კონფლიქტები საინტერესო პარალელი, ერთი სქემა, ერთნაირი მოქმედებები, შედეგი-უზარმაზარი მსვერპლი 24 მარტი, 16:25 თითქოს მისტიკაა, ეს კადრი გადაღებულია 16 წლის წინ, ეს ბიჭი იმ ტერორისტული 10 კაციანი ჯგუფის ერთერთი წევრია, რომელმაც 2008 წელს შტურმით აიღო ფეშენებლური სასტუმრო "ტაჯ მაჰალი" მუმბაიში. პაკისტანელი 10 კაციანი ტერორისტული ჯგუფის შეიარაღებული წევრები დადიოდნენ სართულიდან სართულზე და ადგილზევე ხვრეტდნენ განურჩევლად ყველას, ვისაც კი გადაეყრებოდნენ. ყველას თან ჰქონდა ზურგჩანთა. თითოეული მათგანი პროფესიონალურ დონეზე იყენებდა ავტომატურ იარაღებს. სახელმიფოს ანტიტერორისტულ დანაყოფებთან შეტაკებაში დაიღუპა 9 ტერორისტი, გადარჩა მხოლოდ ეს ბიჭი, რომელიც მძიმედ იყო დაჭრილი და თავის აფეთქება ვერ მოასწრო. მას სსჯელის უმაღლესი ზომა-ჩამოხრჩობა მიუსაჯეს და 1 წლიწადში განაჩენი სისრულეში მოიყვანეს. ტერორისტების დამფინანსებელი სახელით "მირი", პაკისტანის სპეცსამსახურებმა მხოლოდ 2018 წელს დააკავეს და მას 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ეს სურათი კი ალბათ იცანით-სურათი გადაღებულია გუშინ, "კროკუს სიტი ჰოლში", სადაც ტერორისტებმა მოკლეს 133 ადამიანი და დაჭრეს რამდენიმე ათეული ადამიანი (მონაცემები ბოლომდე არაა დაზუსტებული, რადგან განადგურებულ შენობაში ჯერ კიდევ მუშაობენ მაშველები), აქაც მებრძოლები პროფეიონალები ჩანან, ყველას ზურგჩანთა უკეთია. ტერორისტებმა ისე დატოვეს ობიექტი, დანაკარგი არ ჰქონიათ. 302 5-ს მოსწონს |