x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცოლ-ქმარი, რომელიც ერთად სვამს, არ დაშორდება!
სიყვარული არის პიროვნული მიმაგრებულობის ემოცია. ფილოსოფიურ კონტექსტში კი სიყვარული სათნოებაა, რომელიც წარმოადგენს ყველა ადამიანურ სიკეთეს, თანაგრძნობასა და ერთგულებას.



საიდუმლო არ არის, რომ წყვილის ჯანსაღი ურთიერთობა ორივე პარტნიორის კარგ ქცევებსა და ურთიერთგაგების შედეგზეა დამოკიდებული. ასევე, ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ ურთიერთობის დროს მთავარი პრობლემა არის წყვილებიდან ერთ-ერთი მათგანის მეორის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ამის ყველაზე ხშირი მიზეზებია შიდა პრობლემები და ხასიათის ზოგიერთი თავისებურება.



image




მიჩიგანის უნივერსიტეტის სოციალური კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ალკოჰოლის ერთად მიღება, დადებითად მოქმედებს წყვილების ურთიერთობებზე. ნაშრომი გამოქვეყნდა The Journals of Gerontology-ში.




image




მეცნიერებმა გამოიკვლიეს 50 წელზე უფროსი ასაკის თითქმის ხუთი ათასი დაქორწინებული წყვილი. რესპონდენტთა ქორწინების საშუალო ხანგრძლივობა 33 წელი იყო, უმეტესობისთვის კი ის ერთადერთი.



image


გამოკითხვის დროს მკვლევარებმა სთხოვეს მონაწილეებს ეთქვათ კვირაში რამდენჯერ სვამდნენ და ამას აკეთებდნენ მარტო თუ მეუღლესთან ერთად. შემდეგ რესპონდენტებს ჰკითხეს, იყო თუ არა მათი პარტნიორი ალკოჰოლის მიღების შემდეგ გამაღიზიანებელი ან ზედმეტად მომთხოვნი, მკაცრი და ზოგადად - ცუდი მეუღლე.


აღმოჩნდა, რომ თუ მეუღლეები ერთად სვამდნენ ალკოჰოლს, მაშინ მათი ურთიერთობა ხასიათდებოდა, როგორც უფრო ძლიერი და ამ ქორწინებით კმაყოფილების მაჩვენებლი უფრო მაღალი იყო, ვიდრე იმ ოჯახებში, სადაც მხოლოდ ერთი პარტნიორი სვამდა, ან ისინი სვამდნენ ცალ-ცალკე.




P.S. თქვენ როგორ სვამთ? ერთად, წყვილში თუ ცალ-ცალკე სამეგობრო წრეში?


0
153
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0