Quiz ხილის ფსიქოლოგია – რას ამბობს საყვარელი ხილი თქვენს ხასიათზე 4 აპრილი, 8:32 თურმე ადამიანის საყვარელ ხილსა და მის ხასიათს შორის ურთიერთკავშირი არსებობს. შეამოწმეთ, სიმართლეს წერენ თუ არა ფსიქოლოგები, როცა თქვენი საყვარელი ხილის მიხედვით გახასიათებენ.
რომელია თქვენი საყვარელი ხილი? გარგარი სულგრძელი ადამიანი ხართ. სხვებმა შეიძლება იფიქრონ, რომ მორცხვი და ორჭოფი ხართ, მაგრამ ასე არაა. თუ თავს დაგესხმიან, სიტყვებს ჯიბეში ძებნას არ დაუწყებთ. როგორც კარგი მეგობრები, ასევე მტრები გყავთ. ხელოვანი ხართ.ვაშლი თუ ვაშლი გიყვართ, შრომისმოყვარე და ცოტა ძველმოდური ხართ. უფროსებს უყვართ თქვენნაირი ადამიანები, რადგან აკეთებთ იმას, რასაც თქვენგან მოითხოვენ. მგრძნობიარე ხართ, ზოგჯერ უმიზეზო სევდა გიპყრობთ. ალუბალი ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ, მაგრამ ყოველთვის მზად ხართ დასახმარებლად, თუნდაც ამან ზიანი მოგაყენოთ. გიყვართ, როცა სხვებს სიამოვნებას ანიჭებთ, ჭორაობა არ გჩვევიათ. კარგი მსმენელი ხართ. ხუმრობა გიყვართ. პარტნიორის ღალატს ძალიან განიცდით. პრინციპში, ძალიან ადვილია თქვენი წყენინება.ატამი მეგობრების გარემოცვაში, ასევე ფსიქოლოგიურად თავსებად გარშემომყოფებთან თავს კარგად გრძნობთ. ხანდახან ძნელია იმის გაგება, სერიოზულად ლაპარაკობთ თუ ხუმრობთ. ჭკვიანი ხართ, ხანდახან სიძნელეების წინაშე ფარხმალს ყრით.ჟოლო ეგოისტი ხართ, თქვენი სიამოვნებისთვის ცხოვრებას მიჩვეული ხართ. წამიერი აღტყინების გამო ხალხს არასდროს დაეხმარებით. თქვენი დადებითი თვისებაა პასუხისმგებლობის უნარი.ბანანი რბილი და კეთილი გული გაქვთ, თუმცა ბევრი გთვლით ამპარტავან ადამიანად. სენტიმენტალური ხართ და ადვილია თქვენი წყენინება. მეოცნებე ხართ, ბევრი თქვენი ოცნება ხშირად ოცნებად რჩება. ზარმაცი ხართ და სხვების გავლენის ქვეშ ადვილად ექცევით.მარწყვი ყოველთვის იღიმით. სტუმართმოყვარე ხართ და იცით, როგორ მიუდგეთ სხვებს. კარგი გემოვნება გაქვთ და ყველაფერი ლამაზი გიყვართ. შურიანი არ ხართ და თქვენი გაბრაზება ძნელია. და მაინც, ძალიან ეჭვიანი პარტნიორი შეიძლება იყოთ.ლიმონი ბევრი განსაცდელი გამოიარეთ. ამის მიუხედავად, სიძნელეების დაძლევაში უზარმაზარი გამოცდილება დაგიგროვდათ. გული არ გაიტეხოთ.გრეიფრუტი სამყაროს პოზიტიურად უყურებთ. არაფერია, რაც გაიძულებთ შეცვალოთ თქვენი შეხედულებები. თვლით, რომ სამყარო მშვენიერია და ყოველთვის იბრძვით თქვენი ბედნიერებისთვის.კივი ბევრის ატანა მოგიწიათ. ცხოვრებას პესიმიზმით უყურებთ, რაც არ უწყობს ხელს ბედნიერების მიღწევას. როდესაც იღბლიანი შესაძლებლობა გაქვთ, ვერ ამჩნევთ, რადგან მორიგი ტყუილი გგონიათ. შეწყვიტეთ პესიმისტური ყურება და ისწავლეთ ყველაფერში პოზიტიური მხარის დანახვა.ყურძენი სიტყვას იცავთ, სხვისი საიდუმლოს შენახვა შეგიძლიათ. იმდენად ჩაკეტილი ხართ, რომ ხალხი ხშირად არ გენდობათ. გახსოვდეთ, რომ ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა მხოლოდ გაუარესდება, თუ უფრო არ გაიხსნებით.ანანასი ყველაფერი ლამაზი გიყვართ. თითოეულ სიტყვას გულდასმით წონით. შედეგად, ყოველთვის იცით, რა და როგორ თქვათ და ხალხს უყვარხართ. ადვილად ახერხებთ სხვების მანიპულირებას.ქლიავი ყოველთვის წუწუნებთ და არ შეგიძლიათ, ვინმე არ გააკრიტიკოთ. ბევრი მეგობარი არ გყავთ. უბრალოდ მოდუნდით და ყველაფრის გულთან ახლოს მიტანა შეწყვიტეთ.მსხალი ექსცენტრიული ხართ და ხშირად ინარჩუნებთ დისტანციას საკუთარ თავთან და უბრალო ხალხს შორის. ყველაფერს გემოვნებით აკეთებთ. დეტალურად ირჩევთ სამოსს, წიგნებს, გარემოცვას. მარტოობა არ გაწუხებთ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში უპრობლემოდ ხდებით კომუნიკაბელური.საზამთრო ოპტიმისტი ხართ, წვრილმანებზე კამათი არ გიყვართ, არასოდეს წუწუნებთ. ხშირად ცდილობთ სხვები სწორ გზაზე დააყენოთ, მაგრამ ამას ყოველთვის სწორად ვერ აკეთებთ.ასევე დაგაინტერესებთ: სახალისო ტესტი: როგორ ატარებთ ჩანთას? თქვენს პასუხს ბევრი რამის თქმა შეუძლია ტესტი: დაწერეთ სამი ცხოველი და თქვენი ხასიათის აღწერა წაიკითხეთ პიროვნების ტიპის დასადგენი ტესტი მაიერს-ბრიგსის მიხედვით: მხოლოდ 4 კითხვაზე პასუხი დაქალზე უკეთ დაგახასიათებთ 333 1-ს მოსწონს |