შოუბიზნესი მამუკა ჩარკვიანის უკვდავი ჰიტის - „ჩამოთოვა ისევ“ გოგა მესხისეული წარმატებული ვერსია 4 აპრილი, 0:40
30 მარტს გოგა მესხის ახალი კლიპის პრეზენტაცია გაიმართა, მომღერლის დასაფასებლად და კლიპის შესაფასებლად გოგას მეგობრები, კოლეგები, ჟუნალისტები, ტელე-რადიო წამყვანები, მსახიობები, ერთი სიტყვით ყველა იმ ადამიანმა მოიყარა თავი ვიმც ქართულ მუსიკის და კულტურას სცემს პატივს.
სტუმრებს შორის ნახავდით, ზურა მანაგაძეს (კომპოზიტორი) რომა რცხილაძე (ავტორ-შემსრულებელი) ბესო ჩუბინიძეს (ჟურნალისტი) ლაშა რამიშვილს (მსახიობი) ბესიკ კალანდაძეს (მომღერალი) აჩიკო მეფარიძეს (მომღერალი) ნინო ჩხეიძეს (მომღერალი) ნანა ცინცაძეს (პოეტი) და მრავალი სხვა.. დარბაზი სავსე იყო ცნობადი სახეებით, შეიძლება ითქვას რომ პრემიერამ სრული ანშლაგით ჩაიარა. ჩვენების წინ კი, თავად გოგამ სიტყვით მიმართა საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა კლიპის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის.
უნდა აღინიშნოს პირველი ჩვენება იმდენად ეფექტური იყო, რომ გინდ დაიჯერეთ გინდ არა, დამსწრე საზოგადოების დაჟინებული თხოვნით ზედიზედ 4 ჯერ გაუშვეს ნამუშევარი ეკრანზე. რაც შეეხება სიმღერას, გოგამ მამუკა ჩარკვიანის უკვდავი ჰიტი - „ჩამოთოვა ისევ“ გააცოცხლა და ახალი არანჟირებით შემოგვთავაზა. სიმღერაზე რა უნდა ითქვას ახალი, ეს ის მომენტია როდესაც სიმღერა და მისი ავტორ-შემსრულებელი, უკვე ბევრის მთქმელია. გოგას მიერ წარმოდგენილმა ვერსიამ ნამდვილად დიდი მოწონება დაიმსახურა.
ცალკე აღნიშვნის ღირსია კლიპის ეფექტური ფინალი, სადაც თავად მამუკა ჩარკვიანი ჩნდება კადრში, რომელიც ეკრანზე უყურებს და მის ერთ მარტივ ჟესტშიც კი, აისახა კლიპის დადებითი შეფასება... ლელა ფაჩულია (ავტორი) 44 1-ს მოსწონს
|