x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138408
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ჩინელმა მილიონერმა შვილს 20 წლამდე დაუმალა სიმდიდრე, რათა მემკვიდრე მოკრძალებულად გაზრდილიყო და წარმატებისთვის თავისით მიეღწია
image

ჩინელმა მილიონერმა ჩჟან იუ დუმ შვილს სიმდიდრე დაუმალა, რათა მოკრძალებულად გაზრდილიყო




მილიონერი ჩინეთიდან 20 წლის განმავლობაში ახერხებდა საკუთარი შვილისთვის ქონების დამალვას ისევ მისი კეთილდღეობისთვის. ამის შესახებ South China Morning Post-ი იტყობინება.


პოპულარული ბრენდის მფლობელის ვაჟმა, 24 წლის ჩჟან ცზი ლუმ აღიარა, რომ მამა მას 20 წლამდე უმალავდა ოჯახის სიმდიდრეს.



ახალგაზრდა მამაკაცის თქმით, მშობელმა სიმართლე დაუმალა, რადგან მას სურდა შვილისთვის ჩაუნერგა ცხოვრებაში წარმატების დამოუკიდებლად მიღწევის სურვილი და ასევე ჰქონოდა მოკრძალების უნარი.


51 წლის ჩჟან იუ დუ არის სასუქების კომპანია Mala Prince-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, რომელიც ყოველწლიურად აწარმოებს 600 მილიონი იუანის ღირებულების(228 მილიონი ქართული ლარი)საქონელს. ბრენდი დაარსდა იმავე წელს, როდესაც დაიბადა მისი ვაჟი.

image

ჩჟან უმცროსმა იცოდა, რომ ოჯახი ფლობდა წარმოებას, მაგრამ ატყუებდნენ, რომ კომპანიას ბევრი ვალები ჰქონდა და ასევე მნიშვნელოვანი მოგებას ვერ ნახულობდა


ბიჭი გაიზარდა ჩვეულებრივ ბინაში, ჰუნანის პროვინციაში. ის დამოუკიდებლად ჩაირიცხა რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლაში. როდესაც ჩჟანი გაიზარდა, ოცნებობდა სტაბილური სამუშაოს პოვნაზე, რა დროსაც ყოველთვიური შემოსავალი 6 000 იუანის ფარგლებში ექნებოდა(დაახლოებით 2200 ქართული ლარი), რათა დახმარებოდა თავის ოჯახს ვალების გადახდაში.


მხოლოდ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ უთხრა მამამ მათი სიმდიდრის შესახებ, მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდა ოჯახი საცხოვრებლად 10 მილიონი იუანის (დაახლოებით 3, 8 მილიონი ლარი) ღირებულების ფეშენებლურ სასახლეში.


ჩჟან უმცროსმა დაიწყო მუშაობა მამის კომპანიის კომერციულ განყოფილებაში. ამავდროულად, ჩჟან იუ დუ ირწმუნება, რომ კომპანიას მემკვიდრეობით გადასცემს შვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეძლებს საკუთარი ნიჭის დემონსტრირებას.


ამავდროულად, ახალგაზრდა მემკვიდრემ აღიარა, რომ ფინანსური თავისუფლებით სარგებლობს. "სიმდიდრე მახარებს", - თქვა მან ინტერვიუში.

0
568
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
568
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0