საქართველო
"არ გჯერათ? აგერ, მთავარი არხის დირექტორად დაუნიშნავთ..." - რა ინფორმაციას ავრცელებს შალვა ნათელაშვილი
31 მარტი, 8:10
"ლეიბორისტული ბარტიის" თავმჯომარე შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ნიუ-იორკიდან ღია პოსტით მიწერილი გზავნილის შინაარს ასაჯაროებს. მისი თქმით, "მთავარი არხის" დირექტორად ბიძინა ივანიშვილის ვაჟის, ბერა ივანიშვილის კომპანიის "სილქ ფაქტორი სტუდიოს" დამფუძნებელი, პირველი გენერალური დირექტორი მანუჩარ ახალაია დაინიშნა. ნათელაშვილის თქმით, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამოა მისი პარტიის ხსენება აკრძალული როგორც "იმედის", ასევე ზემოაღნიშნული არხის ეთერშიც:
"მოკლედ როგორც კი ვიტყვი, რომ ქართულ პოლიტიკაში აღარაფერი გამაოცებს, ისეთი სიურპრიზი მეცემა თავზე, რის საანალიზოდაც უკვე ლოგიკური აზროვნებაც აღარ მყოფნის. არ გჯერათ?
აგერ, --------დღეს მწერენ ნიუ--იორკიდან თანაც ღია პოსტით, რომ ტელეკომპანია მთავარი არხის დირექტორად დაუნიშნავთ არც მეტი არც ნაკლები ოლიგარქის ვაჟის, ბერა ივანიშვილის კომპანია--სილქ ფაქტორი სტუდიოს დამფუძნებელ, პირველი გენერალური დირექტორი მანუჩარ ახალაია. ახლა უკვე სრულიად გასაგებია რატომ იკრძალებოდა ამ არხზე ისევე როგორც იმედსა და სხვა ივანიშვილის გაკონტროლებულ ტელევიზიებში ლეიბორისტული პარტიის ხსენება."- ვკითხულობთ შალვა ნათელაშვილის პოსტში.