ისტორია ხატინის ხოცვა-ჟლეტა 2024, 22 მარტი, 11:26 ![]() 1969 წელს სოფლის ადგილზე გაიხსნა ხატინის მემორიალური კომპლექსი, როგორც სიმბოლო და სსრკ-ს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ნაცისტების და მეკავშირეების მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი განადგურების მაგალითი. 1943 წლის დასაწყისიდან, ბელორუსიაში გაზრდილი პარტიზანული მოძრაობის გამო, გერმანიის სარდლობამ ჩაატარა სადამსჯელო ანტიპარტიზანული ოპერაცია სებეჟ-ოსვეია-პოლოცკის სამკუთხედში. ისევე როგორც ფსკოვის რეგიონში, გერმანულმა სარდლობამ ჩაატარა ანტიპარტიზანული ოპერაცია სახელწოდებით " ზამთრის მაგია" (გერმანულად: ვინტერზაუბერი), რომლის ფარგლებშიც, როგორც ჩანს, განადგურდა სოფელი ხატინი. ოპერაციაში მონაწილეობდა SS Sonderbattalion "Dirlewanger" და უსაფრთხოების ათი Schutzmannschaft ბატალიონი, ამათან იყო რვა ლატვიური ბატალიონი, ასევე მე-2 ლიტვური, 50-ე და 118-ე ბატალიონები. ამ ოპერაციის დროს გაძარცვეს და გადაწვეს 158 დასახლება, მათ შორის სოფლები ამბრასეევო, ანისკოვო, ბულა, ჟერნოსეკი, კალიუტი, კონსტანტინოვო, პაპოროტნოე, სოკოლოვო და სხვა.საერთო ჯამში, ოპერაციის დროს მხოლოდ ბელორუსიაში სასტიკად მოკლეს 3500 ადგილობრივი მცხოვრები, 2000 წაიყვანეს მძიმე სამუშაოზე გერმანიაში, 1000-ზე მეტი ბავშვი გაგზავნეს სალასპილსის სიკვდილის ბანაკში (ლატვია). ათასობით ადამიანი დაიღუპა ფსკოვის რეგიონში. ვინაიდან ფაშისტების დანაკარგები ერთეულებს ითვლიდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პარტიზანებთან შეტაკებები თითქმის არ ყოფილა და მთელი ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის გაჟლეტვაზე იყო აქცენტირებული. ხატინი 1943 წლის 22 მარტს გერმანიის კოლონას თავს დაესხნენ საბჭოთა პარტიზანები სოფელ კოზირთან, ხატინიდან 6 კილომეტრში, რის შედეგადაც დაიღუპა 118-ე შუტცმანშაფტის ბატალიონის ოთხი პოლიციელი. დაღუპულთა შორის იყო ბატალიონის მეთაური ჰაუპტმანი ჰანს ვოლკე. ![]() გრიგორი ვასიურას მეთაურობით ისინი ერთად შევიდნენ სოფელში და მოსახლეობა სახლებიდან გარეკეს ბეღელში, რომელიც შემდეგ ჩალით დაფარეს და ცეცხლი წაუკიდეს. ხაფანგში ჩარჩენილმა ადამიანებმა მოახერხეს შესასვლელი კარების გატეხვა, მაგრამ გაქცევის მცდელობისას ნაცისტებმა მათ ტყვიამფქრვევიდან ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნეს. 149 დაიღუულიდან 75 იყო 16 წლამდე ბავშვი, რომლებიც ხანძრის, სროლის ან კვამლის შესუნთქვის შედეგად გარდაცივალნენ. ამის შემდეგ სოფელი გაძარცვეს და მთლიანად დაწვეს. ![]() ![]() ![]() 361 3-ს მოსწონს
|