სხვა გოგა ხაინდრავა: "ამერიკაში დაფუძნდა ტრანსგენდერთა დიდი ,,ბაიდენობა'' 31 მარტი, 16:48 "ამერიკაში დაფუძნდა ტრანსგენდერთა დიდი "ბაიდენობა", აღდგომას ჩაენაცვლა ხილვადობის დღე! ამიერიდან ქართულ პოლიტიკაში და NGO სექტორში მოღვაწე ტრანსებს, გეებს, სოდომ-გომორელებს, მწიგნობრებს და ფარისეველებს! საელჩოს დასტურით! ეძლევათ ზეიმში მონაწილეობის უფლება"-წერს სოციალურ ქსელში კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა. შეგახსენებთ, დღეს მსოფლიოს ქრისტიანთა უმრავლესობა (კერძოდ კათოლიკეები, პროტესტანტები, ფინეთის მართლმადიდებლები, სომხური და ასირიული მიაფიზიტურ-ორთოდოქსული ეკლესიები, ასირიული აღმოსავლეთის ეკლესია) ნიკეის პირველი მსოფლიო კრების განწესების მიხედვით (გაზაფხულის დღეღამსწორობის შემდგომი სავსემთვარობის შემდგომი კვირა დღე) აღნიშნავენ ქრისტეს აღდგომის დიდ დღესასწაულს! ხოლო მართლმადიდებლებს (ფინეთის ეკლესიის გამოკლებით), კოპტურ, ეთიოპიურ, ერიტრეულ მიაფიზიტურ-ორთოდოქსულ ეკლესიებს და ასირიულ აღმოსავლეთის უძველესად წოდებულ ეკლესიას (ნესტორიანული ეკლესიის მეძველსტილე განხეთქილება) ექნებათ აღდგომა ერთი თვისა და 5 დღის შემდგომ, რისი მიზეზიც არის მოძველებული გამოთვლითი ასტრონომიულ-მათემატიკური ცხრილის (ალექსანდრიული პასქალიონის) გამოყენება. 354 2-ს მოსწონს
|