x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"ამ ვიდეოში მე არ ვარ" - იტალიის პრემიერ-მინისტრს სურს, სკანდალური პორნოვიდეოს ავტორები გაასამართლონ
image

ნეიროქსელების სწრაფი განვითარების ფონზე, პოლიტიკოსები და პოპ ვარსკვლავები სულ უფრო ხშირად ხდებიან როგორც შედარებით უვნებელი იუმორისტული ვიდეოების, ისე სერიოზულად გაყალბებული ფოტო-ვიდეოგოლების გმირები, რომლებმაც შეიძლება მნიშვნელოვნად შელახონ მათი რეპუტაცია.


ყველაზე ხშირად საუბარია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, ფილმების ზრდასრულთათვის შესაქმნელად, სადაც ცნობადი საზოგადო პირები "მონაწილეობენ". ამრიგად, ბრიტანული "მეოთხე არხი"ს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თითქმის 4000 ცნობილი სახე გახდა ფეიკ „ცხელი კონტენტის “ მსხვერპლი, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანაა, ბევრს ახსოვს ალბათ, როდესაც ანალოგიური ვიდეო გაუვრცელეს "ღამის შოუს ბენდის" ერთ-ერთ სოლისტს ბაბი კირიკიტაძეს.



ასეთმა უნიკალურმა „დიდების წუთმა“ არც იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი დაინდო. ჯერ კიდევ პანდემიის დროს, მთავრობის მეთაურმა აღმოაჩინა, რომ ის იყო დიპ-ფეიკ პორნო ვიდეოს გმირი, რომელსაც მილიონობით ნახვა ჰქონდა. უფრო მეტიც, ქალს, მაშინდელ "იტალიის ძმების" პარტიის ხელმძღვანელს, ყველაზე მეტად არ ესიამოვნა მისი გვარის ირონიული თამაში პიკანტურ ვიდეოში (ადგილობრივ ჟარგონზე ეს ქალის მკერდს ნიშნავს). გამოძიების დროს, რომელიც რამდენიმე წელი გაგრძელდა, პოლიციამ დაადგინა ტელეფონის ნომერი, საიდანაც სკანდალური ვიდეოები აიტვირთა ამერიკულ პორნო საიტზე. შედეგად, სამართალდამცავებმა იპოვეს კუნძულ სარდინიაზე მცხოვრები - მამა - შვილი, რომლებმაც დაამზადეს ყალბი ვიდეო პრემიერ მინისტრის მონაწილეობით.



ახლა მელონი აპირებს უჩივლოს "იატაკქვეშა რეჟისორებს" 100 000 ევროს სანაცვლოდ. სხდომა 2 ივლისს არის დაგეგმილი. პოლიტიკოსის ადვოკატმა ამ თანხას "სიმბოლური" უწოდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმის მოგების შემთხვევაში, მთელი თანხა გადაირიცხება იტალიაში ძალადობით დაზარალებული ქალების დახმარების ფონდში.


0
241
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0