x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
რატომ იწერენ პირჯვარს კათოლიკეები და მართლმადიდებლები განსხვავებულად? - საინტერესო ფაქტი!

image


მართლმადიდებლობა კათოლიციზმისგან რადიკალურად განსხვავდება, მაგრამ კითხვაზე თუ რაში მდგომარეობს კონკრეტულად მათ შორის არსებული სხვაობა პასუხი ყველას არ აქვს. ეკლესიებს შორის განსხვავებები არა მხოლოდ სიმბოლიკაში, არამედ რიტუალებსა და დოგმატურ ნაწილშიც არსებობს, თუმცა დღევანდელ სტატიაში კონკრეტულად იმაზე მოგიყვებით თუ რატომ ისახავენ პირჯვარს მართლმადიდებლები მარჯვნიდან მარცხნივ, ხოლო კათოლიკეები - მარცხნიდან მარჯვნივ.

image


1570 წლამდე კათოლიკეებს უფლება ჰქონდათ პირჯვარი როგორც მარჯვნიდან მარცხნივ გადაესახათ, ასევე მარცხნიდან მარჯვნივ, თუმცა რომის პაპმა პიუს V დაჟინებით მოითხოვა რომ მორწმუნეებს პირჯვარი მხოლოდ მარცხნიდან მარჯვნივ გადაეწერათ და არავითარ შემთხვევაში პირიქთ. "მორწმუნე ჯვარს შუბლიდან მკერდისკენ და მარცხნიდან მარჯვნისკენ ისახავს" - ამბობდა ღვთის დიდი მოციქული.


image



საქმე იმაშია, რომ ხელის ამ ტრაექტორიით მოძრაობა ქრისტიანული სიმბოლიკის მიხედვით, მიანიშნებს ღმერთისადმი მიმართვას, ხოლო მარჯვნიდან მარცხნივ მოძრაობა - ღვთის მიერ მორწმუნებიის კურთხევას.

image

ალბათ, შეამჩნევდით, რომ როგორც მართლმადიდებელი, ასევე კათოლიკე მღვდლები პირჯვარს მორწმუნეებს მარცხნიდან მარჯვნივ გადასახვენ, რაც ერთგვარი დალოცვის ჟესტია, გარდა ამისა, რაც ასევე საინტერესოა არის ის რომ ხელის მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ ნიშნავს ცოდვიდან ხსნაზე გადასვლას, ვინაიდან მარცხენა მხარე ქრისტიანობაში ეშმაკის ძალასთან ასოცირდება, ხოლო მარჯვენა - ღვთაებრივთან, ჯვრის მარჯვნიდან მარცხნივ გადასახვა კი ღვთაებრივის ეშმაკზე გამარჯვების ნიშანია.









0
395
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
395