სხვა "გინდ კირილე, რაც გინდოდეს მეძახე-ოღონდ მიშველე მეთქი"-კირა ანდრონიკაშვილის სახალისო ისტორია ზურაბ ქაფიანიძეზე 1 აპრილი, 12:26
1 აპრილს დაიბადა ქართველი მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი და შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ზურაბ ქაფიანიძე.მისი დებიუტი შედგა ფილმში "ხევსურული ბალადა"(1965) მას შემდეგ მსახიობმა კიდევ 50-მდე ფილმში ითამაშა.
მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი იხსენებს სახალისო ისტორიას ზურაბ ქაფიანიძეზე, რომელიც "მთვარის მოტაცების(1973) გადაღების დროს შეემთხვათ. “მთვარის მოტაცების” გადაღებისას ასეთი კურიოზი შეგვემთხვა – არაჩვეულებრივ ზურაბ ქაფიანიძესთან ერთად მიღებდნენ – მანქანიდან გადმოსულს რომ დამინახავდა, ყვიროდა – კირილე მოვიდა, ხალხნო, კირილეო… ყველა გაშტერებული მიყურებდა და გაგიჟებული ვიყავი, კირილე არ ვარ-მეთქი…გადაღებები რომ მორჩა, ხალხიც ცოტა დაიფანტა. ვუთხარი, ზურა, ძალიან გთხოვ, კირილე არ დამიძახო, ძალიან კარგი სახელი მაქვს – კირა-თქო… დამპირდა აღარ დაგიძახებო… ცოტა ხნის მერე ისევ დიდ, მასიურ გადაღებაზე ვიყავით და ხალხში ისევ აყვირდა, ხალხნო, კირილე მოვიდაო… ახლა სულ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ ახალგაზრდა ყველაფერს სხვანაირად აღიქვამდი. ძალიან ვბრაზდებოდი, მაშინ სულ რაღაც 27 წლის ვიყავი… ანაკლიაში “მთვარის მოტაცების” გადაღებისას, უცებ გამოგვიცხადეს ბუღალტერიამ ფული ვეღარ გადმორიცხა, თბილისში უნდა გადაგაფრინოთო. მე, ზურა ქაფიანიძე, გეიდარ ფალავანდიშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი თვითმფრინავით წამოვედით… ჩემს ჭკუაში ზურას არ ველაპარაკებოდი, რადგან ნაწყენი ვიყავი. უცებ თვითმფრინავის პილოტმა გამოაცხადა, არ შეგეშინდეთ, მაგრამ ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით, თვითმფრინავი გაფუჭდა, მაგრად მოეჭიდეთო… წარმოიდგინეთ მამიდა – ნატო ვაჩნაძე ხომ მაგ ტერიტორიაზე, სამეგრელოში დაიღუპა და ბავშვობიდანვე ძალიან შიში ჩამრჩა. თვითმფრინავში შევხედე ზურა როგორ იდგა და ეჭიდებოდა, როგორ წვალობდა… ვიფიქრე უკვე ვიღუპებით-მეთქი, ზურას დავუძახე, გინდ კირილე, რაც გინდოდეს მეძახე-ოღონდ მიშველე მეთქი… საბედნიეროდ, პილოტმა თვითმფრინავი დასვა და რომ გადმოგვიყვანეს, ასე გადავრჩით ავიაკატასტროფას და შევურიგდი ზურას.” 1213 3-ს მოსწონს
|