ფსიქოლოგია მანიპულატორი ადამიანის 5 ფრაზა, რომლებსაც ჭკუიდან გადაჰყავხართ 13 მაისი, 11:22 ჯექსონ მაკენზიმ, ონლაინ საზოგადოების PsychopathFree.com-ის თანადამფუძნებელმა, რომელიც მხარს უჭერს ფსიქოპათებისა და მანიპულატორებისგან გადარჩენილებს, შეადგინა ხუთი ჩვეულებრივი ფრაზა, რომელსაც მანიპულატორები იყენებენ ადამიანების თავდაჯერებულობისა და დამოუკიდებლობის შესალახად.
1. ყველაფერს აზვიადებ! რა თქმა უნდა, ჩვენ ყველანი ზოგჯერ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ წვრილმანებს. თუმცა, მანიპულატორებთან გამოდის, რომ ყოველთვის მართალია. მანიპულატორები განზრახ გააკეთებენ რამეს, რათა თავი პარანოიდულად იგრძნოთ. მაგალითად, იფლირტავა ყოფილთან ყველას თვალწინ და მერე იტყვის, რომ ეს შენ მოგეჩვენა ასე და ბუზისგან სპილოს ქმნი. ერთი თვის შემდეგ კი აღმოჩნდება, რომ სწორედ ამ ყოფილთან გიღალატა. მანიპულატორის მიზანია დაგაეჭვოთ საკუთარ ინტუიციაში და თავი დაწყევლილ დეტექტივად იგრძნოთ. ისინი გამუდმებით გაინტრიგებენ, რომ შეგაწუხოთ, შემდეგ კი ამაში ისევ თქვენ დაგადანაშაულებენ. 2. მძულს დრამა! და ამავდროულად, მანიპულატორების ირგვლივ მუდმივად ხდება დრამები. თავიდან გაქებენ შენ და შენს შესანიშნავ ხასიათს, მაგრამ ძალიან მალე დაიღლებიან. მანიპულატორები არიან პათოლოგიური მატყუარები, სერიული თაღლითები და მარადიული მსხვერპლი. მანიპულატორები შეგნებულად ქმნიან პროვოკაციებს და როცა თქვენ რეაგირებთ, გადანაშაულებენ იმ დრამის გამოწვევაში, რომელიც "მათ ასე სძულთ". 3. ზედმეტად მგრძნობიარე ხარ! მანიპულატორის საქმეა თქვენი ემოციების პროვოცირება. თავიდან შეგაქებენ და დაგიყვავებენ, შემდეგ კი უცებ გაფრთხილების და მიზეზის გარეშე ჩართავენ მძიმე იგნორს და დაელოდებიან თქვენს რეაქციას. და როდესაც თქვენ რეაგირებთ, ისინი დაგადანაშაულებენ ზედმეტად მგრძნობიარე ან მომთხოვნობაში. ისინი შეურაცხგყოფენ, დაგამცირებენ და გაგაკრიტიკებენ (ჩვეულებრივ, ხუმრობით, დაცინვით), გადალახავენ თქვენს პირად საზღვრებს, სანამ არ გაბრაზდებით. და თქვენი რეაქციისთვის დაგადანაშაულებენ სიგიჟეში. მანიპულატორებს შეუძლიათ ადამიანი გახადონ დაუცველი და საკუთარ თავში დაურწმუნებელი - ყველაფერი რაც მათ სჭირდებათ, არის დრო, ამის გასაკეთებლად. 4. შენ არასწორად გამიგე! რა თქმა უნდა, ნებისმიერ წყვილში არის გაუგებრობები და შეცდომები, მაგრამ მანიპულატორები შეგნებულად აწყობენ პროვოკაციებს, ხოლო როდესაც შენ რეაგირებ, ისინი ყველაფერს თავდაყირა აყენებენ და გადანაშაულებენ, რომ ეს ყველაფერი არასწორად მიიღე. ხშირად კი ისინი უარყოფენ, რომ რამე თქვეს. სინამდვილეში, თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ. ისინი უბრალოდ ცდილობენ გადაგარწმუნონ საღი აზრიდან. 5. ჭკუაზე არ ხარ / მთვრალი ხარ / ეჭვიანობ / გიჟდები ჩემზე და ა.შ. მარკირება მანიპულატორის საყვარელი ინსტრუმენტია. მათი მონაცემებით, მათი ყველა კოლეგა, ყოფილი შეყვარებული, მეგობარი ან გიჟია, ან ალკოჰოლიკი, ან ეჭვიანი და ღმერთმა იცის, კიდევ ვინ. თქვენც მოხვდებით იდეალიზაციისა და დევალვაციის გაუთავებელ ციკლში, რომელშიც აღმოჩნდება ყოველი უბედური ადამიანი, რომელიც მათ გზაზე გადაეკვეთება. ამ დესტრუქციული ურთიერთობიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მასთან ყოველგვარი კონტაქტის შეწყვეტაა. არანაირი შეტყობინებები, ზარები, ელ.წერილები ან მეგობრობა სოციალურ ქსელებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ გაგაგიჟონ. მანიპულატორები ცდილობენ ფსიქოლოგიურად გაანადგურონ ყველა, ვინც შეიძლება დაემუქროს მათ ნორმალური ცხოვრების ილუზიას. 180 5-ს მოსწონს
|