x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
საინტერესო აღმოჩენები და უძველესი ცივილიზაციების იდუმალი არტეფაქტები

image


რითი არიან დაკავებულები არქეოლოგები, როცა მათ ვერავინ ხედავთ? ისტორია კაცობრიობას დამალობანას გამუდმებით ეთამაშება, რაშიც ზოგჯერ საიდუმლოებების დასამალად ბუნებასაც იხმარიებს, თუმცა ასეთი ხრიკი არქეოლოგებთან ვერ გაუვა.. მაშ ასე, თქვენ წინაშეა საინტერესო აღმოჩენები და უძველესი ცივილიზაციების იდუმალი არტეფაქტები, რომლებიც თავისი არქეოლოგიური კონტექსტით გაგაოცებთ.


image


2023 წლის ივლისის დასაწყისში არქეოლოგებმა ასეთი თოვლივით - თეთრი მარმარილოს ქალის თავი იპოვეს, თუ რომელ ღვთაებას ეკუთვნის არტეფაქტი, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუში ავგუსტუსის მავზოლეუმსა და რომის "Piazza Augusto Imperatore" -ის მოედნის მიმდებარედ იქნა აღმოჩენილი.



image


ყველაფერი რაც უნდა იცოდეთ ხელნაწერისა და აზრის მოკლედ გამოხატვის უნარზე. თქვენ წინაშეა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და ასირიოლოგი, ბრიტანელი ირვინგ ფინკელი 3770 წლის სოლისებრი დამწერლობის ფირფიტით ხელში. რითია ცხრილი ჩვენთვის საინტერესო? იმით რომ ის ადასტურებს, რომ მითი გლობალური წარღვნის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და ძველ აღთქმაშიც იყო გადმოტანილი. მასზე, თიხაზე სოლით, აღწერილია ღმერთი ენკის მითითება შუმერების მეფე ატრამუ-ხასისისადმი: "კედელო, კედელო! ლერწმის კედელო! ატრამ-ხასი, ყური დაუგდე ჩემს რჩევას, რომელიც დაგეხმარება მარადისობის მოპოვებაში! გაანადგურე შენი სახლი, ააშენე ნავი; შეიზიზღე ქონება და გადაარჩინე სიცოცხლე! დაე, ნავი აშენდეს წრის ფორმის; მისი სიგრძე და სიგანე კი ერთნაირი იყოს". ასე, რომ ნოე პირველი არ ყოფილა.


image


მოდით, შევაფასოთ აბუ - სიმბალის ტაძრის გარე ფასადზე რამზეს II-ის კოლოსალური ფიგურის მასშტაბი, ეგვიპტე, 1865 წელი, აბუ-სიმბალის კლდეში ნაკვეთი ეს დიდი ტაძარი თავად რამზეს II-ის განდიდებისათვის იქნა აგებული


image


ტაძრის სახურავი შეიძლება არა მხოლოდ სვეტებითა და ტიტანებით გამაგრდეს, არამედ მოხდენილი ქალებითაც - ანუ კარიატიდებითაც. დიდება ოლიმპოს, რომ შეგვიძლია ვიხილოთ დღემდე მოღწეული უძველესი არქიტექტურული ქმნილება - ერეხთეონის ტაძარი (ძვ. წ. 421-406 წწ.) ათენის აკროპოლისზე, ფოტო დაახლ. 1859-1860 წწ.


image


კალიგულას მასშტაბები რომ ყველაფერში უყვარდა, და არა მხოლოდ გარყვნილებაში, ეს შეიძლება სუეტონიუსის აღწერიდან ან ტინტო ბრასის ფილმიდანაც გქონდეთ გაგებული. 1929 წელს აღმოჩენილი ორი სასახლე- გემიდან ერთ-ერთის კორპუსი, პატარა ტბის ნემის ფსკერზე, რომიდან 30 კილომეტრში იქნა ნაპოვნი. ისტორიის მიერ დაკონსერვებული გემები ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1 საუკუნეში აშენდა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დროს 1944 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა


image


ლონდონის ქუჩაზე აღმოჩენილი რომაული მოზაიკის გასუფთავება

image


უარის კულტურის კერამიკა, რომელიც ცენტრალურ ანდებში, თანამედროვე პერუს სამხრეთ და ცენტრალურ სანაპიროზე დაახლოებით ძვ. წ. 500 — ახ. წ. 900 წწ–ში არსებობდა, აღნიშნული არტეფაქტი არქეოლოგებმა VIII საუკუნის სამარხის გათხრებისას იპოვეს



imageimage

ჩიჩენ-იცაში მდებარე მაიას ტომების ყველაზე ცნობილი კუკულკანას (ახ. წ. VIII და XII სს.) საფეხურებრივი პირამიდა, პირველი გახლავთ 1890 წლის ფოტო, მეორე კი ახლანდელი

image


ამ კოლექიიდან ერთ-ერთი ყველაზე სენტიმენტალური კადრი ჰასანლუს საყვარლებია − ეს გახლავთ ორი ადამიანის ჩონჩხი, რომელიც 1972 წელს უძველესი ქალაქის, ტეპე ჰასანლუს გათხრების დროს აღმოაჩინეს, რომელიც დასავლეთ აზერბაიჯანის დღევანდელ ქალაქ ნეგედესთან ახლოს, ჩრდილო-დასავლეთ ირანში მდებარეობს, გათხრების დროს აღმოჩნდა, რომ ჰასანლუ ხანძარმა გაანადგურა.

image


არქეოლოგიაზე საუბრისას პალეონტოლოგია- გეოლოგიაც უნდა ვახსენოთ. დიდი ხნის წინ, როდესაც ჯერ კიდევ "პალეოლითური ვენერა", სკვითური ოქრო და სასაცილო სურათებით დასურათებული ხელნაწერები არ არსებობდა, დედამიწაზე უფრო სწორად კი, მსოფლიო ოკეანეში აწ უკვე გადაშენებული პალეოზოური ერის ლაყუჩებით მსუნთქავი ფეხსახსრიანი აი ასეთი არსებები - ტრილობიტები ბინადრობდნენ.







0
349
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
349