ვარსკვლავები 7 ყველაზე ,,შიშველი კაბა" ჰოლივუდის ისტორიაში, რომელთა შესახებ დღესაც საუბრობენ 27 მარტი, 18:11
2. ჯეინ ბირკინი ფილმის პრემიერაზე 1969 წელს ჯეინ ბირკინის ეს ფოტოსურათი, ვიწრო, გამჭვირვალე ნაქსოვი კაბით და კალათით ნამდვილად საკულტო გახდა. სინამდვილეში კი გამიზნული სულაც არ იუყო, რომ ეს “ლუქი" შიშველი უნდა ყოფილიყო.
ჯეინი გამოჩნდა მისი 1969 წლისფილმის, “სლოგანი"-ს პრემიერაზე, კამერების შუქმა კი მისი კაბა სრულიად შემთხვევით გახადა “შიშველი". 3. შერი Met Gala-ზე 1974 წელს 1974 წელს ჩერმა Met Gala-ს წითელ ხალიჩაზე ბობ მაკის ამ განსაცვიფრებელი კაბით გაიარა. 4. ქეით მოსი Elite Models-ის წვეულებაზე 1993 წელს 1993 წელს სუპერმოდელმა ქეით მოსმა 90-იან წლებში “შიშველი კაბა" შემოიტანა მოდაში შემოიტანა თავისი ლუქით. ქეითს Elite Model Management-ის წვეულებაზე ნიუ-იორკელი დიზაინერის ლიზა ბრიუსის მიერ შექმნილი ეს ვერცხლისფერი კაბა ეცვა.
ჯეინ ბირკინის საკულტო კაბის მსგავსად, ქეითის ეს კაბაც შემთხვევით აღმოჩნდა გამჭვირვალე.. მან ჟურნალ Vogue-ს განუცხადა: ”ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მე ნამდვილად დავიბენი. წარმოდგენა არ მქონდა, რატომ იყო ყველა ასე აღელვებული - ბნელ ბინაში კაბა არ იყო გამჭვირვალე!”
5. სარა ჯესიკა პარკერი Vogue Fashion Awards-ის დაჯილდოებაზე 1997 წელს ესაა ის ლუქი, რომელმაც შიშველ კაბას სახელი მისცა. Sex and the City-ის მეექვსე ეპიზოდში, მთავარი გმირი კერი ბრედშოუ ვიწრო, კრემისფერი DKNY კაბით გამოდის. მეგობრები განიხილავენ მის კაბას პაემნისთვის, შოკირებული შარლოტამ მას "შიშველი" კაბა უწოდა. ითვლება, რომ გამოგონილმა კერიმ შექმნა ტანსაცმლის ეს სტილი, მაგრამ მსახიობმა სარა ჯესიკა პარკერმა ეს სამოსი საკულტო ეპიზოდის ეთერში გასვლამდე თითქმის ერთი წლით ადრე ჩაიცვა.
6. როუზ მაკგოუენი VMA-ს დაჯილდოებაზე 1998 წელს მოძრაობა #MeToo-მდე ორი ათწლეულით ადრე, როუზ მაკგოუანმა VMA-ის წითელ ხალიჩაზე მძივებიანი კაბა და შავი ტანგა მოირგო, ამით როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ერთგვარი პოლიტიკური განცხადება გააკეთა.
2019 წელს მან ინტერვიუში თქვა: ”ეს იყო ჩემი პირველი საჯარო გამოჩენა სექსუალური შევიწროების შემდეგ. და მე მეგონა, რომ რასელ ქროუს მსგავსად იყო გლადიატორში, როდესაც ის არენაზე გავიდა და თქვა: "ერთობით?"
7. რიანა CFDA Fashion Awards-ზე 2014 წელს რიანა 2014 წლის CFDA Fashion Awards-ზე გამოჩნდა 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო შიშველი კაბით. ამგვარად მან პატივი მიაგო ჟან ლუის კაბას, რომელიც მან მერილინისთვის შექმნა. კაბა 200 000 სვაროვსკის კრისტალით იყო მორთული. 52 1-ს მოსწონს
|