x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როდის არ უნდა მოიხადოთ ბოდიში!
ყოველი მიზეზის გამო ბოდიშის მოხდის ჩვევა შეიძლება უვნებელი ჩანდეს, მაგრამ შიგნიდან ჩვენ ისევ იგივე ვრჩებით. ჯესიკა ჰეგი ამტკიცებს, რომ არის სიტუაციები, როდესაც თქვენ უნდა ისაუბროთ თქვენს შეცდომებზე, სურვილებსა და ემოციებზე შეთანხმების გარეშე. თუ ჩვენ ეჭვი გვეპარება ჩვენი აზრის (გრძნობის, სურვილის) უფლებაში, ამის გამო ბოდიშის მოხდით, სხვებს ვაძლევთ მიზეზს, რომ გაითვალისწინონ იგი. ზოგიერთ შემთხვევაში ბოოდიში არ უნდა მოიხადოთ.


მუდმივად ბოდიშის მოხდის ჩვევისგან გათავისუფლება მარტივი სულაც არაა. ამისათვის პირველი ნაბიჯი გაცნობიერებაა. უნდა გააცნობიერო, რომ უფლება გაქვს, გარკვეული სურვილები და საჭიროებები გქონდეს. უფლება გაქვს, გრძნობდე ემოციებს, გინდოდეს საკუთარი თავის დაცვა და საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა. არ ხარ ვალდებული, სხვების გრძნობების მოფრთხილების ხარჯზე საკუთარ თავს ზიანი მიაყენო.



image


ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შენს თავს უნდა ჰკითხო: არის კი ეს შენი ბრალი? სხვის ქმედებებზე ხომ არ იღებ პასუხისმგებლობას? შეგეძლო სიტუაციის კონტროლი ან შედეგის თავიდან აცილება? რამე არასწორად გააკეთე? ვინმეს რამე დაუშავე? თუ ამ კითხვებზე უარყოფითი პასუხი გაქვს, ბოდიშის მოხდა საჭირო არაა.



როდის არ უნდა მოიხადოთ ბოდიში!




1. ნუ მოიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ არ ხარ ყოვლისმცოდნე ღმერთი.

თქვენ გაქვთ უფლება არ იცოდეთ რა ემართებათ სხვებს. არც ერთ ჩვენგანს არ აქვს ტელეპათიისა და მოვლენების წინასწარ განჭვრეტის ნიჭი. თქვენ არ გჭირდებათ იმის გამოცნობა, თუ რა დევს სხვის თავში.




2. ნუ მოიხდი ბოდიშს იმისათვის, რომ გაქვს გარკვეული მოთხოვნილებები.

თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც ესაჭიროება ჭამა, ძილი, დასვენება. შეიძლება ავად გახდეთ და მკურნალობა დაგჭირდეთ, შესაძლოა რამდენიმე დღეც ან სულაც კვირა. თქვენ გაქვთ უფლება იზრუნოთ საკუთარ თავზე და აცნობოთ სხვებს, რომ თავს ცუდად ან უკმაყოფილოდ გრძნობთ რაღაცის გამო. თქვენ არავისგან არ გაქვთ ნასესხები სივრცის ნაწილი და ჰაერის მოცულობა, რომელსაც ჩაისუნთქავთ.




3. ნუ მოიხდი ბოდიშს საკუთარი წარმატებისთვის.

წარმატების გზა ლატარია არ არის. თუ იცით, რომ მშვენივრად ასრულებთ თქვენს საქმეს, კარგი მზარეული ხართ, ან შეგიძლიათ მიიღოთ მილიონი გამომწერი Youtube-ზე, მაშინ თქვენ ცდილობთ მიზანს მიაღწიოთ და ამას იმსახურებთ. მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენს გვერდით ვინმეს არ ექცევა თავისი წილი ყურადღება ან პატივისცემა, არ ნიშნავს რომ თქვენ დაიკავეთ მისი ადგილი. შესაძლოა, მისი ადგილი ცარიელია, რადგან მან თავად ვერ შეძლო მისი შევსება.




image



4. ნუ მოიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ არ ხარ „ტენდენციური“.

არ უყურე Game of Thrones-ის ბოლო სეზონს? ასეც რომ იყოს: საერთოდ არ გიყურებია, არც ერთი ეპიზოდი? თუ თქვენ არ ხართ დაკავშირებული ერთ საინფორმაციო მილთან, ეს არ ნიშნავს რომ თქვენ არ არსებობთ. პირიქით, თქვენი არსებობა შეიძლება ბევრად უფრო რეალური იყოს, ვიდრე გგონიათ: თუ მხოლოდ სხვის კვალს მიჰყვებით, რისკავთ, დაკარგოთ საკუთარი.




5. არ მოიხადო ბოდიში თუ სხვის მოლოდინებს ვერ დააკმაყოფილებ.

გეშინიათ ვინმეს იმედი რომ გაუცრუოთ? მაგრამ, ალბათ, ეს უკვე გააკეთეთ - იმიტომ, რომ უფრო წარმატებული, უფრო ლამაზი, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების თუ მუსიკის განსხვავებული გემოვნების აღმოჩნდით. თუ თქვენი სხვა ადამიანთან ურთიერთობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შეგაფასებენ თქვენ, აძლევთ მათ კონტროლს თქვენს ცხოვრებისეულ არჩევანზე. თუ დიზაინერს მისცემთ ნებას, რომ თქვენი ბინა თავისი გემოვნებით დაამშვენოს, თავს კომფორტულად იგრძნობთ მასში, თუნდაც ის ლამაზი არ იყოს? დაიმახსოვრეთ, თქვენი არასრულყოფილება არის ის, რაც გაქცევთ უნიკალურად.




6. ნუ მოიხდი ბოდიშს, რომ არ ხარ სრულყოფილი.

თუ იდეალის ძებნით ხართ შეპყრობილი, მხოლოდ ნაკლოვანებებსა და შეცდომებს ხედავთ. ჩვენი არასრულყოფილება არის ის, რაც გვაქცევს უნიკალურად. ისინი გვაქცევენ იმად, რაც ვართ. უფრო მეტიც, ის, რაც ზოგიერთს მოიგერიებს, შეიძლება სხვებიც მიიზიდოს. როდესაც ვცდილობთ თავი დავაღწიოთ საზოგადოებაში გაწითლების ჩვევას, შეიძლება გაგვიკვირდეს, რომ სხვები ამას არა სისუსტედ, არამედ გულწრფელობად აღიქვამენ.




7. ნუ მოიხდი ბოდიშს იმის გამო, რომ მეტი გინდა.

ყველა არ ცდილობს იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინ იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თავს დამნაშავედ უნდა გრძნობდე, რომ სხვები უკმაყოფილონი არიან თქვენი ამბიციებით. მეტის მოთხოვნის საბაბი არ გჭირდება. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკმაყოფილო ხართ იმით, რაც გაქვთ, რომ „არასდროს გაქვთ საკმარისი“. თქვენ აფასებთ იმას, რაც გაქვთ, მაგრამ არ გსურთ გაჩერდეთ. და თუ გარშემომყოფებს ამაზე პრობლემები აქვთ, ეს არის შესაძლო სიგნალი იმისა, რომ თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი გარემო.




1
99
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
99
  
14 ივნისი, 11:49
როგორც ყოველთვის საინტერესო და სასარგებლო სტატიაა.
მე ვთვლი, რომ ზოგადად ქალმა საერთოდ არ უნდა მოიხადოს მამაკაცთან ბოდიში, თუ კაცია ასედაც გაიგებს და ისედაც, შესაბამისად ქალს ბოდიშის მოხდასაც არ მოსთხოვს.
ბაბუა იტყოდა: "ქალს კარგად გაზრდილი ძაღლიც კი არ უყეფსო".
0 1 1