სხვა საინტერესო აღმოჩენები და უძველესი ცივილიზაციების იდუმალი არტეფაქტები 3 აპრილი, 12:04 რითი არიან დაკავებულები არქეოლოგები, როცა მათ ვერავინ ხედავთ? ისტორია კაცობრიობას დამალობანას გამუდმებით ეთამაშება, რაშიც ზოგჯერ საიდუმლოებების დასამალად ბუნებასაც იხმარიებს, თუმცა ასეთი ხრიკი არქეოლოგებთან ვერ გაუვა.. მაშ ასე, თქვენ წინაშეა საინტერესო აღმოჩენები და უძველესი ცივილიზაციების იდუმალი არტეფაქტები, რომლებიც თავისი არქეოლოგიური კონტექსტით გაგაოცებთ.2023 წლის ივლისის დასაწყისში არქეოლოგებმა ასეთი თოვლივით - თეთრი მარმარილოს ქალის თავი იპოვეს, თუ რომელ ღვთაებას ეკუთვნის არტეფაქტი, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუში ავგუსტუსის მავზოლეუმსა და რომის "Piazza Augusto Imperatore" -ის მოედნის მიმდებარედ იქნა აღმოჩენილი.ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ხელნაწერისა და აზრის მოკლედ გამოხატვის უნარზე. თქვენ წინაშეა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ასირიოლოგი, ბრიტანელი ირვინგ ფინკელი 3770 წლის სოლისებრი დამწერლობის ფირფიტით ხელში. რითია ცხრილი ჩვენთვის საინტერესო? იმით რომ ის ადასტურებს, რომ მითი გლობალური წარღვნის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ძველ აღთქმაშიც იყო გადმოტანილი. მასზე, თიხაზე სოლით, აღწერილია ღმერთი ენკის მითითება შუმერების მეფე ატრამუ-ხასისისადმი: "კედელო, კედელო! ლერწმის კედელო! ატრამ-ხასი, ყური დაუგდე ჩემს რჩევას, რომელიც დაგეხმარება მარადისობის მოპოვებაში! გაანადგურე შენი სახლი, ააშენე ნავი; შეიზიზღე ქონება და გადაარჩინე სიცოცხლე! დაე, ნავი აშენდეს წრის ფორმის; მისი სიგრძე და სიგანე კი ერთნაირი იყოს". ასე, რომ ნოე პირველი არ ყოფილა.მოდით, შევაფასოთ აბუ - სიმბალის ტაძრის გარე ფასადზე რამზეს II-ის კოლოსალური ფიგურის მასშტაბი, ეგვიპტე, 1865 წელი, აბუ-სიმბალის კლდეში ნაკვეთი ეს დიდი ტაძარი თავად რამზეს II-ის განდიდებისათვის იქნა აგებულიტაძრის სახურავი შეიძლება არა მხოლოდ სვეტებითა და ტიტანებით გამაგრდეს, არამედ მოხდენილი ქალებითაც - ანუ კარიატიდებითაც. დიდება ოლიმპოს, რომ შეგვიძლია ვიხილოთ დღემდე მოღწეული უძველესი არქიტექტურული ქმნილება - ერეხთეონის ტაძარი (ძვ. წ. 421-406 წწ.) ათენის აკროპოლისზე, ფოტო დაახლ. 1859-1860 წწ.კალიგულას მასშტაბები რომ ყველაფერში უყვარდა, და არა მხოლოდ გარყვნილებაში, ეს შეიძლება სუეტონიუსის აღწერიდან ან ტინტო ბრასის ფილმიდანაც გქონდეთ გაგებული. 1929 წელს აღმოჩენილი ორი სასახლე- გემიდან ერთ-ერთის კორპუსი, პატარა ტბის ნემის ფსკერზე, რომიდან 30 კილომეტრში იქნა ნაპოვნი. ისტორიის მიერ დაკონსერვებული გემები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1 საუკუნეში აშენდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს 1944 წელს ხანძრის შედეგად განადგურდალონდონის ქუჩაზე აღმოჩენილი რომაული მოზაიკის გასუფთავებაუარის კულტურის კერამიკა, რომელიც ცენტრალურ ანდებში, თანამედროვე პერუს სამხრეთ და ცენტრალურ სანაპიროზე დაახლოებით ძვ. წ. 500 — ახ. წ. 900 წწ–ში არსებობდა, აღნიშნული არტეფაქტი არქეოლოგებმა VIII საუკუნის სამარხის გათხრებისას იპოვესჩიჩენ-იცაში მდებარე მაიას ტომების ყველაზე ცნობილი კუკულკანას (ახ. წ. VIII და XII სს.) საფეხურებრივი პირამიდა, პირველი გახლავთ 1890 წლის ფოტო, მეორე კი ახლანდელიამ კოლექიიდან ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური კადრი ჰასანლუს საყვარლებია − ეს გახლავთ ორი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც 1972 წელს უძველესი ქალაქის, ტეპე ჰასანლუს გათხრების დროს აღმოაჩინეს, რომელიც დასავლეთ აზერბაიჯანის დღევანდელ ქალაქ ნეგედესთან ახლოს, ჩრდილო-დასავლეთ ირანში მდებარეობს, გათხრების დროს აღმოჩნდა, რომ ჰასანლუ ხანძარმა გაანადგურა.არქეოლოგიაზე საუბრისას პალეონტოლოგია- გეოლოგიაც უნდა ვახსენოთ. დიდი ხნის წინ, როდესაც ჯერ კიდევ "პალეოლითური ვენერა", სკვითური ოქრო და სასაცილო სურათებით დასურათებული ხელნაწერები არ არსებობდა, დედამიწაზე უფრო სწორად კი, მსოფლიო ოკეანეში აწ უკვე გადაშენებული პალეოზოური ერის ლაყუჩებით მსუნთქავი ფეხსახსრიანი აი ასეთი არსებები - ტრილობიტები ბინადრობდნენ.349 შეფასება არ არის |