x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138399
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
ტიციან ტაბიძის სიკვდილით დასჯის ვერსიები და მისი უკანასკნელი ფოტო
image

2 აპრილს დაიბადა(1895-1937), ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი, ტიციან ტაბიძე, როგორ მოხდა ტიციან ტაბიძის დაპატიმრება და სიკვდილით დასჯა ქვემოთ მოგითხრობთ.



1937 წლის 1 ივნისს საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირის პარტორგანიზაციის სხდომა გაიმართა, რომელზეც ერთ-ერთი პროლეტარი მწერალი აცხადებდა: „... ჩემთვის ცნობილია, რომ ტიციან ტაბიძის ბინაში იმყოფებოდა დივერსანტი აღნიაშვილი. ტაბიძემ ხელშეკრულება გააფორმა მოსკოვისა და ლენინგრადის გამომცემლობებთან, მაგრამ, პირობები არ შეასრულა და ჩრდილი მიაყენა საბჭოთა საქართველოს... სომხეთში ისინი (იგულისხმება „ცისფერყანწელები”) დაკავშირებული იყვნენ ერზინკიანთან და ფირუმოვთან, მოსკოვში კი ბუხარინთან და კამენევთან. თუ იაშვილმა, რაც იცის იმის უმნიშვნელო ნაწილი თქვა, ლეონიძესა და ტაბიძეს საერთოდ არაფერი უთქვამთ... არც იაშვილს, არც ტაბიძეს და არც ლეონიძეს სიტყვა არ დაუძრავთ ბუხარინთან და კამენევთან კავშირზე, რომლებისგანაც ეს ადამიანები ათასობით რუბლს იღებდნენ რაღაც მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულების სანაცვლოდ, რაც არ შეუსრულებიათ”.

image

მწერალთა კავშირმა მიიღო დადგენილება: „8 ოქტომბრისათვის მოწვეულ იქნას პრეზიდიუმის სხდომა, რომელზეც, სხვა საკითხებთან ერთად, დაისვას საკითხი საყვარელიძისა და ტ. ტაბიძის კავშირიდან გარიცხვის შესახებ”. შესაბამისად, ტიციან ტაბიძე მწერალთა კავშირიდან გარიცხეს.



ამ ყველაფრის შემდეგ მწერალთა კავშირი ამაყად აცხადებდა: „მწერალთა კავშირში მოქმედებდა კონტრრევოლუციური ორგანიზაცია. ჩვენ მას ხერხემალი გადავუმტვრიეთ და ახლა თუ კიდევ სადმე დარჩა მათი კუდები, უნდა გამოვძებნოთ, ზოგი გადავხარშოთ და, ვინც გამოუსწორებელია – გავაგდოთ”. მწერალთა კავშირიდან გარიცხვიდან ცოტა ხანში ტიციან ტაბიძე დააპატიმრეს.


1937 წლის ოქ­ტომ­ბრის ღა­მეს კი უსაყ­ვარ­ლეს მე­უღ­ლეს და ერ­თა­დერთ ქა­ლიშ­ვილს ნი­ტას ამ სი­ტყვე­ბით გა­მო­ემ­შვი­დო­ბა: "იცო­დეთ ერთი რამ, ჩემი სა­ხე­ლის ხსე­ნე­ბი­სა და ხალ­ხის­თვის თვალ­ში ჩა­ხედ­ვის არას­დროს შეგრცხვე­ბათ".

image

პო­ე­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა ტა­ბი­ძე იგო­ნებს, რომ ღა­მის ორ სა­ათ­ზე მან­ქა­ნის ხმა მო­ეს­მა. დე­დას და მა­მას არა­ფე­რი გა­უ­გი­ათ. მკვდა­რი­ვით ეძი­ნათ. კარი გა­ვა­ღე, ოთხნი იყ­ვნენ, ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე აქ ცხოვ­რობ­სო? მკი­თხეს და ქა­ღალ­დი მაჩ­ვე­ნეს - და­კი­თხვა­ზე უნდა წა­ვიყ­ვა­ნო­თო. მამა გა­ვაღ­ვი­ძე, მახ­სოვს, სა­ვარ­ძელ­ში იჯდა, ხე­ლე­ბი უთრთო­და, სი­გა­რეტს ვე­რაფ­რით მო­უ­კი­და. ისი­ნი სახ­ლს ჩხრეკ­დნენ. წა­ი­ღეს ფი­როს­მა­ნის მიერ და­ხა­ტუ­ლი რუს­თა­ვე­ლი, მა­მას პორ­ტრე­ტი და ან­დრეი ბე­ლის ნა­ჩუ­ქა­რი "დრე­ვა ჟიზ­ნი". 3 სა­ათ­ზე სახ­ლის ჩხრე­კას მორ­ჩნენ.


ტიციან ტაბიძის მეუღლის, ნინა მაყაშვილის თქმით ტიციანი 1937 წლის ოქტომბერში ლავრენტი ბერიას პირადი განკარგულებით დააპატიმრეს. ბერიამ თავისთან დაიბარა ტიციანი, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ, რუს მწერლებთან მეგობრობა დააბრალა და მოსთხოვა, ცილი დაეწამა პოეტ პაოლო იაშვილისთვის, რომელიც ორი თვით ადრე სწორედ ბერიამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე. როცა ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა მეგობრის ხსოვნის შეურაცხყოფაზე, ბერიამ მისი დაპატიმრების განკარგულება გასცა.


არ­სე­ბობს ტი­ცი­ა­ნის მხო­ლოდ ერთი და­კი­თხვის ოქმი, ისიც შედ­გა და­პა­ტიმ­რე­ბი­დან ორი თვის შემ­დეგ, დახ­ვრე­ტის წინა დღე­ებ­ში. გა­მო­ძი­ე­ბის "დამ­თავ­რე­ბის" შემ­დეგ, საქ­მე გა­და­ე­ცა პრო­კუ­რა­ტუ­რას.


საბ­რალ­დე­ბო დას­კვნა თა­რიღ­დე­ბა 14 დე­კემ­ბრით. დას­კვნა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მხი­ლე­ბუ­ლი და გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იქნა ტე­რო­რის­ტულ-დი­ვერ­სი­უ­ლი, მავ­ნებ­ლუ­რი, ჯა­შუ­შუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მელ­თაც აერ­თი­ა­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ცენ­ტრი.


ცენ­ტრის მი­ზა­ნი იყო საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დამ­ხო­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს მო­წყვე­ტა სსრკ-დან. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა ერთ-ერთი კა­პი­ტა­ლის­ტუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს პრო­ტექ­ტო­რო­ბით.


"დამ­ტკიც­და", რომ ტი­ცი­ა­ნი 1933 წლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობ­და ფა­შის­ტურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და ეწე­ო­და მავ­ნებ­ლურ მუ­შა­ო­ბას ლი­ტე­რა­ტუ­რის ფრონტზე. რომ ჰქონ­და რე­გუ­ლა­რუ­ლი კავ­ში­რი ტროც­კის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან, რომ ჯა­შუ­შობ­და საფ­რან­გე­თის სა­სარ­გებ­ლოდ.


ტი­ცი­ან ტა­ბი­ძე1937 წლის 15 დე­კემ­ბერს დახ­ვრი­ტეს ისე, რომ "სა­მე­ულს" მისი საქ­მე ფორ­მა­ლუ­რა­დაც არ გა­ნუ­ხი­ლავს, ხოლო ოჯახს შე­ა­ტყო­ბი­ნეს, ტი­ცი­ა­ნი უნდა გა­და­ა­სახ­ლონ და თბი­ლი ტან­საც­მე­ლი გა­მო­უგ­ზავ­ნე­თო!

imageტიციან ტაბიძის უკანასკნელი ფოტო-1937 წელი



თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.


ნინო მა­ყაშ­ვი­ლი სი­ცო­ცხლის უკა­ნას­კნელ წუ­თამ­დე, მთე­ლი 28 წელი ელო­და მე­უღ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას. დე­დას კი შვი­ლის ტან­საც­მე­ლი გა­მოჰ­ქონ­და აი­ვან­ზე და ცხა­რე ცრემ­ლე­ბით ტი­რო­და - ტიტ­კო, შვი­ლო სად ხარ ახლა...

1
583
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
583
  
როცა უსაფრთხოების გამო თმობ თავისუფლებას,არც უსაფრთხოებას იმსახურებ და არც თავისუფლებას. ეს დაემართა ტიციან და კიდევ ბევრს მის პერიოდში,შეეტენენ რეჟიმს და ოკუპანტს,თუმცა მაინც წამოაწიეს და გაუშვეს მარილზე.
0 1 1