x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"ეს გოგოები რო ცალტვინები არიან და "ფოტოსესიებზე"" გოიმდებიან..მარა, ეს ამდენი დაქნეული მამაკაცი საიდან იჩითებით ბიჯო"-ბაკურ სვანიძე
image

"ეს გ ო გ ო ე ბ ი რო ცალტვინა-მსუბუქები არიან (ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა) და "ფ ო ტ ო ს ე ს ი ე ბ ზ ე" გოიმდებიან და ყველა ტუტუცს, ვინც ეტყვის თითქოს ფოტოგრაფია, შ ი შ ვ ე ლ ფოტოებს აღებინებენ ან კიდე უგზავნიან, ეს ცალკე თემაა... მარა, ეს ამდენი დაქნეული მ ა მ ა კ ა ც ი საიდან იჩითებით.

image

ბიჯო, რო დამდგარხართ და ამ ფოტოების ს ა ჯ ა რ ო დ გამოქვეყნებით ემუქრებით მერე ქალებს? მარტო ამ ორ თვეში მ ე ხ უ თ ე მსგავსი საქმე გამოაცხადეს... რაც არ უნდა "გულახდილი" ფოტო გამომიგზავნოს ქალმა და ასე ვთქვათ "ა მ ა გ დ ო ს" და მერე გადაუაროს სურვილმა და აღარ სურდეს ჩემთან, შანსი არაა, იმას რაიმეს "გამოქვეყნებით" დავემუქრო... ვისაც არ უნდა, წ ა ვ ი დ ე ს... მერე რა, თუ როდესღაც "იმედს გაძლევდა"... მაშინ უნდოდა, ახლა აღარ უნდა.მორჩა. უნდა შეეგუო ამას და დარჩე კ ა ც ა დ!

image

რა იდიოტობაა ეს "თუ არ მომცემ შენს ფოტოს გამოვაქვეყნებ" - რა დორბლიანი "აჩუჩუნება" გჭირთ, რას გავხართ ბ***დ? ქალს ერთი სიტყვა წამოცდეს
რომ არ სურს ჩემთან და როგორ დავიმცირებ თავს ისე, რომ იმას ტვინი მო***ნა, ან სადმე დავხვდე და შევაწუხო, ან რამე მივწერო, ან მით უმეტეს
რაიმეთი დავემუქო?! თ ა ვ მ ო ყ ვ ა რ ე ო ბ ა არ გაქვთ?
image
ტელევიზორში რო უყურებთ რამდენი თქვენნაირი კ რ ე ტ ი ნ ი დაიჭირეს უკვე, ტ ვ ი ნ ი მაინც არ გაქვთ მაგ რეგვენ თავში რომ მიხვდეთ, თქვენც დაგიჭერენ?
image
ვააჰჰ... და ისევ, ეს ტუტუცი ქალები, ბიჯო, კაცს თუ მთელი არსებით არ ენდობი იმას "ნ უ დ ე ბ ი" როგორ უნდა გაუგზავნო თუ ქ ა რ ა ფ შ უ ტ ა და ტუტუცი არ ხარ? ან თქვენ რა გჭირთ? არიქა ვიღაცას ა უ***გა ჩემზეო და რო ფარფატდებით და გონებას კარგავთ...
image
მაგათ დედალ ვირებზეც უდ***თ ეგეთ კაცებს!
image
დაწყნარდით კაცო და მხოლოდ ნაცნობ და სანდო მამაკაცებს გაუგზავნეთ თქვენი მომხიბლავი სხეულის ფოტოები, თუკი ამის ასეთი დაუოკებელი სურვილი გაქვთ, რომ ვინმეს ეკეკლუცოთ ამით..."-წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე.
შეგახსენებთ, გუშინ სამართალდამცავებმა დააკავეს 43 წლის გიორგი ქაროსანიძე, რომელიც ქალებს ინტიმური შინაარსის ფოტოებს უღებდა და აშანტაჟებდა, მსხვერპლებს ცნობილი ფოტოგრაფის, ნუკრი ჯიოშვილის სახელით ეცნობოდა. თავად ჯიოშვილი ადასტურებს, რომ ნანახი აქვს სქრინი, სადაც თვითმარქვია ფოტოგრაფმა მისი სახელით სარგებლობდა.

საქმე, რომლის მასალებში 200-მდე ქალის 5 000-ზე მეტი ინტიმური ფოტო და ვიდეო კადრია, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გახსნა.

გამოძიება 19 წლის გოგოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო, რომელმაც ბრალდებულის მოთხოვნის შესრულებაზე უარი თქვა. გაშიფრულია დანაშაულის სქემაც.

ბრალის დაზუსტების პროცესი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მამაკაცი გადაყვანილია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში. სწორედ იქ წარედგინა მას ბრალი. პროცესს ესწრებოდა მისი ადვოკატიც.

"პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფა და, ამავე დროს, 139-ე მუხლის პირველი ნაწილით - ეს არის სექსუალური იძულება, მხოლოდ ერთი პირის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის წარედგინა მას ბრალი, 19 წლის გოგოს მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით.

ბრალდებული, ამ ეტაპზე, იყენებს დუმილის უფლებას და ბრალს არ აღიარებს. იყო მოყვარული ფოტოგრაფი, მას სოციალურ ქსელში დაანონსებული ჰქონდა რეკლამა, გოგოების მოძიება, შესაბამისი ჰონორარის გადახდის სანაცვლოდ, "- აცხადებს ადვოკატი ნათელა სივსივაძე.

0
220
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
220
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0