პროფილაქტიკა თავიდან რომ ავირიდოთ გაციება, ამისთვის შხაპის დროს აბაზანაში... 16 აპრილი, 11:28 გაციების პირველი სიმპტომები შეიძლება სრულიად შეუფერებელ დროს დაგვატყდეს: მნიშვნელოვან გამოცდამდე, სამუშაო შეხვედრამდე ან თუნდაც სასიყვარულო პაემანამდე. ასეთ მომენტებში ხშირად გაშმაგებული მივრბივართ უახლოეს აფთიაქში გაციების წამლების შესაძენად და შემდეგში მათ მისაღებად. თუმცა, არსებობს სხვა, მეტად მარტივი და ეფექტური გზა, როგორ ავიცილოთ მოსალოდნელი გაციება თავიდან.
რა უნდა გააკეთოთ, თუ გაციების სიმპტომები გაქვთ! ცოტამ თუ იცის, რომ ცხვირის შეშუპებას, ყელის ტკივილს, ხველას, წყლიან თვალებს და ცემინებას, უბრალოდ ცხელი შხაპის მიღებით მოხსნით. იმისთვის, რომ წყლის პროცედურები არამარტო სასიამოვნო, არამედ სასარგებლოც გახადოთ, გაციების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება სახლის პირობებში უნდა უნდა მოამზადოთ. თავიდან რომ ავირიდოთ გაციება, ამისთვის შხაპის დროს აბაზანაში...ამისათვის დაგჭირდებათ: ⇒ სიმინდის სახამებელი 120 გრ. ⇒ საკვები სოდა 60 გრ. ⇒ ყინულის კონტეინერი. ⇒ 2-3 ს.კ წყალი. ⇒ 5 ს.კ მალამო "Vicks VapoRab". მომზადების ტექნოლოგია: ნაბიჯი პირველი - სიმინდის სახამებელი და სოდა კარგად შეურიეთ მშრალ ჭურჭელში ერთმანეთს. ნაბიჯი მეორე - ნაზავს დაუმატეთ მალამო და კარგად აურიეთ. ნაბიჯი მესამე - მიღებულ მასას დაუმატე წყალი და ხელთათმანის საშუალებით ხელით გადაზილე. ნაბიჯი მეოთხე - მიღებული ტექსტურა გადაანაწილე ყინულის კონტეინერში და 2-3 საათით საყინულეში შეინახე. მითითებული დროის გასვლის შემდეგ ფორმებიდან ამოიღეთ მიღებული კუბები. შხაპის მიღებამდე მოათავსეთ სასაპნეში. ცხელი ორთქლის გავლენით კუბიკი დნება და გამოყოფს განსაკუთრებულ სამკურნალო არომატს. შხაპის მიღების შემდეგ გაციების საშინელი სიმპტომები დაგავიწყდებათ. P.S. გისურვებთ ჯანმრთელობას! 578 4-ს მოსწონს |
სტატია კი, როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.