მოვლენები
სირცხვილისა და საცვლების გარეშე: რეალითის ვარსკვლავმა თავისი სი#იშვლით კანი შოკში ჩააგდო
31 მარტი, 22:17
კანის კინოფესტივალი კინოსამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, სადაც ცნობილი მსახიობები მთავარი პრიზების მოპოვების გარდა, ერთმანეთს საზოგადოებრივი ყურადღების მოსაპოვებლადაც ეცილებიან, თუმცა ბოლო წლებში, ფესტივალის სტუმრები საზოგადოების ყურადღებას არა მხოლოდ თავისი სამოსით, არამედ უფრო მისი არარსებობით იპყრობენ.
კანი უკვე დიდი ხანია რაც სელებრითების "შიშველი" კაბებისა და ინტიმური თეთრეულის დემონსტრირების ადგილად იქცა, რომლებიც ვარსკვლავების "ღირსებებს" გარშემომყოფებისგან ძლივს თუ ფარავენ. ბოლოს კანი ცნობილმა ამერიკელმა რეალითი - შოუს ვარსკვლავმა ფარა აბრაჰამ აალაპარაკა.
გოგონამ ღონისძიებაზე დასასწრებად საკმაოდ თამამი, ელეგანტური კაბა შეარჩია, ინტიმურ თეთრეულზე კი გადაწყვიტა დიდხანს არ ეფიქრა, და მის ჩაცმაზე საერთოდ უარი თქვა, რითიც ღონისძიების მთავარ გმირადაც კი იქცა.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მხოლოდ ვივარაუდოთ რა რეაქცია ექნებოდათ ფოტოგრაფებსა და დამსწრე საზოგადოებას მისი "ღირსების" ახლოდან დანახვისას.