x
image
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
საინტერესო ფაქტები მამაკაცების მაკიაჟის ისტორიიდან

იცოდით, რომ კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში, მათ შორის რუსეთისა და ევროპის ისტორიის განმავლობაში, მამაკაცები საკმაოდ აქტიურად იყენებდნენ მაკიაჟს?image

1. ძველი ეგვიპტე

ძველ ეგვიპტეში მამაკაცებიც და ქალებიც ატარებდნენ მაკიაჟს. მაკიაჟი უფრო განსხვავდებოდა სხვადასხვა კლასის ადამიანებში, ვიდრე სქესს შორის. მაგალითად, აბსოლუტურად ყველა ისვამდა შავ ფანქარს თვალებზე. ითვლებოდა, რომ ასეთი ლაინერი იცავდა მათ ბოროტი სულებისგან, რომლებიც იწვევენ კონიუნქტივიტს. მართლაც, თვალის შეღებვის პროდუქტების შესწავლის შემდეგ, მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უშლიან ანთებით პროცესებს.
იმ პირობებში, როდესაც უდაბნოდან მუდმივმა ქარმა შეიძლება გამოიწვიოს კონიუნქტივიტი, ასეთი მაკიაჟი ღირებული იყო. გასაკვირი არ არის, რომ ერთ დღეს პირამიდების მშენებლობაზე მუშები გაიფიცნენ და აჯანყებით დაემუქრნენ, რადგან თვალის ლაინერი დროულად არ მიუტანეს!
ყველაზე რთული და მკვეთრი მაკიაჟი, რა თქმა უნდა, ფარაონსა და ქურუმებს ესვათ; მას აშკარად რიტუალური მნიშვნელობა ჰქონდა.image

2. ბაბილონელები, ასურელები და რომაელები

დიდგვაროვანმა ბაბილონელებმა რაღაც მომენტში დაიწყეს სახის გათეთრება, რათა მაქსიმალურად გამოერჩიათ თავი უხეში, გარუჯული გლეხებისგან. გარდა ამისა, დაიწყეს ფრჩხილების შავად შეღებვა და წარბების გაერთიანება საღებავებით. ამ ყველაფრის გამეორება უბრალო ხალხისთვის აკრძალული იყო.
ძველი ასურელები და რომაელები ხშირად მიდიოდნენ შეღებილკი წარბებით და წითლად ან შავად შეღებილი ტუჩებით. ალბათ, მტრის შესაშინებლად. გარდა ამისა, არსებობს საშინელი თეორია მათგან, ვისაც უყვარს ისტორიაში ყველაფრის დამოუკიდებლად ახსნა, რომ მეომრები მზად იყვნენ სიკვდილისთვის და წინასწარ “იმზადებდნენ" თავს დაკრძალვისთვის. image

3. ჩინელები

ძველად დიდგვაროვანი ჩინელები ფრჩხილებს შავი ლაქით იღებავდნენ - რაც, სხვათა შორის, ფრჩხილებს ამკვრივებს. წითელ ლაქსაც აფასებდნენ, მაგრამ შავი მაინც უკეთ ამაგრებდა მას. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენ ხანს იზრდიდნენ დიდგვაროვნები ფრჩხილებს, ეს მეთოდი აქტუალური იყო.
ინკები, მაია და აცტეკები ფრჩხილებს ასევე იღებავდნენ, მაგრამ მათ არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ჩინელებთან და ბაბილონელებთან.
თუ ეგვიპტელები მხოლოდ თვალების მოხატვას ახერხებდნენ, ჩინელები წარბებსაც მელნით იხატავდნენ.
წარბის ფორმის ხაზგასმის ნაცვლად, ჩინელები, როგორც წესი, ახალს იხატავდნენ, სხვადასხვა მნიშვნელობით. განსაკუთრებით წარმატებული იყო შეკრული წარბები, რაც ბრძოლის დროს შემზარავად ჩანდა.
გარდა ამისა, ჩინელები და იაპონელები მამაკაცურობისა და მიმზიდველობისთვის იხატავდნენ ულვაშებსა და ღაწვებს. თმა სახეზე როგორც წესი ძალიან თხელი და თითქმის შეუმჩნეველი ეზრდებოდათ, ამიტომაც მათი მიხატვა უფრო მარტივი იყო.image

4. ვიკინგები

ვიკინგები თავიანთი შესანიშნავი დიდების დროს საკმაოდ მოდურები იყვნენ. ეკეთათ ბევრი სამკაული და ესვათ თვალის მაკიაჟი, რათა მტერს ადვილად ამოეცნო ისინი. გარდა ამისა, ბევრი ახალგაზრდა იღიავებდა თმას- სკანდინავიის რეგიონებში კაშკაშა ქერა ლამაზად ითვლებოდა. image


5. აფრიკელები

დიდ აფრიკელ ტომებს შორის მამაკაცის სილამაზე ძალიან ფასდება. ყველა ფულან მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე ცოლი, თუნდაც ის არ იყოს ძალიან მდიდარი, ამიტომ ქალები პირველ რიგში, სილამაზეს აქცევენ ყურადღებას.
მამაკაცები ეძებენ ახალ ცოლებს ერთკვირიანი სილამაზის კონკურსის დროს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ისინი იკეთებენ მაკიაჟს, გრიმს, იღიავებენ სახეს, იხატავენ თეთრ ხაზებს, რათა ცხვირი და სახე უფრო გრძელი და ვიწრო გამოჩნდეს, თვალებს კი შავად იხატავენ.
ზოგადად, მათი სადღესასწაულო მაკიაჟი იმდენად მრავალფეროვანია, რომ ნიღაბს წააგავს. მამაკაცები თვალებს ახამხამებენ და ფართოდ იღიმებიან, აჩენენ კაშკაშა თეთრ კბილებს და იქცევენ ამით ყურადღებას.image

0
54
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0