ქალი და მამაკაცი აშშ-ს არმიის ვეტერანი სიამის ტყუპებზე დაქორწინდა 31 მარტი, 12:06
სიამის ტყუპები შეერთებული შტატებიდან, ებიგაილი და ბრიტანი ჰენსელები (ახლა ისინი 34 წლის არიან ) გათხოვდნენ.
უფრო სწორად, ები დაქორწინდა - ბოლოს და ბოლოს, ერთ მამაკაცს არ შეუძლია ოფიციალურად დაარეგისტრიროს ქორწინება ორივესთან. ჰენსელებმა აბიგაილის ქორწილის შესახებ მხოლოდ ახლა გაამჟღავნეს, თუმცა ცერემონია სამი წლის წინ შედგა. მისი ქმარი მედძმა ჯოშ ბოულინგია. ახლა დები შვილზე ოცნებობენ. ჰენსელები დაიბადნენ მინესოტაში უბრალო ოჯახში (მამა დურგალია, დედა კი სასწრაფო დახმარების ექთანი). დაბადებამდე მშობლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა ელოდათ მათ. როდესაც ტყუპები დაიბადნენ, სამშობიაროში სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. ექიმებს არ ჰქონდათ იმედი, რომ გოგონები გადარჩებოდნენ - და შესთავაზეს მშობლებს, რომ ჩვილები გაეცალკევებინათ (ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი ბავშვი განწირული იქნებოდა). მაგრამ მათ მიიღეს კატეგორიული უარი. "როგორ უნდა გამეკეთებინა ასეთი არჩევანი?!" -განმარტა ტყუპების მამამ, ჯოშმა. დებს გამხდარიყვნენ- ოპტიმისტები და აქტიურები (მათ არ ერიდებათ, მაგალითად, საცურაო კოსტუმში პოზირებას) დაეხმარათ ახლო ნათესავების დიდი სიყვარული. მხოლოდ ერთი მაგალითი: ქალიშვილების გაჩენის შემდეგ დედა რამდენიმე დღე საწოლში იწვა. ამ ხნის განმავლობაში დეიდა ზრუნავდა ჩვილებზე: ხელით ატარებდა, ბოთლიდან აჭმევდა და დედის მაისურს იცმევდა, რათა ბავშვები მის სუნს მიჩვეოდნენ... ტყუპებს განსხვავებული ხასიათი აქვთ: ბრიტანს უყვარს ხმაურიანი კომპანიებში გართობა, ებიგაილს კი სახლში ყოფნა.გემოვნებაც განსხვავებულია: ბრიტანი არ ჭამს თევზს და ხორცს, ხოლო ებიგაილს სძულს რძე. მათ შეიძლება ტანსაცმლის არჩევისას ჩხუბი მოუვიდეთ: ძნელია შეარჩიონ ისეთი, რომელიც ორივეს მაშინვე მოეწონება. ებიგაილის მათემატიკისკენ აქვს მიდრეკილება, ბრიტანის კი ჰუმანიტარული საგნებისკენ.სწავლის დასრულების შემდეგ გოგონებმა მინესოტას დაწყებით სკოლაში მასწავლებლად დაიწყეს მუშაობა: ბრიტანი ასწავლის ლიტერატურას და ისტორიას, ები ფიზიკა-მათელმატიკას.თუმცა, დებს ორივეს ერთი ხელფასი აქვთ. მათი რჩეულია მედძმა და აშშ-ს არმიის ვეტერანი ჯოშუა ბოულინგი . საქორწინო წვეულება ძალიან ვიწრო ოჯახურ წრეში გაიმართა.ჯოშუა დებზე ერთი წლით უმცროსია, ის უკვე დაქორწინებული იყო და პირველ ქორწინებიდან შვილიც ჰყავს. ების და ბრიტს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ დედამთილთან: ქალი შვებულების დროს მათთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს. ახლა სიამის ტყუპებს სურთ გახდნენ დედები, წერს The Daily Mail. დებს, თეორიულად, შეუძლიათ დაორსულდნენ და გააჩინონ ბავშვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის შემაშფოთებელი მომენტები. ექიმებს ჯერ არ უთქვამთ, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს ნაყოფის განვითარებამ ტყუპების ორგანიზმზე 121 3-ს მოსწონს
|