პარამეცნიერებები ამერიკამ გამოაქვეყნა ამო-ს ნახაზები 2012, 13 ოქტომბერი, 21:37 ამერიკის ნაციონალურმა არქივმა პირველად გამოაქვეყნა მფრინავი თეფშის სურათები და ნახაზები, რომელსაც სახელად ერქვა - "პროექტი 1794". ეს პროექტი მუშავდებოდა ამერიკაში 1950-იან წლებში.
საბრძოლო ამოს შექმნა მინდობილი ჰქონდა კანადურ კომპანიას.დისკის ფორმის საფრენი აპარატი გათვლილი იყო ვერტიკალურ აფრენასა და დაშვებაზე. მას შეეძლო განევითარებინა მაქსიმალური სიჩქარე 4 ათასი კმ/სთ.
ფრენის ქვედა ზღვარი იყო 30 კმ. ზედა კი 1.8 ათასი კმ.
პროექტის ბიუჯეტი შეადგენდა 27 მილიონ დოლარს. დასამზადებლად საჭირო იყო 2 წელი.
პროექტი არ შედგა იმიტომ, რომ სპეციალისტებმა ვერ შეძლეს დაემზადებინათ ასეთ სიმაღლეზე მფრინავი აპარატი. კანადელებმა დაამზადეს დაბალ სიმაღლეზე მფრინავი 2 ასეთი აპარატი. 280 4-ს მოსწონს
|