოვა, ეს მის თვალწინ არ გაეკეთებინა, დაჟინებით მოითხოვა, ეჩხუბებოდა კიდეც...ბოლოს კი დეიდაშვილს გვერდით მიუჯდა, ერთი მუჭა მზესუმზირა გამოართვა და თვითონაც დაიწყო კნატუნი.


image


ლეგენდარული რუსული როკ- ჯგუფის "მაშინა ვრემენის" სიმღერის დებიუტი შედგა ფილმში "აფონია". ფილმისთვის სიმღერა შეძენილი იყო ყველა კანონის დაცვით, რის შემდეგაც შემდეგ მაკარევიჩმა მიიღო ფული, დაახლოებით 500 მანეთი, დიდი თანხა იმ დროისთვის. ამ ფულით ჯგუფმა საკომისიო მაღაზიაში იყიდა გერმანული მაგნიტოფონი „გრუნდიგი“, რომელზეც მუსიკოსებმა არაერთი ჰიტი ჩაწერეს.

image


"იღბლიანი ჯენტლმენების“ შექმნის ისტორია ასეთია. თავიდან იგეგმებოდა ფილმის გადაღება თაღლითების ბანდაზე, რომლებსაც შეასრულებდა როლან ბიკოვი - ყალბი ფულის მჭრელი, იური ნიკულინი - მრავალცოლიანი, ანდრეი მირონოვი -პიჟონი მანქანების გამტაცებელიი და საველი კრამაროვი - ბეცი ჯიბის ქურდი .კრამაროვის გარდა ყველამ უარი თქვა როლებზე და სცენარი გადაიწერა, მაგრამ თავად მსახიობი სამხატვრო საბჭომ დაიწუნა და რეჟისორი იძულებული გახდა დაერწმუნებინა უფროსება, დაემტკიცებინათ იგი "კასოის"(ბეცი) როლზე.

image


ფედულის როლი "აფონიაში" საკულტო გახდა მსახიობი ბრონისლავ ბრონდუკოვისთვის. მსახიობმა იმდენად გაითავისა როლი, რომ ერთ დღეს მოსკოვის სასტუმროს რესტორნის დაცვის თანამშრომლებს, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა, ლოთი და ქუჩის მაწანწალა ეგონათ. გადაღებებს შორის შესვენებაზე ბრონდუკოვი, ტანსაცმლის გამოუცვლელად, გარეთ გავიდა მოსაწევად და... გაუჩინარდა. ერთ-ერთი კინოჯგუფიდან წავიდა მის მოსაძებნად და დაინახა, როგორ აღარ უშვებდა და სასტუმროდან აგდებდა დაცვა სიტყვებით: „ არტისტი არა ისა კიდე...გასაგებად გითხრეს ლოთო, წადი, აქ არაფერი გესაქმება! ”

image


ფილმ „მიმინოში“ ერთ-ერთი ამოჭრილი ეპიზოდია, როცა მიმინო და რუბიკა სასტუმროს ლიფტში შედიან, იქ ხვდებათ ორი იაპონელი მამაკაცი, ერთმანეთის მსგავსი, ტყუპებივით. იაპონელები რომ ხედავენ შემოსულებს, ეუბნებიან ერთმანეთს იაპონურად (რუსული სუბტიტრებით): „როგორ ერთმანეთს ჰგვანან ეს რუსები“.

image

image

დღეს, 25 აგვისტოს დაიბადა გიორგი დანელია, რუსეთში მოღვაწე ქართველი რეჟისორი, რომელმაც საბჭოთა კინომატოგრაფიას დაუტოვა ფილმი-შედევრები და რომელიც სამუდამოდ ოქროს ასოებით ჩაიწერება რუსული თუ ქართული კინომატოგრაფიის ისტორიაში. ქვემოთ გთავაზობთ 5 საინტერესო ფაქტს გია დანელიას ფილმებიდან: 1. ცნობილია, რომ სურათის "ქინ-ძა-ძა!" გა...



2 სექტემბერს(1926წ.) დაიბადა ლეგენდარული საბჭოთა და რუსი მსახიობი ევგენი ლეონოვი, რომელსაც მაყურებელი უამრავი საკულტო ფილმით იცნობს, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რა თქმა უნდა არის "იღბლიანი ჯენტლმენები" ალექსანდრე სერის გადაღებულ საკულტო კომედიაში "იღბლიანი ჯენტლმენები", რომლის სცენა...



საბჭოთა ცენზურამ რეჟისორი გიორგი დანელია აიძულა საკულტო ფილმიდან ზოგიერთი სცენა მთლიანად ან დროებით ამოეღოთ (მაგალითად, ამოჭრილი სცენა სასტუმრო Россия-ს ლიფტში, რომელშიც მიმინო და სომეხი მძღოლი ხვდება ორ, ერთნაირად ჩაცმულ იაპონელს, რომლებიც ერთმანეთს ეუბნებიან "ყველა რუსი ასე ერთმანეთს როგორ ჰგავს". ამოჭრეს ვალიკოს სატელეფო...


ამონარიდი გიორგი დანელიას მემუარებიდან "უბილეთი მგზავრი, წიგნში დეიდამისზე, ვერიკო ანჯაფარიძეზე რეჟისორი ასეთ ისტორიას მოგვითხრობს: ვერიკო არ იყო ულამაზესი, მაგრამ მას ჰქონდა ისეთი შარმი, რომ მამაკაცებს ჭკუას აკარგვინებდა. ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ მან არჩევანი ახალგაზრდა მოქანდაკეზე მიხეილ ჭიაურელზე შ...


"სასწრაფოდ უნდა გავფრენილიყავი მოსკოვში (სარეჟისორო კურსებზე მისაღები გამოცდების ჩასაბარებლად ). ავიასალაროში მითხრეს, რომ დღეისთის ბილეთები არ იყო. მე ვაჩვენე ჩემი "მოსფილმის" მოწმობა, ვუთხარი, რომ ძალიან მჭირდებოდა, მოვიტყუე, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გადაღებები ჩაიშლება, თანამიგრძნეს, მაგრამ ხელები გაას...

0
365
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
365
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0