x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ამ პროდუქტებს დღემდე არასწორად რომ ამზადებდით, იცით?
რამდენ თქვენგანს გონია, რომ რასაც ამზადებს, რადგან გემრიელი გამოსდის, იდეალურ რეცეპტს ფლობს? არსებობს გარკვეული პროდუქტები, რომელთა გამოყენება საჭმელებში, ბევრმა, დღემდე შეცდომით იცის.



image




ამ პროდუქტებს დღემდე არასწორად რომ ამზადებდით, იცით?




1. ცივი წყალი უნდა გავავლოთ თუ არა მოხარშულ მაკარონს?


image



ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხია: არა, ეს შეცდომაა! ფაქტია, რომ ეს ჩვევა საბჭოთა დროიდან მოდის, როცა მხოლოდ ჩვეულებრივი ხორბლის ფქვილისგან დამზადებული მაკარონი იყო გაყიდვაში. ასეთი მაკარონი ერთმანეთზე ეწებებოდა, თუ მაშინვე არ გაირეცხებოდა.


ახლა საქმე ძირითადად მტკიცე ხორბლის პასტასთან გვაქვს, ისინი ერთმანეთს არ ეწებება, თუ მას ბევრ წყალში მოამზადებთ თავსახურის გარეშე. მაგრამ, თუ ისინი დაიწყებენ შეწებებას, დაამატეთ ცოტა კარაქი ან მცენარეული ზეთი.






2. შევწვათ თუ არა პროდუქტები ზეითუნის ზეთში?

image

როცა ხმელთაშუა ზღვის კერძებს ვამზადებთ, ხელი ზეითუნის ზეთზე მიგვიწვდება. უფრო მეტიც, ხშირად, ვცდილობთ კერძი კიდევ უფრო უკეთესი გავხადოთ, რისთვისაც შესაწვავად ვირჩევთ ძვირფას ზეთს.


უმჯობესია შეინახოთ იგი სალათისთვის ან სხვა ცივი კერძისთვის. ექსტრა, ცივი წნეხვით მიღებული ზეითუნის ზეთის წვის ტემპერატურა საკმაოდ დაბალია, ამიტომ დამწვარი გემო შეიძლება ჰქონდეს საკვებს ან გააფუჭოს ის და ასევე კანცეროგენის დოზის მიღების რისკი. გამოიყენეთ რეგულარულად რაფინირებული ზეითუნის ზეთი.






3. როდის უნდა ჩავყაროთ პომიდორი წვნიანში ან ჩაშუშულში?

image

ვჩქარობთ და ხშირად გვსურს ყველა ინგრედიენტი ქვაბში ერთდროულად მოვათავსოთ, რათა ყველაფერი ჩვენი მონაწილეობის გარეშე მოიხარშოს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შესაძლებელია, მაგრამ არა მაშინ, როდესაც კერძში პომიდორია.


შეცდომების თავიდან ასაცილებლად, გახსოვდეთ ოქროს წესი: მჟავა (და პომიდორი არის პროდუქტი, რომელიც მის დიდ რაოდენობას შეიცავს) აჩქარებს ხორცის მოხარშვას, მაგრამ არ აძლევს ბოსტნეულს მოხარშვის საშუალებას.


ანუ, თუ თქვენ ამზადებთ, მაგალითად, წვნიანს - ბორში, სუპი, მაშინ პომიდორი ან ტომატის პასტა უნდა დაამატოთ მას შემდეგ, რაც უკვე მოხარშული იქნება კარტოფილი, სტაფილო, კომბოსტო და სხვა ბოსტნეული. თუ ხორცს ხარშავთ, პომიდორი დაუყონებლივ დაუმატეთ - მაშინ ხორცი კიდევ უფრო რბილი გახდება.






4. როგორ მოვხარშოთ კარტოფილი, თავდახურული თუ მის გარეშე?


image

წყალი მალე დუღდება და "გარბის"... ნაცნობი პრობლემა მათთვის, ვინც ბევრ რამეს აკეთებს ერთდროულად. ასეთი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ხშირად ხსნით ქვაბიდან საფარს, მაგრამ თუ კარტოფილს და სხვა ბოსტნეულს ამზადებთ, ეს შეცდომაა.


ფაქტია, რომ თავსახურის დახურვით არ ვაძლევთ ვიტამინებს აორთქლების საშუალებას, ვინარჩუნებთ საკვების არომატს, გემოს, სასარგებლო თვისებებს, ასევე ვაჩქარებთ მომზადების პროცესს.






5. შეიძლება თუ არა კექსის ჭამა ღუმელიდან გამოდგმისთანავე?


image

საქმე იმაში კი არაა, რომ დაიწვავთ პირს, როდესაც ცხელ კექსს მიირთმევთ, რა თქმა უნდა, ესეც მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო ის, რომ ცხელ ნამცხვარს დაჭრის დროს ფორმა ეკარგება და ძალიან ცხელი პროდუქტის გემოს ბოლომდე ვერ შეიგრძნობთ. კექსი უნდა მიირთვათ ოდნავ თბილი, ან ცივი. ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით გემრიელია მეორე დღეს.






6. ბოთლში დარჩენილი ღვინო უნდა შევინახოთ თუ გადავღვროთ?


image

დიახ, ღვინო გახსნისას კარგავს სურნელს და მეორე დღეს თითქმის არავინ დალევს მას, მაგრამ მისი გადაღვრა მაინც შეცდომაა. თუ წითელი ღვინო დაგრჩათ, გამოიყენეთ იგი ძროხის ბურგუნიონის ან მაკარონის ბოლონეზის სოუსისთვის.


თუ თეთრია, მაშინ მასთან ერთად მოხარშეთ ჩახოხბილი. თუ სიდრი დაგრჩათ, გააკეთეთ ღორის ნორმანდია. თანამედროვე ეკონომიკურ პირობებში ეს ძალიან სწორია, თანაც, კიდევ როდის გახსნით ბოთლ კარგ ღვინოს მხოლოდ ხორცის მოსახარშად?






7. რატომ არის ინდაურის ფილე მშრალი?


image

ინდაური ჯანსაღი, ცილებით მდიდარი, არა ცხიმიანი, მაგრამ მშრალი ხორცია! ჩამოთვლილიდან ყველა სწორია უკანასკნელის გარდა. ინდაურის მშრალი ხორცის შესახებ გავრცელებული მითი ეფუძნება სისტემურ შეცდომას: მის მომზადებას.


მკერდი ძალიან სწრაფად იხარშება/მზადდება - მოსამზადებლად საჭიროა დაახლოებით 7 წუთი ტაფაზე და 15 წუთი ღუმელში. ეს ხორცი ცეცხლიდან/ღუმელიდან უნდა გამოიღოთ, როცა მოგეჩვენებათ, რომ ჯერ კიდევ არ არის მზად და ცოტაღა აკლია.






8. როგორ მოვამზადოთ ბროკოლი?


image

კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ცნობილია თავისი სარგებლიანობით, მაგრამ ძალიან ცოტას მოსწონს კულინარიაში გავრცელებული შეცდომის გამო: დიდი ხნის განმავლობაში ხარშვა და, შედეგად, მისი უსიამოვნო გემო და გარეგნობა. მწვანე ბოსტნეული, როგორიცაა ბროკოლი, ასპარაგუსი და ბარდა, უნდა მოხარშოთ უამრავ მარილიან წყალში. არავითარ შემთხვევაში ზედმეტად არ მოხარშოთ და რაც მთავარია, მოხარშვის შემდეგ გადაწურეთ ქვაბი და ჩაყარეთ ცივ წყალში, რომ მომზადების პროცესი დასრულდეს. ამ მეთოდს ბლანშინგს უწოდებენ. მისი წყალობით, ბოსტნეული რჩება გემრიელი, ლამაზი და ჯანსაღი.






9. ღვიძლი - წამალი თუ დელიკატესი?


image


ძალიან ხშირად ღვიძლს ურჩევენ დაბალი ჰემოგლობინის მქონე ადამიანებს და მას წამლად იყენებენ, ყოველგვარი სიამოვნების გარეშე. მაგრამ თუ თავიდან აიცილებთ გარკვეულ შეცდომებს, ამან შეიძლება მნიშვნელოვანი გასტრონომიული სიხარული მოგიტანოთ.


პირველ რიგში, თქვენ უნდა აირჩიოთ ძროხის ღვიძლი და არა ღორის ღვიძლი, რადგან ის უფრო დელიკატურია გემოთი და გლუვი კონსისტენციით.

მეორეც, აუცილებელია სანაღვლე გზების ამოღება, წინააღმდეგ შემთხვევაში კერძს მწარე გემო ექნება.

და მესამე, ჩვეულებისამებრ, თქვენ არ შეგიძლიათ ზედმეტად მომზადება! თუ ღვიძლს 1 სმ სისქის ნაჭრებად დაჭრით, თითო მხრიდან, დაახლოებით 2 წუთში მოიხარშება.






10. პიცის ტოპინგები - მაინც, რამდენი?


image

გავრცელებული შეცდომაა ძალიან ბევრი სოუსი, ძეხვი, ყველი და სხვა ინგრედიენტები, რომლებიც პიცას ღია ღვეზელად აქცევს. საჭიროა ზომიერი შიგთავსი, რათა ცომი დარჩეს ხრაშუნა, არ ჩამოიწუროს მასზე ბოსტნეულის წვენი და ნაჭერი აიღოთ და მიირთვათ ხელებით.






11. თევზი იშლება და იწვება?


image

დიახ, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად. ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ შეცდომას ვუშვებთ და გვავიწყდება მარილი. შესაწვავად მომზადებულ ნაჭრებს მომზადების დაწყებამდე 15 წუთით ადრე უნდა მოაყაროთ მარილი, ასევე უნდა გახსოვდეთ, რომ მარილი ჩაამატოთ იმ ზეთში, რომელშიც თევზი იწვება. ამ შემთხვევაში მიიღებთ მთლიან/შეკრულ, გემრიელ და ლამაზ კერძს.



0
228
3-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0