სხვა ეს წარმოუდგენელი კადრები უფრო მეტს გეტყვით, ვიდრე ისტორიის წიგნებში ამოკითხული თარიღები 2023, 3 აგვისტო, 9:07 ინტერიერის ანტიკური ნივთები, ძველი შენობების დეკორი, ტანსაცმელი - ეს ყველაფერი საშუალებას გაძლევთ გაიგოთ როგორ ცხოვრობდნენ ადამიანები წარსულში, გაეცნოთ მათ კულტურასა და ცხოვრების წესს, თუმცა მათ შორის შეხვდებით ისეთ აღმოჩენებსაც, რომლებსაც მეცნიერები დღემდე ვერ ხსნიან. ნახეთ, ყველაზე წარმოუდგენელი ნივთების ფოტოები, რომლებიც უფრო მეტს გეტყვით, ვიდრე ისტორიის წიგნებში მოყვანილი ციფრები. მაშ, ასე თქვენ წინაშეა ძველი რომის უდიდესი საგანძური და კიდევ 11 სხვა რამ, რაც ისტორიის შესწავლას შთაგაგონებთ, არტეფაქტები ხომ ისტორიის გასაგებად ყველაზე საუკეთესო საშუალებაა.არქეოლოგები პომპეიში მუშაობის პროცესშიგერმანიის ქალაქ ტრირში ნაპოვნი ძველი რომის დროინდელი საგანძური, რომელიც რომაულ საგანძურს შორის აღმოჩენილ ყველაზე დიდ განძად ითვლებამე-15 საუკუნეში მუდეხარის სტილში აშენებული კოკას ციხე ესპანეთში, აღნიშნული სტილი აერთიანებს გოთურ და მავრიტანულ არქიტექტურასინგლისი ქალაქ ჰოვში შემთხვევით ნაპოვნი 3200 წლის ქარვის ჭიქაჩინეთის იმპერატორის მცველთა ჯავშანი, მე -18 საუკუნეინგლისის საგრაფო ჰემფშირის სააბატოში მიტოვებული ქანდაკებებიპაპუა-ახალი გვინეა და სახლი, რომელშიც არავინ ცხოვრობსბულგარეთში ნაპოვნი ჩვ.წ. IV საუკუნის ოქროს ბეჭედი, რომელიც თრაკიელთა მეფეს ეკუთვნოდაგიგანტური ძველი რომაული აკვედუკი ესპანეთის ქალაქ სეგოვიაში, რომელიც I-II საუკუნეებში აშენდამოზაიკა თურქეთის ქალაქ ზევგმაში, სწორედ ამ ქალაქშია განთავსებული უძველესი მოზაიკის მუზეუმი, სადაც 1700 კვ. მ ფართობზე მსოფლიოში უდიდესი კოლექციაა წარმოდგენილი. მოზაიკური ნახატი ფოტოთი დედალოსს და იკაროსს აღბეჭდავსოქროს ხელთათმანი - XVI საუკუნის საფრანგეთის მეფის ანრი III დე ვალუას ჯავშნის ნაწილიძვ.წ. VI საუკუნეში ირანის ქალაქ სუზაში ნაპოვნი სპარსელი მეომრების გამოსახულებები, ანტიკური ქალაქი სუზა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, სადაც ხალხი ჯერ კიდევ ცხოვრობს1094 შეფასება არ არის |