x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
მასწავლებელი ორი წელია ზურგით ატარებდა იშვიათი დაავადების მქონე მოსწავლეს
image

ჩინეთში მასწავლებელს ორი წლის განმავლობაში ზურგზე ატარებდა ნარკოლეფსიით დაავადებული მოსწავლეს


ჩინელი სკოლის მასწავლებელი რამდენიმე წლის განმავლობაში რეგულარულად ზურგის ატარებდა იშვიათი დაავადების მქონე მოსწავლეს სკოლაში. ამის შესახებ South China Morning Post (SCMP) იტყობინება.


სიუ ლუნციუზმა, ქალაქ ჩუნცინის საშუალო სკოლის მასწავლებელმა, პირველად დაახლოებით ორი წლის წინ შენიშნა, რომ ბიჭს სახელად ინიუანს ზედმეტად ეძინა. ის მოწაფის გამოფხიზლებას ცდილობდა სახეზე წყლის შესხურებითა და შენჯღრევით, მაგრამ უშედეგოდ.



ამის შესახებ მასწავლებელმა ბიჭის ოჯახს შეატყობინა და საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზა. ექიმებმა ბავშვს ნარკოლეფსიის დიაგნოზი დაუსვეს, ნერვული სისტემის დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ჰიპერსომნიასთან. დაავადებას ახასიათებს დღისით დაუძლეველი ძილიანობა და შეტევები უეცარი ჩაძინებით, აგრეთვე კუნთების ტონუსის უეცარი დაქვეითება საღი ცნობიერების ფონზე.


ბიჭს მკურნალობა ჩაუტარდა და მიუხედავად იმისა, რომ დაავადება კვლავ აწუხებს, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა.

image

„ადრე ნარკოლეფსიის შეტევების სიხშირე კვირაში ორ-სამჯერ იყო. გასული წლიდან ის შემცირდა, ”- ამბობს ლუნციუზი. აღსანიშანავია, რომ ორი წლის განმავლობაში, ყოველ ჯერზე, როცა ბიჭს შეტევა ჰქონდა, მასწავლებელი ზურგზე მოიკიდებდა ხოლმე მოსწავლესმჯერ მანქანამდე მიჰყავდა, შემდგ კი სახლამდე, სადაც ბებიას და ბაბუას გადასცემდა.


ნათესავებმა ლუნციუზს კეთილი ადამიანი უწოდეს და თქვეს, რომ მისი დახმარების წყალობით ბიჭი კვლავ სკოლაში დადის და სწავლობს. მამაკაცმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ თავის მოვალეობად მიიჩნია ინიუანის დახმარება. მან იმედი გამოთქვა, რომ ექიმები ბიჭს საბოლოოდ უმკურნალებენ.

0
90
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0