x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მდიდრებიც ტირიან-კიმ კარდაშიანი კვლავ მარტოა
image

უცნობილესი ტელეპერსონა თავის ახალგაზრდა საყვარელს დაშორდა.მოგეხსენებათ, რომ მდიდრებიც ტირიან.


ასე რომ, კიმ კარდაშიანმა, როგორც მდიდარმა, ლამაზმა და ცნობილმა ქალმა, კვლავ განიცადა ფიასკო პირად ცხოვრებაში.


Daily Mail-ის ცნობით, კიმ კარდაშიანის და ოდელ ბეკჰემ- უმცროსის რომანტიკული ისტორია დასრულდა.


image

თაყვანისმცემლებმა განგაში მას შემდეგ ატეხეს, როცა მიხვდნენ, რომ საყვარლები დიდი ხნის განმავლობასი ერთად აღარ უნახავთ.


”ისინი აღარ ხვდებიან ერთმანეთს, ” - განაცხადა ინსაიდერმა.


თუმცა, წყვილის დაშორების მიზეზები არ სახელდება.


შეგახსენებთ, რომ ვარსკვლავების ურთიერთობა მიმდინარე წლის თებერვალში გახდა ცნობილი.


წარმატებულ ქალბატონებსა და ახალგაზრდა მამაკაცებს შორის ურთიერთობა ახალი არ არის, ასე, რომ 43 წლის კარდაშიანსა და 31 წლის სპორტსმენს შორის კავშირი თაყვანისმცემლებმა ბუნებრივად აღიქვეს.

image



თუმცა, ერთი პიკანტური დეტალი საზოგადოების ყურადღების მიღმა არ დარჩენია: ეფექტური ბიჭი მთლიანად კარდაშიანთა კლანით იყო დაინტერესებული.


მანამადე, ოდელ ბეკჰემ უმცროსმა ურთიერთობა დაამყარა ტელევარსკვლავის დასთან, ხლოე კარდაშიანთან და მხოლოდ ამის შემდეგ გარისკა მწვერვალის დაპყრობა.


შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანი ადრე კანიე უესტზე იყო დაქორწინებული.ბიზნესვიმენი და ტელეპერსონა ამ ქორწინების შედეგებს კვლავაც იმკის.



რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ ოთხი ქალიშვილის დედა, მსახიობი თაკო ტაბატაძე, ფეხბურთელ ნუგზარ სპანდერაშვილს დაშორდა, ამის პირველი მტკიცებულება ის არის, რომ ნუგზართან ერთად გადაღებული არც ერთი ფოტო თუ „სთორი“ მის სოციალურ ქსელში აღარ იძებნება. მსახიობს ყველა ფოტო წაშლილი აქვს.


მეორეც, როცა მას ამის შესახებ ჰკითხეს პასუხი მოკლე დალაკონური იყო:


„ჩემი ცხოვრებაა და არ მინდა ამაზე საუბარი“.

0
122
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
122
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0