შოუბიზნესი პაპარაცების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც ვარსკვლავებს რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაუფუჭეს 1 აპრილი, 12:21 პაპარაცები მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს მშვიდად სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევენ. აბა, მათ ადგილას თქვენი თავი წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნო იქნებოდა 24 საათის განმავლობში აბეზარი ფოტოგრაფების კონტროლის ქვეშ ყოფნა? პაპარაცები ვარსკვლავების ცხოვრების შესახებ ყველაფერს მოურიდებლად ყვებიან, იმასაც კი, რაზეც ხშირად თავად სელებრითებს გაჩუმება ურჩევნიათ. მოკლედ, წარმოგიდგენთ პაპარაცების მიერ გადაღებულ სკანდალურ ფოტოებს, რომლებმაც ვარსკვლავებს რეპუტაცია გვარიანად შეულახა.ნატალია ვოდიანოვას გაუპარსავი ფეხებიიგი აზალიას ცელულიტიანი სხეულიალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პოპ - მომღერალს ბავშვი ლამის ხელიდან გაუვარდა, საბედნიეროდ, ჩვილი იქვე მყოფმა სელებრითის დაცვის წევრმა დაიჭირა.ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მილა კუნისი მაკიაჟის გარეშე ასეთი იქნებოდა.პაპარაცებმა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი ჰოლივუდის კლუბ "Guys & Dolls"-დან გამოსვლისას დააფიქსირეს.დისტროფიკი - მადონა. პოპ-ვარსკვლავს ან განათებამ უმტყუნა ან ცუდმა რაკურსმა ან თვით საკუთარმა სხეულმა. ასეა თუ ისე, მომღერლის ფოტო მთელს მსოფლიოში ვირუსივით გავრცელდა, ხოლო პოპ -დივას გალეულ მკლავებს პრესა კიდევ დიდხანს აქტიურად განიხილავდა.მაიკლ ჯექსონი ბავშვს სასტუმროს ფანჯრიდან საკუთარ ფანებს უჩვენებს. ასეთი საქციელი პოპ - მუსიკის "მეფედ" აღიარებულ მომღერალს საზოგადოებამ სისასტიკედ ჩაუთვალა.ფოტოზე კლუბიდან გამოსულ ქეით მოსს ხედავთ, რომელსაც შარვალი თეთრი გაურკველი ნივთიერებით აქვს დასვრილი, რომელიც სავარაუდოდ, ან პუდრია ან აკრძალული ფხვნილი.1986 წელი, ნიუ-იორკი.... შონ პენი აბეზარ ფოტოგრაფს ვინი ძუფანტს ფიზიკურად უსწორდება. მსახიობი და მისი მეუღლე მადონა საკუთარ ბინასთან პაპარაცების თავდასხმის ობიექტები გახდნენ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფოტო სხვა პაპარაცის, რონ გალელას მიერ არის გადაღებული.ფოტოგრაფმა 2007 წელს "Playboy"-ის გარდაცვლილი ვარსკვლავის ანა ნიკოლ სმიტის ფოტოსთვის 1, 5 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო "Splash News & Picture Agency"-მა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ვარსკვლავს ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი უკეთდებოდა კიდევ უფრო შთამბეჭდავ თანხად შეიძინა.ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის პირველი ერთობლივი ფოტო. კადრი გამოცემამ 500 ათას დოლარად იყიდა, სანამ მტკიცებულებები გამოჩნდებოდა მათი რომანი მხოლოდ დაუსაბუთებელი ჭორი იყო.527 შეფასება არ არის |